ჯეკ უილშერს რეალური შანსი ეძლევა - მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ინგლისის ნაკრებში რეგულარული ადგილი ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ ნოემბერში ინგლისი საფრანგეთს ხვდება...
ჯეკ უილშერს რეალური შანსი ეძლევა - მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ინგლისის ნაკრებში რეგულარული ადგილი ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ ნოემბერში ინგლისი საფრანგეთს ხვდება - ამხანაგური თამაშია, რომელშიც ინგლისელთა მწვრთნელი ფაბიო კაპელო შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ჩერნოგორიასთან უსახური 0:0-ით სასტიკად უკმაყოფილო ინგლისელები ეროვნულ გუნდში ახალ ნაპერწკალს ითხოვენ და უილშერს შეუძლია ყველას აჩვენოს, რომ ამ ნაპერწკლის დანთება სწორედ მას შეუძლია.

"არსენალის" 18 წლის გამთამაშებელი ამ სეზონში აშკარად კაპელოს ყურადღების ცენტრშია. იტალიელი მწვრთნელი მას "შორიახლოს უვლის". აგვისტოში, უნგრელებთან საკონტროლო შეხვედრაში უილშერი თამაშის მიწურულს შევიდა მოედანზე - ეს მისი დებიუტი გახლდათ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში.

ამის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ კაპელო უილშერს რეგულარულად გამოიძახებდა და თუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, შეცვლაზე მაინც შეიყვანდა ხოლმე, მაგრამ ასე არ მოხდა: ევროპის 2012 წლის შესარჩევის შეხვედრებში ბულგარეთსა და შვეიცარიასთან მას შეკრებაზეც კი არ უხმეს.

გასულ პარასკევს ჯეკ უილშერი 21 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში რუმინეთს ეთამაშა, შემდეგ კი დიდ გუნდში გადაბარგდა და სამშაბათს, ინგლის-ჩერნოგორიის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

კაპელომ თქვა: "ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრებთან ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს გამოვცდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მინდა ისინი საქმეში ვნახო".

კაპელოს მის მიერ შერჩეულ ახალგაზრდთა გვარების დასახელება სთხოვეს, მაგრამ მან შორს დაიჭირა. ამის მიუხედავად, ინგლისელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჯეკ უილშერია.

შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშონ თეო უოლკოტმა, კიერან გიბზმა და ადამ ჯონსონმა, რომელიც ჩამოთვლილი არსენალელებისგან განსხვავებით "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია.

უილშერისა ძალიან ეიმედება ვეტერან ფეხბურთელს ტრევორ ფრენსისს:

"ჯეკ უილშერი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის უკვე თამაშობს იმ დონეზე, რომ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა