ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ირაკლი ქავთარაძე: პრემიერლიგა ერთ კვირის წინ დაფუძნდა

ირაკლი ქავთარაძე: პრემიერლიგა ერთ კვირის წინ დაფუძნდა

რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტმა პროფლიგის საკითხან დაკავშირებით ისაუბრა
29 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს საფეხბურთო პრემიერლიგის დაფუძნებლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდნენ.

ცნობილია, რომ კლუბების წარმომადგენლებმა შეხვედრის დახურვა მოითხოვეს. როგორც ამბობენ, დასამალი არაფერი აქვთ, მაგრამ მედიის თანდასწრებით სამუშაო პროცესის წარმართვას არასასურველად მიიჩნევენ.

შესაძლოა, ამაში დაეთანხმო, ყველა სამუშაო შეხვედრას მედია რომ დაესწროს, არც გულახდილები იქნებიან და არც ისეთი ემოციურები, მინისტრის კაბინეტიდან ხმა რომ არ გამოვიდეს. მაგრამ ახლადდაარსებულ სტრუქტურას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ჯერ არ ჰყავთ პრეს-ატაშე, რომელიც მედიას მიმდინარე მოვლენებს გააცნობს, არადა, ეს აუცილებელია დაზუსტებული ინფორმაციის გასავრცელებლად.

ამიტომ, გვიწევს ინფორმაციების სხვადასხვა პირისგან მიღება და შეჯერება. ბოლო შეხვედრაზე კომენტარისთვის რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტს, ირაკლი ქავთარაძეს დავუკავშირდით.

- 12-თა საბჭოსა და ლევან ყიფიანის შეხვედრაზე რა საკითხები განიხილეთ?

- თავად მინისტრს სურდა ჩვენთან დალაპარაკება, არსებულ ვითარებაზე სრული სურათი რომ ჰქონოდა. შეხვედრა აუცილებელიც იყო და სასურველიც.

- ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა?

- საქმიანი უფრო იყო, რადგან ლევან ყიფიანი პრემიერლიგის იდეას კარგად იცნობს, მაგრამ დაინეტესდა დეტალებით, როგორ ვაპირებდით ლიგის დაფუძნებას, რა ფინანსური სახსრების იმედი გვაქვს და ა.შ.

- შევიტყვეთ, რომ პრემიერლიგა დაფუძნებულა.

- დიახ, ერთი კვირის წინ, მის დაფუძნებაზე ხელი 6 კლუბის წარმომადგენელმა მოაწერა.

- ეს ფაქტი აქამდე რატომ რა გაჟღერდა?

- ჯერ კიდევ რამდენიმე კლუბის შემოერთებას ველოდებით. მართალია, რომ მაგალითად, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობა ლიგაში გაწევრიანებაზე თანახმა არის, მაგრამ საამისოდ ბათუმის საკრებულოს ნებართვა სჭირდებათ, ამ ორგანოს წევრების შეკრება კი დღემდე ვერ მოხერხდა.

ასეთივე მდგომარეობაა კიდევ რამდენიმე კლუბის შემთხვევაში, რომლებსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს.

- როგორც ვიცით, პრემიერლიგა მიმდინარე სეზონის ორგანიზატორობაზე უარს ამბობს.

- დიახ, ასეა, რადგან სიჩქარე არ გვარგებს. მუშა ჯგუფები შეიქმნება და მხოლოდ ახალი სეზონისთვის გადაიბარებს პრემიერლიგა ჩემპიონატის ორგანიზებას, როდესაც სპონსორებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გაირკვევა. ყველაფერს კარგად უნდა ავწონ-დავწონით.

- სპონსორების საკითხი თუ გაირკვა?

- საკმაოდ დამაიმედებლელი მდგომარეობა არის, პოტენციური პარტნიორები უკვე გამოჩდნენ და მჯერა, მალე საინტერესო ამბებს შეიტყობთ. თუმცა, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაკონკრეტებას მოვერიდები.

- რადგან სამუშაო შეხვედრებზე ინფორმაცია არ მოგვეწოდება, ჭორ-მართალში გავრკვევას ვცდილობთ: ამტკიცებენ, თითქოს, ფეხბურთის ფედერაციამ 2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარის გამოყოფა მოითხოვა და თანხის ნაწილი პრემიერლიგას მოხმარდება.

- არა, ასეთ დეტალებზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- მაგრამ ვიცით, რომ ლევან ყიფიანთან შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან პრემიერლიგის ფინანსურ დახმარებაზეც ილაპარაკეთ. ეს რეალურია?

- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. რა ოდენობით შეუძლია სამინისტროს პრემიერლიგის ფინანსური დახმარება, ეს თავად სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული.

- სახელმწიფო პროგრამაზე ზოგადი ლაპარაკით შემოიფარგლეთ?

- პროგრამის შესამუშავებლად მუშა ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს დაამუშავებს. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენიმე წელია, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას მიზნობრივ დახმარებას უწევდა - აფინანსებდა ნაკრებებს და მათ საჭიროებებს.

ეს ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად სახელმწიფო დახმარებას ფეხბურთის განბვითარევბის პროგრამა ერქვა, რაც არასწორია. ფეხბურთს გაცილებით მეტი, რეალური სახელმწიფო პროგრამა სჭირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემაზე ლაპარაკი და საქმეს მივხედოთ.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის "დინამოს" , "ვიტ ჯორჯიას", "სიონის", "დილას", "ზესტაფონის", "მეტალურგის", ბათუმის "დინამოს", "კოლხეთის", "ტორპედოს", "მერანის" და "ჩიხურას" ხელმძღვანელები.

თემა ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი წლის დარჩენილი მატჩები და 2013 წლის კალენდრის სავარაუდო ვარიანტების შემუშავება იყო.

სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის ვარიანტია: 2013 წელი სუპერთასის მატჩით 21-22 თებერვალს უნდა დაიწყოს, 26 თებერვალსა და 2 მარტს - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალები იქნება, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპი 9 მარტს დაიწყება და სავარაუდოდ, 18-19 მაისს დასრულდება, თასის ფინალი კი 23 მაისს დაიგეგმა.

გუნდები ამ ვარიანტებს განიხილავენ და უახლოეს დღეებში, ტექნიკური დირექტორებისა და სფფ-ის სამუშაო შეხვედრაზე ყველა თარიღი დაზუსტდება.

სფფ-ის პრეზიდენტმა და კლუბების ხელმძღვანელებმა პროფლიგის თემაზე დეტალური და სერიოზული განხილვის სურვილი გამოთქვეს, რათა მომავალი ეროვნული ჩემპიონატი ამ ორგანიზაციამ ჩაატაროს. შეხვედრის შემდეგ კი კომენტარები გაკეთდა.

რომან ფიფია ("დინამო" თბილისი): "დღევანდელი ჩვენი გეგმიური შეხვედრა ძალიან აუცილებელი და ნაყოფიერი იყო, ვინაიდან ეროვნული ჩემპიონატის შესახებ ბევრ საკითხზე ჩამოვყალიბდით.

რატომ დავტოვე გუშინ სპორტის სამინისტრო ნაადრევად? შეხვედრა არ იყო კარგად ორგანიზებული. ის ფორმატი, რომელიც სამინისტროში მისვლისას დაგვხვდა, ჩვენთვის არ იყო მისაღები.

სხვა კლუბების პოზიციაც ანალოგიური იყო. ჩვენ ერთსულოვანი ვართ პრონციპულ საკითხებში. ისეთი შეხვედრა და დახვედრა, რაც სამინისტროში იყო, არ იყო შესაფერისი და ჩვენთვის მისაღები.

იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ყრილობის დარბაზში კი არ უნდა შევხვდროდით მინისტრს, არამედ მრგვალ მაგიდასთან, სადაც კონკრეტულ საქმეზე ვისაუბრებდით. იმედია, მომავალი შეხვედრები უფრო კორექტირებული და უკეთ მომზადებული იქნება.

რაც შეეხება პრემიერლიგას, ის უკვე დაფუძნებულია, ნოტარიულადაც დამოწმებულია და ისეთ პრეზიდენტს ავირჩევთ, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. კლუბების ხელმოწერები პრობლემა არაა. შეიძლება, დაფუძნების დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, ვთქვათ, ფოთის "კოლხეთმა", თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს გუნდი ჩემპიონატში არ ითამაშებს.

ამჟამად, დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს 6 კლუბს. წინ გვაქვს ნახევარი წელი, ვიმუშავებთ და ყველა ნიუანსს დავხვეწთ; ჩემპიონატის პოპულარიზაციის უამრავი პროექტი გვაქვს. მნიშვნელოვანია ტელეტრანსლაციების თემა, რადგან ჩვენს ფეხბურთს ძალიან აკლია პირდაპირი ეთერი".

ზვიად სიჭინავა (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "პრემიერლიგის ჩამოყალიბების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ვინაიდან ამ საკითხზე ფედერაცია უშუალოდ ჩართული არ არის.

ვიცი, რომ ამ ეტაპზე, დაფუძნების დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი "ტორპედოს", "დილას", "კოლხეთს", " ბათუმის "დინამოს", "ზუგდიდს", "ზესტაფონს", "სიონს"... უცნობია, მოაწერა თუ არა ხელი "ჩიხურამ".

ფედერაცია მზადაა, განიხილოს ნებისმიერი კომპანიის შემოთავაზება, რომელიც ჩემპიონატის ჩატარების ახლანდელზე უკეთეს ვარიანტს, მყარ ფინანსურ გარანტიებს, გაზრდილ საპრიზო ფონდს, სატელევიზიო კონტრაქტებსა და მსაჯების ანაზღაურებას შემოგვთავაზებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა