მაკა ჩახნაშვილმა (238) ავსტრიის ქალაქ ლინცის საერთაშორისო ტურნირში (ჭთA-ს სერია, 220 ათასი დოლარი) ასპარეზობა დაასრულა. ჩვენებურს წყვილთა ბადეში უკეთესი შედეგი აქვს

მაკა ჩახნაშვილმა (238) ავსტრიის ქალაქ ლინცის საერთაშორისო ტურნირში (ჭთA-ს სერია, 220 ათასი დოლარი) ასპარეზობა დაასრულა. ჩვენებურს წყვილთა ბადეში უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ერთეულებში საიდანაც კარგა ხანია გათამაშებას გამოემშვიდობა (მეორე საკვალიფიკაციო წრეში წააგო). წყვილებში კი მას და ავსტრიელ მელანი კლაფნერს (რომელიც თელავისა და თბილისის ტურნირებიდან გემახსოვრებათ) "უაილდ ქარდი" მიანიჭეს. პირველ წრეში მათ ბრიტანელი ენ კეტევონგი და ბელარუსი ტატიანა პუტჩეკი დაამარცხეს - 6:2, 7:6 (3). მეოთხედფინალში ქართველი და ავსტრიელი მე-4 ნომრად განთესილ პოლონურ დუეტს (კლაუდია იანსი, ალისია როსოლსკა) შეხვდნენ და მატჩი ორ სეტში დათმეს - 0:6, 4:6.

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (135) ამერიკის ქალაქ ტროიში 50-ათასიან ტურნირში ასპარეზობდა. პირველ წრეში მისი მეტოქე ცნობილი ჩოგბურთელი ალექსანდრა სტივენსონი (322) იყო. 29 წლის ამერიკელისთვის, რომელიც ადრე მსოფლიოს მე-18 ჩოგანი იყო, ანას 4-ჯერ ჰქონდა მოგებული. ახლა კი ქართველს ხელი ტრავმამ შეუშალა: პირველ სეტში, 1:4-ზე4 ჩვენებური დანებდა მეტოქეს.

ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი) ერთი ქართული დუელი უკვე ვნახეთ, წინ მეორეა - ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა მე-4 ნომრად განთესილ სოფიო შაფათავას ხვდება. მეოთხედფინალში კალაშნიკოვამ ფრანგ ალიზ ლიმს (387) იოლად სძლია - 6:4, 6:3. არც შაფათავას გასჭირვებია ბელარუსი პოლინა პეხოვას (543) დამარცხება - 6:4, 6:2. კალაშნიკოვა და შაფაYთავა ერთმანეთს მეოთხედ ეთამაშებიან, აქამდე სულ კალაშნიკოვა იგებდა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში მე-5 ნომრად განთესილი უკრაინელი ანა პივენი (300) ტურნირის მე-8 ჩოგან დარია კუჩმინას (რუსეთი, 343) ხვდება.

წყვილთა თანრიგს კი ჩვენებურები დაეთხოვნენ. ნახევარფინალში კალაშნიკოვასა და ტეტიანა არეფიევას (უკრაინა, 319) დუეტმა პივენთან და ვასილიევასთან წააგო - 3:6, 4:6. მე-2 ნომრად განთესილებმა, შაფათავამ და სოფიო ქვაცაბაიამ (385) რუმინელი ბურზანესკუსა და რუსი შამაიკოს წყვილთან დათმეს - 2:6, 2:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე