"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მზადყოფნა გამოთქვა, არაინგლისური კლუბების წინადადებები განიხილოს
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, "ფულჰემთან" მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის" 23 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა მზადყოფნა გამოთქვა, არაინგლისური კლუბების წინადადებები განიხილოს.

უელსელს ჩრდილოლონდონელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს, რომლის წყალობით ის კვირაში 75 ათას ფუნტს იღებს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ არაპრემიერლიგელთაგან ყველაზე მეტად მისით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

ესპანურ გრანდებში მას ორჯერ მეტი ხელფასის მიღების შანსი აქვს და ცხადია, ძალიან ძნელია, ახალგაზრდამ ასეთ ცდუნებას გაუძლოს.

"კარგი იქნებოდა, განსხვავებული კულტურის ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებაც რომ მქონოდა. ნამდვილად არ მეშინია ასეთი პერსპექტივის. თუკი ოდესმე "ტოტენჰემი" ჩემს ტრანსფერზე ღირსეულ შეთავაზებას მიიღებს, მზად ვიქნები, საკითხი სერიოზულად განვიხილო," - აცხადებს ბეილი.

"ტელეგრაფის" ჟურნალისტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რამდენად ჯიუტი შეუძლია იყოს ტრანსფერებზე მოლაპარაკებებისას "დეზების" პრეზიდენტ დენიელ ლევის, ლუკა მოდრიჩის "რეალში" გაყიდვამ დაადასტურა.

რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ სამეფო კლუბმა ხორვატში ზუსტად ის თანხა გადაიხადა (30 მილიონი ფუნტი), რამდენსაც "ტოტენჰემი" თავიდანვე ითხოვდა.

ბეილის ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე, მისი გადაბირება მსურველს ყველაზე ცოტა, 40-45 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

იქამდე, ვიდრე ბეილის ბედი გადაწყდებოდეს, იმას გეტყვით, რომ "ფულჰემთან" ბარძაყის ტრავმის მიღების გამო ფეხბურთელი ხუთშაბათს, 6 დეკემბერს ევროპის ლიგაზე "პანათინაიკოსთან" მატჩს გამოტოვებს. ასევე ეჭვქვეშ დგას კვირას, "ევერტონთან" პრემიერლიგის XVI ტურის შეხვედრაში მისი ასპარეზობაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა