ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია. სერია A. XV ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები

იტალია. სერია A. XV ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები

გოლთა ცვენა, ვლადიმირ პეტკოვიჩის შიშები და ზდენეკ ზემანის ზღაპრები
XV ტურში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა, ძირითადად, დაამარცხეს მეტოქეები და აქედან გამომდინარე, ლიდერთა მარაქაში ვითარება დიდად არ შეცვლილა.

ერთადერთი, "ფიორენტინამ" გაუყო ქულები "სამპდორიას", თუმცა ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელიც იყო... საქმე იმაშია, რომ "ვიოლას" გენუელებთან მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა და ამაზე ქვემოთ კიდევ მოგვიწევს საუბარი.

"მილანმა" და "იუვენტუსმა" თავიანთი შეხვედრები პარასკევს და შაბათს გამართეს. ამ პაექრობებზე ისედაც ბევრი გვეწერა და ქვემოთ, კვირას გამართული მატჩების ირგვლივ ვიტრიალებთ.

თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ XV ტური მეტად უხვგოლიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში 39 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის 4 შედეგიანი დარტყმაა...

კლოზეს ტრავმა

მიმდინარე სეზონში "პარმა" საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მისი დამარცხება არცთუ იოლი საქმეა, რაც ემილიელთა "ინტერზე" ძლევით ნათლად დადასტურდა. ამიტომ რობერტო დონადონის გუნდთან ჯახს რომაელები სიფრთხილით ეკიდებოდნენ.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა, 2:1. "ბიანკოჩელესტემ" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.

მოკლედ, "ლაციოს" კარგი დროება უდგას, მაგრამ "პარმასთან" მატჩში მოხდა ერთი ისეთი რამ, რამაც გულშემატკივართა შეშფოთება გამოიწვია - ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიროსლავ კლოზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. მოედანზე ლიბორ კოზაკი შევიდა, გერმანელმა კი ლაზარეთში გადაინაცვლა.

ბუნებრივია, "ბიანკოჩელესტეს" ქომაგთა მთავარი საფიქრალი ის გახლავთ, თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა კლოზეს - ამ საკითხზე კომენტარი თვით "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა:

"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და მინდა შეგირდები შევაქო. ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს და გამარჯვება დაიმსახურეს. რაც შეეხება კლოზეს ტრავმას, ჩემი ინფორმაციით, მშვიდობაა. შესაძლოა, გერმანელს ერთი თამაშის გამოტოვება მოუხდეს, მაგრამ მთლიანობაში, მის ტრავმას მსუბუქი ეთქმის. მირო გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია და მისმა დაშავებამ ყველანი შეგვაშინა. გეთანხმებით, რომ მაღალი დონის გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელები არ უნდა იყვნენ, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ვაპირებთ და იქნებ ამ გზით გადავჭრათ აღნიშნული პრობლემა".

ზემანი სკუდეტოს უმიზნებს

ზდენეკ ზემანის ხელში "რომას" სტაბილურობა აკლია, თუმცა ბოლო ხანს ვითარება ამ მხრივაც გამოსწორდა. "ჯალოროსიმ" მიჯრით მოიგო რამდენიმე შეხვედრა და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

"რომა" ლიდერთა მარაქაშია და არსებული რეალობით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ნამდვილად იბრძვის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დედაქალაქურ გუნდში უფრო მეტის იმედიც აქვთ და ამის შესახებ ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა:

"კიდევ ერთხელ ვაგებდით და კიდევ ერთხელ შემოვატრიალეთ მატჩის ბედი ჩვენ სასარგებლოდ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ რაოდენ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. ახალ მწვრთნელს გუნდთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა და არ მიკვირს, რომ სეზონის სტარტზე სერიოზული პრობლემები შეგვექმნა.

ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ვფიქრობ, რომ აღმავლობის გზას საფუძვლიანად დავადექით. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ნამდვილად ხელგვეწიფება, აი, ზდენეკ ზემანი კი სულაც სკუდეტოზე ფიქრობს. დიახ, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია".

იტალიელი ჟურნალისტები უმალ ზემანს შეეხმიანენ და ჰკითხეს: მართლა გაქვთ იმედი, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლას შეძლებთო. აქვე პასუხი:

"ყველაზე მეტად სტაბილურობა გვაკლდა და ამ მხრივ, დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს სიენაშიც კარგად გამოჩნდა. თუ ასევე გავაგრძელეთ, მაშინ გამორიცხული ნამდვილად არაფერი იქნება, მათ შორის, არც პირველობისთვის ბრძოლა. ზედმეტად ოპტიმისტი ვარ? - მე იდეალისტი ვარ".

ინტერის გარდამავალი პერიოდი

გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიის შემდეგ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ანდრეა სტრამაჩონის გუნდი "იუვენტუსს" სკუდეტოში შეეცილებოდა.

თვითონ ახალგაზრდა მწვრთნელს ქება-დიდება ხვდა წილად და ისიც თამამად აცხადებდა: დრო გვჭირდებოდა და ესეც ვიცოდი, რომ აღმავლობის გზას მალე დავადგებოდითო.

მოკლედ, რამდენიმე მატჩის მიჯრით მოგება და სტრამაჩონის "ინტერი" ლამის ჟოზე მოურინიოს დროინდელ გუნდს გაუტოლეს.

მთლად ასე კარგად არ არის საქმე და ბოლო რამდენიმე ტურმა ეს კარგად დაგვანახვა. "ინტერმა" ქულებიც ბლომად დაკარგა და ვერც ხარისხიანი თამაში გვიჩვენა.

კვირას მილანელებმა "პალერმო" დაამარცხეს, მაგრამ ვაი ასეთ დამარცხებას - მილანელებმა მეტოქეს ისე მოუგეს, რომ გოლი არ გაუტანიათ...

ბურთი ერთხელ გაეხვა კარის ბადეში და მისი ავტორი "პალერმოს" მცველი გარსია გახლდათ, რომელმაც ავტო-გოლი მიითვალა აქტივში.

მოკლედ, "ინტერმა" მოიგო, მაგრამ უფერული შეხვედრა ჩაატარა და მილანელებს ისევ თავის მართლების პოზიციაში უწევთ ყოფნა. აქვე ორი საინტერესო კომენტარი:

ესტებან კამბიასო (ინტერი):

"რამდენიმე ბრწყინვალე შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ფაქტია, ჯერ კიდევ გარდამავალი ეტაპი გვაქვს და ყველა შეხვედრის თანაბარი წარმატებით ჩატარება გვიჭირს. "პალერმოსთან" გაგვიმართლა და ეს უნდა ვაღიაროთ".

მასიმო მორატი (ინტერის პრეზიდენტი):

"კონკრეტულად "პალერმოსთან" თამაშით ვერ ვიქნები აღფრთოვანებული, მაგრამ მთლიანობაში, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ევროპის ლიგაზე წინ მივიწევთ, სერია A-ში კი სკუდეტოსთვის ვიბრძვით. მეტი რა არის საჭირო იმისთვის, რომ კმაყოფილი ვიყო? - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას არ ვაპირებთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. თუნდაც ვესლი სნეიდერის ამბავი ავიღოთ, რომელიც ვერ გარკვეულა, წასვლა სურს თუ დარჩენა. ჰოლანდიელს უახლოეს დღეებში დაველაპარაკები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

განრისხებული მაცარი

"ნაპოლიმ" "პესკარა" მიწასთან გაასწორა, 5:1 გაანადგურა და რას წარმოვიდგენდით, თუ ვალტერ მაცარი ამ მატჩის შემდეგ განრისხებული იქნებოდა...

სანამ სიტყვას ნეაპოლელთა თავკაცს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ სამხრეთელებმა "დელფინებთან" პაექრობა სრული უპირატესობით წარმართეს და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში უფრო დიდიც იქნებოდა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ დუბლით გამოირჩა ტრავმამოშუშებული ედინსონ კავანი, რომელმაც წინა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. კავანის დაბრუნება ნეაპოლელთათვის უმნიშვნელოვანესია, რაზეც მაცარიმაც ისაუბრა - დროა სიტყვა განრისხებულ მწვრთნელს გადავცეთ:

"სიმართლე გითხრათ, ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ისეთი შეცდომა დავუშვით, რომელზეც შეგირდებს ყოველდღე ველაპარაკები. მაშინაც არ უნდა მოდუნდე, როდესაც დიდი ანგარიშით იგებ. ჩვენ კი 2:0-ზე საერთოდ გავჩერდით. შედეგად, საპასუხო ბურთი გავუშვით და შესვენებას რომ სულზე არ მოესწრო, ალბათ გაგვითანაბრებდნენ კიდეც.

უნდა გენახათ რა ამბავი ავტეხე გასახდელში, დასაწყნარებელი ვიყავი. სწორედ ამან გამოგვაფხიზლა და მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გავუტანეთ. მთლიანობაში, უკმაყოფილო ვარ ჩვენი თამაშით, რადგან ასეთ უპატიებელ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ. კარგია, რომ ედინსონ კავანი დაგვიბრუნდა. სწორედ მან გამოაცოცხლა გუნდი ანტრაქტის შემდეგ".

მონტელა: მეტი შეგვიძლია

ტურის უკანასკნელი შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინამ" "სამპდორიას" უმასპინძლა.

სატურნირო ცხრილიდან და ზოგადად, უკანასკნელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ფავორიტად "ვიოლა" იყო შერაცხული, მაგრამ მეორე მხრივ, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. თავად განსაჯეთ, გენუელთა წინააღმდეგ ფორვარდთა ტრიომ ვერ ითამაშა, რადგან სტევან იოვეტიჩი, ლუკა ტონი და ადემ ლიაიჩი დაშავებულნი გახლდნენ.

ამიტომ ვინჩენცო მონტელას ექსპერიმენტების ჩატარება მოუწია და შეტევის წინა ხაზზე ელ ჰამდაუისთან ერთად, ნომინალური ნახევარმცველი მატი ფერნანდესი გაამწესა. შედეგად, ტოსკანელებს ძალიან გაუჭირდათ შეტევის ხაზში და რომ არა მცველ სტეფან სავიჩის მიერ შესრულებული დუბლი, გენუელები სახლში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდებოდნენ.

ნამატჩევს მონტელამ შემდეგი განაცხადა:

"პრაქტიკულად, ნახევარი გუნდის გარეშე გვიწევდა თამაში და არ მიკვირს, რომ სერიოზული პობლემები შეგვექმნა. მით უმეტეს, "სამპდორიამ" დაძლია კრიზისი და საკმაოდ კარგ ფორმაშია. ერთ-ერთი თამაშის შემდეგ განვაცხადე, რომ ფონს გასვლა სტევან იოვეტიჩის გარეშეც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც მას ლუკა ტონი და ადემ ლიაიჩი მიჰყვნენ, მართლა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე ვართ, რაც კარგი შედეგია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არც ქულის აღებაა ურიგო და მთავარია, რომ შემართება არ დავკარგოთ. ჩვენ შეგვიძლია სამეულში შესვლა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XV ტური: ფავორიტები სრული სვლით [VIDEO]

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია