ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები

ბომბარდირი ორი დინამოელია, ვიტ ჯორჯია ისევ გვაოცებს
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა, პასუხგაუცემელი კითხვები კი კვლავ მრავლად გვაქვს.

უპირველესად, ის არის საინტერესო, ვინ გახდება "ზამთრის ჩემპიონი". არანაკლები ყურადღება კი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად გაჩაღებული ბრძოლისკენ გვაქვს მიპყრობილი.

ამ მხრივ, გასულმა ტურმა ვერაფერი გაარკვია და ყველაფერი უახლოეს მატჩებში გადაწყდება.

უშუალოდ მე-18 ტური კი უაღრესად შინაარსიანი და საინტერესო მოვლენებით დახუნძლული გამოდგა.

უთანასწორო მეორე ტაიმი

ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ლიდერმა მესამეადგილოსანს უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ძალიან მიმზიდველი სანახავი გამოდგა - "ჩიხურას" სწრაფი გოლი "დინამომ" უმალ გაქვითა. შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ და სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.

მოკლედ, პირველ ტაიმში საჩხერელებმა დედაქალაქელებს ტოლი არ დაუდეს და არანაკლებ დრამატული მეორე ნახევრის მოლოდინიც გაგვიჩინეს.

თუმცა შესვენების შემდეგ თანაბარი ბრძოლა აღარ ყოფილა - "დინამოს" უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და დუშან უჰრინის გუნდმა ყოჩაღ მეტოქეს უშანსოდ სძლია.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის გამარჯვებაში ლომის წილი ესპანელებმა დაიდეს, რაც ამ სეზონში უკვე ჩვეული მოვლენაა. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩისკოს ჰეთ-თრიქი უნდა გამოვყოთ, რისი წყალობითაც იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ჯაბა დვალს გაუტოლდა.

თითო გოლი დვალისა და მიკელ ალვაროს ანგარიშზეა. მოედანი უგოლოდ დატოვა გიორგი მერებაშვილმა. სამაგიეროდ, მან მოედანი ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაგარით, სამი საგოლე პასით დატოვა, რაც, ვფიქრობთ, ჩისკოს ჰეთ-თრიქზე არანაკლებ გამოსარჩევი ამბავია.

ასე მოუგო "დინამომ" მორიგ კონკურენტს და "დილასთან" სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

"ჩიხურა" კი ამ მარცხმა არ უნდა გატეხოს - სოსო ფრუიძის გუნდმა, მართალია, მესამე ადგილი "ტორპედოს" დაუთმო, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ არის. ზემოიმერლები კი უდავოდ იმსახურებენ ნეიტრალური ქომაგების დიდ სიმპათიას.

გამარჯვება კლასის ხარჯზე

ტურის მეორე ცენტრალური დაპირისპირება რუსთავის "ფოლადზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს უაღრესად მოტივირებული გუნდები შეხვდნენ - "მეტალურგი" ზეექვსეულში მოსახვედრი ერთ-ერთი უკანასკნელი შანსის გამოსაყენებლად იბრძოდა, "დილას" ამოცანა კი "დინამოსთან" სამქულიანი დისტანციის შენარჩუნება იყო.

მასპინძლებს ურიგოდ არ უთამაშიათ და საკმაოდაც აქტიურობდნენ, მაგრამ სტუმართა უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და სამი ქულა "დილას" ერგო.

ამ მარცხით "მეტალურგი" საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში რჩება, თუმცა ქვემოქართლელებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის გარკვეული შანსი.

აღვნიშნოთ, რომ რუსთავში ერთმანეთის პირისპირ მწვრთნელად ისრაელში ჩამოყალიბებული ორი სპეციალისტი, გიორგი ყიფიანი და გიორგი დარასელია წარსდგა.

ფავორიტთა რისხვა

მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიამ" არაერთი ფავორიტი გაამწარა, გასულ ტურში კი მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

"ზესტაფონს" საუკეთესო დროება აშკარად არ უდგას, მაგრამ "დავით აბაშიძეზე" გამარჯვება მხოლოდ ვეტერინართათვის კი არა, ნებისმიერი გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია.

ასე რომ, კიდევ ერთხელ მივუძღვნათ საქებარი სიტყვები "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდულ შემადგენლობას, რომლისთვისაც ავტორიტეტები ნამდვილად არ არსებობს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ვიტელებმა მცხეთაში "დინამოს" ქულა აართვეს. "ვიტ ჯორჯიას" თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი კი ზედიზედ მეორედ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

"ზესტაფონზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ - ფეროელების არასტაბილურ ასპარეზობას ბოლო არ უჩანს და მოქმედ ჩემპიონს ჯერაც სათუოდ აქვს ზეექვსეულში შესვლის საკითხი; უფრო მაღალ მიზნებზე საუბარი კი დღეს საერთოდ უსაფუძვლოა.

"ზესტაფონმა" "მეტალურგის" მარცხით ვერ ისარგებლა. არადა, იმერლებს ახლავე შეეძლოთ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის ამოცანის სათავისოდ გადაწყვეტა. თუმცა რუსთაველთა მსგავსად, ზესტაფონელებიც ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებიან და დარჩენილი ოთხი ტური გაარკვევს, რომელი მათგანი მოხვდება ზეექვსეულში.

ამ ბრძოლაში დღეისთვის ფავორიტად ხუთქულიანი უპირატესობის მქონე "ზესტაფონი" გამოიყურება, მაგრამ ჩემპიონს თავი ქუდში აშკარად არ აქვს.

აი, ასეთი უსიამოვნო სიურპრიზები მოუტანა მიმდინარე სეზონმა ზესტაფონელ და რუსთაველ გულშემატკივრებს - წინა ჩემპიონატში მათი საყვარელი გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, ახლა კი ამაზე ბევრად მოკრძალებულ ამოცანებს შესჭიდებიან.

ფავორიტი მასპინძლების დომინირება

ტურის ექვსი მატჩიდან ორი სტუმრებმა მოიგეს, ოთხიც - მასპინძლებმა. "ზესტაფონის" საშინაო მარცხის გარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა მატჩებში კანონზომიერი შედეგები დაფიქსირდა.

"ტორპედომ" აუტსაიდერ "კოლხეთთან" საშინაო შეხვედრა მძიმედ დაიწყო და სწრაფი გოლი მიიღო, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია ელგუჯა გრიგალაშვილის შედეგიანი თამაში, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია.

გია გეგუჩაძის გუნდისთვის ეს მეტად დროული და საჭირო გამარჯვება იყო. ბოლო დროს "ტორპედომ" გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა და დღევანდელი გადასახედიდან, ნაკლებად აქვს საჩემპიონო შანსი, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი სავსებით შესაძლებელია.

რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელები ყველა მატჩში თავდადებით იბრძვიან, მაგრამ ეს მათ მონაგარზე არ აისახება. ნული გამარჯვებითა და სამიოდე ქულით ზღვისპირელები უკვე განწირულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სამშვიდობომდე ხომ დღეისთვის "კოლხეთს" მთელი 14 ქულა აშორებს.

მძიმე მდგომარეობაშია მეორე ზღვისპირელი უმაღლესლიგელიც. ბათუმის "დინამომ" მარტვილში განცდილი მარცხით კიდევ უფრო გაირთულა საქმე, "მერანმა" კი დაგეგმილი საშინაო სამი ქულა არცთუ რთულად მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს.

ზეექვსეულში მოხვედრის ამოცანა საბოლოოდ გადაჭრა "ზუგდიდმა", რომელმაც "სიონთან" გამარჯვებით თითქმის გაინაღდა საუკეთესოთა შორის ადგილი.

ბოლნისელთათვის კი ეს მარცხი კატასტროფა არ არის, "სიონისგან" ქულების დაგროვებას სხვა ტიპის შეხვედრებში უფრო უნდა ველოდოთ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური

დინამო-ჩიხურა 5:2 - ლიდერთა უხვგოლიანი სანახაობა [VIDEO]

მეტალურგი-დილა 0:2 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]

ტორპედო-კოლხეთი 2:1 - კოლხური სიურპრიზი არ გამოვიდა [VIDEO]

მერანი-დინამო (ბთ) 3:1 - გამარჯვება კონკურენტთან

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2 [VIDEO]

ზუგდიდი-სიონი 2:0

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

18

13

4

1

52-16

43

2

დილა

18

13

1

4

30-11

40

3

ტორპედო

18

11

2

5

34-17

35

4

ჩიხურა

18

11

2

5

29-19

35

5

ზუგდიდი

18

9

5

4

23-14

32

6

ზესტაფონი

18

8

4

6

23-16

28

7

მეტალურგი

18

7

2

9

14-24

23

8

მერანი

18

6

2

10

14-27

20

9

ვიტ ჯორჯია

18

5

5

8

13-24

20

10

სიონი

18

4

5

9

13-28

17

11

დინამო (ბთ)

18

2

3

13

18-41

9

12

კოლხეთი

18

0

3

15

9-35

3

ბომბარდირები

ჩისკო (დინამო თბ) 13

დვალი (დინამო თბ) 13

ალვარო (დინამო თბ) 10

XIX ტური

8 დეკემბერი, შაბათი

ზუგდიდი-მერანი

სიონი-დინამო (თბ)

ჩიხურა-ზესტაფონი

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი

დილა-ტორპედო

კოლხეთი-დინამო (ბთ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა