"ბარსელონას" თავდამსხმელმა ისაუბრა კატალონიელთა აკადემიის თავისებურებებზე, კომენტარი გაუკეთა მის პელესა და მარადონასთან შედარებას და უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ხასიათით ტირანია
"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიელთა აკადემიის თავისებურებებზე ისაუბრა, კომენტარი გაუკეთა მის პელესა და მარადონასთან შედარებებს და ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ხასიათით ნამდვილი ტირანია.

- ამბობენ, რომ პატარა დიქტატორი ხართ...

- სულ არ მანაღვლებს ის, რას ამბობენ სხვები. რაც მთავარია, გუნდში ჩემმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს მე არ მეხება. მათ კარგად უწყიან, სინამდვილეში როგორი ვარ.

- რაშია ლა მასიას განსაკუთრებულობა?

- ლა მასია მსოფლიოს სხვა სკოლებისგან განსხვავებულად მუშაობს. იქ სხვაგვარად ასწავლიან პასის გაკეთებას, ბურთის კონტროლს, ამუშავებენ ტაქტიკას. როდესაც არგენტინიდან ბარსელონაში ჩამოვედი, გუნდში თამაში ვისწავლე.

- კომპლიმენტებით ხშირად გამკობენ...

- ამისთვის ხალხის მადლობელი ვარ. ეს ძალიან მომწონს, თუმცა საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსიც თავად ვარ. ყოველთვის ვხვდები, როდესაც რაღაცას ისე არ ვაკეთებ.

კაცმა რომ თქვას, ვინმესგან რჩევების მოცემა არც მჭირდება, მაგრამ როდესაც ჩემს ნაკლოვანებებზე საუბრობენ, ვცდილობ, ვიმუშაო იმ მიმართულებით და დავხვეწო ესა თუ ის კომპონენტი.

- მოედანზე კონკრეტული პოზიციის გარეშე თამაშობთ?

- არაა მართებული იმის თქმა, რომ "ცრუ ცხრიანი" ჩემთვის გამოიგონეს. ეს მხოლოდ განსაკუთრებული გუნდური თამაშით სტილის ნაყოფია. უბრალოდ, მე ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც მევალება და ჩემზეა დამოკიდებული.

- თქვენ პელესა და მარადონას გადარებენ...

- ამ ფაქტის გამო ძალიან ამაყი ვარ, რადგან ორივე მათგანი უდიდესი ფეხბურთელია.

და მაინც, მე ვაკეთებ იმას, რაც მე და გუნდს წაგვადგება. ჩემზე კი მაშინ ვისაუბროთ, როდესაც კარიერას დავასრულებ.

მომზადებულია Voetbal International-ის მიხედვით

messi001
უკვე ლეგენდაა.. რა უნდა თქვა გენიოსი ფენომენი ჯადოქარი.. და რა თავდაბალია რაც უფრო დიდ ფას ადებს მის გენიალურობას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა