საქართველოს ჩემპიონმა "არმიამ" ევროჩელენჯზე მეოთხე ტურში შინ ისრაელის "ჰოლონთან" წააგო
საქართველოს ჩემპიონმა "არმიამ" ევროჩელენჯზე მეოთხე ტურში შინ ისრაელის "ჰოლონთან" წააგო და სწორედ მაშინ დაიკარგა მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკულიცა და თეორიული შანსიც.

თავის მხრივ, იმ ტურში ბელგიის "ანტვერპენმა" სტუმრად გერმანიის "ბონთან" იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია, "ანტვერპენი"-"არმიას" დაპირისპირების მონაწილე რომელი მხარე როგორი მოტივაციით შეხვდა 4 დეკემბრის მატჩს. არ ვამბობთ, რომ "არმიას" ენთუზიაზმი აკლდა (მით უმეტეს, მატჩის მხოლოდ ტექსტურ ტრანსლაციას მივადევნეთ თვალი), მაგრამ ბელგიელებისთვის ქართველებთან გამარჯვება მეტად ღირებული იყო, სასწორზე ხომ ჯგუფიდან გასვლის საკითხი იდო.

ანტვერპენელებს თბილისური შეხვედრის შემდეგ დაუბრუნდათ ტრავმამოშუშებული ტიმოთი ბლექი (რომელიც 4 დეკემბერს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, 13 ქულა მოაგროვა) და პირველივე პერიოდში გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა.

22:13 - ასე დასრულდა საწყისი ათწუთეული. ბელგიელთა მწვრთნელმა ედი კასტელსმა პირველი მატჩის შემდეგ დაინახა, რომ "არმიას" მთავარი კოზირი შორი მანძილიდან ტყორცნებია და პერიმეტრი კარგად გადაკეტა. შესაბამისად, თბილისურ მატჩთან შედარებით, ქართველებმა ორჯერ ნაკლები სამქულიანი გამოიყენეს. ფარქვეშიდან კი ვერც თბილისში ვიხეირეთ...

მეორე პერიოდში ჩვენს გუნდს დაცვაში კიდევ უფრო გაუჭირდა, მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო, ხოლო საკუთარ კალათში 25 მიიღო. დიდ შესვენებაზე გასვლის წინ "ანტვერპენმა" 23-ქულიანი ფორა დაიბევა (47:24) და ყოველგვარი კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა. მეორე ტაიმში "არმიას" არ აღმოაჩნდა ძალა და რესურსი არათუ თამაშის შემოტრიალებისა, არამედ საპატიო სხვაობით წაგებისა - 54:87.

ისღა დაგვრჩენია, 11 დეკემბერს დაველოდოთ და საერთაშორისო სარბიელს სანაკრებო მატჩებამდე დავემშვიდობოთ. 11-ში "არმია" ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გერმანულ "ბონს" მიიღებს.

5 დეკემბერი

ჰაპოელი-ბონი

ა

გუნდი

მ

წ

ქ

1

ანტვერპენი

3

2

8

2

ბონი

3

1

7

3

ჰოლონი

2

2

6

4

არმია

0

5

5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა

ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან

არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

levani
რაში ყრით ფულს მასეთი ანგარიშებით ქართველები ვერ მოახერხებდნენ წაგებას თქვე უტვინო და უთავმოYვარეო ხალხო? ან ფულის ხარჯვას რომ აპირებთ იმდენი მაინც არ უნდა გესმოდეთ რომ ჯერ ტრენერი მონახოთ? ეეე მართლა რა გეშველებათ ან თქვენ და მერე თქვენი უაზრო თავების გამო ჩვენ უბრალო გულშემატკივრებს
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა