ისრაელში გრძელდება 20 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საასპარეზოდ საქართველოს ხუთი ათლეტი გაემგზავრა
ისრაელის ქალაქ ეილათში გრძელდება 20 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საასპარეზოდ საქართველოს ხუთი ათლეტი გაემგზავრა.

ორი მათგანი უკვე გავიდა ფიცარნაგზე. 62 კილოში 18 წლის ქუთაისელმა შოთა მიშველიძემ, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე ავარჯიშებს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა: აიტაცა 126 კილო, 155 აკრა და ორჭიდში 281 კილოგრამი მოაგროვა. სამივე შედეგი უფროსებში ჩვენი ქვეყნის ახალი მიღწევაა. საგულისხმოა, რომ მიშველიძემ ორი წლის წინათ ვალენსიაში ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე (56 კილოში) ორჭიდში 229 კილოგრამით მე-3 ადგილი დაიკავა, ატაცში (103 კგ) ვერცხლი ერგო, აკვრაში (126 კგ) - ბრინჯაო.

ეილათში 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფავორიტმა - რუმინელმა ელორინ გროიტორუმ ორჭიდში 289 კილოგრამით (123+157) ოქროს მედალი დაიმსახურა, მოლდოველმა იონ ტერნამ 276 კილოგრამით (121+155) მესამე ადგილი დაიკავა.

სამი წლის წინათ ეილათმა ჭაბუკთა ევროპის პირველობას უმასპინძლა. მაშინ ქუთაისელმა გიორგი ლომთაძემ (მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე) ჩემპიონობა მოიპოვა. რიონისპირელი ჭაბუკი შარშან 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე კვიპროსში 307 კილოგრამით (140+167) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

4 დეკემბერს გიორგიმ 69 კილოში ეილათის ფიცარნაგზე ასპარეზობა ისევ ოქროთი დაიწყო: ამჯერად უმაღლესი სინჯის მედალი ატაცში ერგო - სამივე ცდა გამოიყენა და 143 კილოგრამით საქართველოს რეკორდიც დაამყარა.

აკვრა 167 კილოგრამით დაიწყო. სამწუხაროდ, მომდევნო ორი ცდა გაუცუდდა, რამაც კონკურენტებს დაწინაურების შანსი მისცა. ლომთაძემ ორჭიდში 310 კილოგრამით (ესეც საქართველოს რეკორდია) მესამე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აზერბაიჯანელი ფირიდუნ გულიევი (316=136+180) ავიდა, მეორე ადგილი მოლდოველ არტიომ პიპას (314=142+172) ხვდა.

ეილადში 20-წლამდელთა პირველობაზე კიდევ სამი ქართველი ძალოსანი მოსინჯავს ძალებს: ხვალ ზურიკო თავაძე (85) და ვილიამინ ალექსიძე (94) იასპარეზებენ, 8 დეკემბერს კი ქვეყნის სპორტულ ღირსებას მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე