euroleague.net-ის სპეციალური ბლოგის სტუმარი ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც "კანტუს" თამაში შეაფასა
ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი ტურნირის, ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმარი იტალიური "კანტუს" ქართველი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი გახლდათ.

euroleague.net-ს სპეციალური ბლოგი აქვს, სადაც სხვადასხვა ცნობილი კალათბურთელი მიმდინარე ტურნირთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს აფიქსირებს.

5 დეკემბერს აღნიშნული განყოფილების ბლოგერად მარკოიშვილი მოგვევლინა, რომელმაც აი, რა დაწერა:

- მოგესალმებით ევროლიგის ფანებს! ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნულ ბლოგზე კვლავ გამოვხატო ჩემი აზრები. თუმცა ეს არაა იოლი, მით უფრო ახლა, როცა ტურნირში დარჩენის ბოლო შანსს ვებღაუჭებით.

ჩვენ არ გაგვიმართლა, არაერთი მოთამაშე დაგვიშავდა. ჯერ იყო და ჯერი სმიტი გამოგვაკლდა, შემდეგ მარკო შეკიჩი და პიეტრო არადორი, რომელიც ევროლიგაში ჩვენი გუნდის ბომბარდირი იყო.

იღბალმა ზურგი გვაქცია ორ პრინციპულ მატჩში, რომელიც ბოლო წამებზე დავთმეთ. პირველი მატჩი ლუბლიანაში "ოლიმპიასთან" წავაგეთ, შემდეგ კი შინ - "პანათინაიკოსთან". ორივე შემთხვევაში გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტი სროლები ავაცილეთ.

ბერძნულ გრანდთან შეხვედრაში 6 ქულით ვლიდერობდით და მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა დიმიტრის დიამანტიდისმა გადაწყვიტა, თამაში საკუთარ თავზე აეღო და ამისთვის მან ლიდერის საუკეთესო თვისებები გამოიყენა.

სამქულიანი სროლების ოსტატის, მიხაელ ბრამოსის დახმარებით, მან მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ათენში წაიღო.

წინა კვირაში ჩვენ დიდი სხვაობით დავმარცხდით მოსკოვის რეგიონის გუნდ "ხიმკისთან". მასპინძლებმა ისეთი მაღალი შედეგიანობით ესროლეს სამქულიანები, რომ ისინი მოგებას იმსახურებდნენ.

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რატომ ისვრიან ჩვენი გუნდის მეტოქეები შედეგიანად შორი დისტანციიდან.

ალბათ, ყველაფერი იღბლის ბრალია, რომელიც ჩვენს გუნდს არ სწყალობს.

ტოპ 16-ში გასვლის მცირე შანსი ჯერაც გვაქვს. ტურნირში დასარჩენად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.

ხუთშაბათს მადრიდის "რეალი" გვსტუმრობს. აღმაფრთოვანებელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ევროპის საკალათბურთო ისტორიის შექმნაში ამხელა წვლილი მიუძღვის.

თანაც "კანტუ"-"რეალის" დაპირისპირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ, რადგან ეს იქნება ტურის ცენტრალური მატჩი. ბოლოს ცენტრალურ მატჩში მონაწილეობა წინა სეზონში მივიღე, როცა "კანტუმ" ფიცხელ ბრძოლაში დაამარცხა "კახა ლაბორალი" და მაშინ განცდილი სიხარული არასდროს დამავიწყდება.

უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, რომ "რეალსა" და "კანტუს" ყველაზე მეტი ევროტიტული აქვთ მოგებული ბოლო 50 წლის მანძილზე.

ეს ინფორმაცია ჩვენი გუნდის ასისტენტმა მწვრთნელმა ნიკოლა ბრიენამ მომაწოდა, როცა პირველ წრეში "რეალს" მადრიდში ვესტუმრეთ. ეს მომენტი დამატებით მოტივაციას ანიჭებს ჩვენი გუნდების ხვალინდელ შეხვედრას.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშეები გვაკლია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მატჩის მოსაგებად. ეს "კანტუს" ბოლო შანსია, რათა ევროპის ყველაზე ძლიერ ტურნირში თავი შეინარჩუნოს. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლაა.

კეთილი სურვილებით,

მანუჩარ მარკოიშვილი - იტალია

ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 2012 წელი

A ჯგუფი

რეალი 6 2 671 602 69

პანათინაიკოსი 5 3 602 589 13

ხიმკი 5 3 603 603 0

ფებერბაჰჩე 4 4 595 600 -5

ოლიმპია 2 6 588 645 -57

კანტუ 2 6 563 583 -20

დარჩენილი მატჩები

6 დეკემბერი

კანტუ - რეალი

13 დეკემბერი

ფენერბაჰჩე - კანტუ

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა