ქართველი შუახაზელი შვეიცარიულ "ნეფშატელ ქსამაქსში" შარშან ჩაირიცხა, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა, ახლა თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ირაკლი ჩირიკაშვილი "დინამოდან" უნდა გახსოვდეთ. მერე სხვადასხვა ქართულ გუნდში თამაშობდა. შემტევი შუახაზელია, კარგი ცაცია აქვს და დარტყმის ძალაც არ დაეწუნება.

შარშან ჩირიკაშვილი შვეიცარიულ "ნეფშატელ ქსამაქსში" მივიდა, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ჩირიკაშვილი ახლა თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

"შვეცარიაში შარშან ზაფხულში ჩავედი და ათდღიანი სინჯების შემდეგ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. "ქსამაქსი" მაშინ შვეიცარიის სუპერლიგაში თამაშობდა და საკმაოდ ძლიერი კონტინგენტიც ჰყავდა. კლუბის მფლობელი კი ჩეჩენი იყო.

საშუასეზონო პერიოდში შეკრებაზე ჯერ ესპანეთში წავედით, მერე დუბაიში. შვეიცარიაში რომ დავბრუნდით, გვითხრეს, რომ კლუბის მეპატრონე დაკავებულიაო. რამდენიმე დღეში კი ოფიციალურად გვაცნობეს, "ქსამაქსი" სუპერლიგიდან გარიცხეს და ფეხბურთელები კლუბიდან დათხოვნილები ხართო.

მაისამდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მერე შვეიცარიის სუპერლიგის ერთ-ერთი გუნდის დუბლებში ვიყავი ფორმის შესანარჩუნებლად", - გვითხრა ჩირიკაშვილმა.

ჩვენებურმა შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში არაერთხელ ითამაშა და იქაურ ჩემპიონატზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"შვეიცარიის ჩემპიონატი არ არის იოლი სათამაშო. "ქსამაქსში" ჩემი თანაგუნდელები იყვნენ დავიდ ნავარო და კალუ უჩე. მათაც მითხრეს, შვეიცარია ესპანეთის საფეხბურთო დონისგან კი განსხვავდება, მაგრამ აქ საკმაოდ ძნელია თამაშიო.

შვეიცარიაში ძალისმიერი ფეხბურთია, სულ მოძრაობენ, ხისტად თამაშობენ. მსაჯებიც ფეხბურთელებს აძლევენ იმის უფლებას, რომ ასე ითამაშონ", - განგვიმარტა ჩირიკაშვილმა.

დავიდ ნავაროსა და უჩეს გარდა, მაშინდელ "ქსამაქსში" ვიქტორ სანჩესი და არიზმენდიც თამაშობდნენ. პირველი ახლა "ესპანიოლშია", მეორე კი "მალიორკაში".

რაც შეეხება ნიგერიელ უჩეს, შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშას" მთავარმეგოლეა.

ჩირიკაშვილი "ქსამაქსში" რომ მივიდა, გუნდს სონი ანდერსონი წვრთნიდა, ბოლო პერიოდში კი "ქსამაქს" ვიქტორ მუნიოსი თავკაცობდა. ერთი სიტყვით, ჩირიკაშვილი სახელიან ხალხში იყო მოხვედრილი.

"ხან თავდამსხმელების უკან მიწევდა თამაში "ქსამაქსში", ხან მარცხნივ, უფრო შუისკენ შეწეულ შუახაზელად", - გვითხრა ჩირიკაშვილმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში დაბრუნდა და რეალურ შემოთავაზებებს მას მერე ელის, სეზონის პირველი ეტაპი რომ ჩამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა