სერია A-ს მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება, სადაც "ინტერი" "ნაპოლის" უმასპინძლებს

სერია A-ს მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება, სადაც "ინტერი" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

მატჩი მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგან ერთმანეთის პირისპირ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. "ნაპოლი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით უსწრებს მილანურ გრანდს.

ანუ მილანელები შეეცდებიან, რომ სამხრეთელებს გადაასწრონ და ლიდერ "იუვენტუსს" კუდში ჩაუდგნენ - ნეაპოლელთა მიზანი კი მდევრის კიდევ უფრო ჩამოტოვება და "იუვეს" მთავარი კონკურენტის სტატუსის განმტკიცებაა.

ერთი სიტყვით, წინ დიდი მატჩია, რომელიც პროგნოზებს ნამდვილად არ ექვემდებარება. მოახლოებულ პაექრობაზე თავისი მოსაზრება "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გამოთქვა:

"ტრიბუნებზე ანშლაგი იქნება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, "ინტერი" და "ნაპოლი" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და შესაბამისად, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს.

ორივე გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის, რაც დამატებით ინტრიგას სძენს ისედაც საინტერესო პაექრობას.

ვფიქრობ, რომ "ნაპოლისთან" მატჩი ანდრეა სტრამაჩონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სამწვრთნელო კარიერაში - გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიის შემდეგ მცირე ჩავარდნა გვქონდა, რამაც ანდრეას რეპუტაცია შეარყია და ამის გამოსასწორებლად ნეაპოლელთა დამარცხება საუკეთესო საშუალებაა.

მინდა გავამხნევო სტრამაჩონი, რომელიც ენთუზიაზმის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. იმედია, სამივე ქულა ჩვენ დაგვრჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა