ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა შეცდომა დაუშვა, როცა ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაწყვიტა

ფორმულა 1-ის სამყაროში ავტორიტეტულმა პიროვნებებმა იერიში მიიტანეს მიხაელ შუმახერზე, რომელიც დიდ სპორტში 2010 წელს დაბრუნდა და წელს საბოლოოდ დაასრულა კარიერა.

"დიდი ცირკის" მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა შეცდომა დაუშვა, როცა ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაწყვიტა. ბერნის თქმით, მსოფლოს შვიგზის ჩემპიონის შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მან კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომელსაც არ ჰყავდა კონკურენტუნარიანი მანქანა.

"თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ შუმახერი არ უნდა დაბრუნებულიყო. რა შედეგები ექნებოდა, "რედ ბულში" ან "ფერარიში" რომ მოხვედრილიყო? ვფიქრობ, როცა ის "მერსედესთან" აფორმებდა კონტრაქტს, ფიქრობდა, რომ გუნდი გაცილებით ძლიერი იქნებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ვფიქრობ, რომ შუმახერი წელს ნებისმიერ შემთხვევაში დაასრულებდა კარიერას - მისი წასვლა არ უკავშირდება ამ გუნდში ლუის ჰემილტონის გადასვლას. თავად ბრიტანელს კი რამდენიმე ვარიანტი გააჩნდა: "მაკლარენში" დარჩენა, გაცილებით სუსტ გუნდში გადასვლა ან "მერსედესში" ტრანსფერი", - ამბობს ექლსტოუნი.

სულ სხვა მიზეზით აკრიტიკებენ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს "ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო და "რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე. დე მონტეძემოლომ შუმახერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ სეზონის ბოლო რბოლაში - ბრაზილიის გრანპრიზე მიხაელმა უბრძოლველად გაატარა სებასტიან ფეტელი. დი მონტეძემოლოს სოლიდარობას უცხადებს ბრიატორე.

"ბრაზილიაში შუმახერი ცუდად მოიქცა. ცხადი იყო, რომ მას ერჩივნა, ჩემპიონობა "რედ ბულს" მოეპოვებინა და არა "ფერარის", - განაცხადა იტალიელმა.

ბრიატორემ ასევე კომენტარი გაუკეთა თეორიულ შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი, შესაძლოა, თანაგუნდელები იყვნენ: "ეს იდეა მხოლოდ გონებაში იარსებებს. რეალურად, ერთ გუნდში ასეთი შემადგენლობა ნამდვილი კატასტროფა იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
იმედია მომავალ სეზონზე დამაჯერებლად მოიგებს ალონსო მაგაზე წუწუნს ფერარის ურჩევნია წესიერი ბოლიდი აუწყოს თავის პილოტებს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე