ბოლო დროს, ემილიანო ვივიანო იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად აქტუალური პერსონაა, რაც იმით გახლავთ განპირობებული, რომ ჯიჯი ბუფონის არყოფნაში, იტალიის ეროვნული ნაკრების კარს იცავს.

ბოლო დროს, ემილიანო ვივიანო იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად აქტუალური პერსონაა, რაც იმით გახლავთ განპირობებული, რომ ჯიჯი ბუფონის არყოფნაში, იტალიის ეროვნული ნაკრების კარს იცავს. სწორედ ემილიო იყო ძირითად შემადგენლობაში ჩრდილო ირლანდიასთან პაექრობაში და კარის მშრალად შენახვა მოახერხა. სერბეთთანაც მას ენდო ჩეზარე პრანდელი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, შეხვედერა მალევე შეწყდა და სავარაუდოდ, ბალკანელებს ტექნიკური მარცხი ჩაეთვლებათ.

ვივიანო "ბოლონიაში" ასპარეზობს, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარი "ინტერს" ეკუთვნის. ორიოდე დღის წინ, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ჯუზეპე ბარეზიმ შემდეგი განაცხადა: "ემილიანო ძალიან ძლიერი მეკარეა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად იძახებენ. რომ არა ჟულიო სეზარის ბრწყინვალე თამაში, მის გადმობირებაზე გასულ ზაფხულსვე ვიფიქრებდით, მაგრამ არ გვინდა, რომ ნიჭიერი კიპერი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს. ისე კი, სეზარის შემცვლელად სწორედ მას მოვიაზრებთ და ამის დამალვის აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ. კარგია, რომ მასზე უფლებები ჩვენც გვაქვს და როდესაც ამის დრო დადგება, ვივიანოში ვერავინ შეგვეცილება".

ვივიანოსთვის ბარეზის სიტყვები დიდი სტიმული უნდა იყოს, მით უმეტეს, იტალიაში სურს ასპარეზობა და იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო ამბიციურ გუნდში გადავა. მოვუისმინიოთ თავად მეკარეს: "ბედნიერი ვარ, რადგან "ბოლონიაში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და შედეგად, კვირიდან კვირამდე ვპროგრესირებ. ჩემი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებში მყარად მოვიკიდო ფეხი და მომავალში, უფრო ამბიციურ გუნდში ვიასპარეზო. სიმართლე გითხრათ, იტალიიდან აბარგების არავითარი სურვილი არ მაქვს და ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ კი საოცნებო შემოთავაზება მექნება. მაგალითად, თუ მადრიდის "რეალის" მესვეურები შემეხმიანმებიან, მაშინ წინადადებას სერიოზულად განვიხილავ. საშუალო დონის უცხოურ გუნდში თამაშს, იტალიაში გადარჩენისთვის ბრძოლა მირჩევნია. ჩემი უმთავრესი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიასპარეზო, საამისოდ კი სამშობლოში თამაში უფრო მომგებიანია".

ვივიანოს იტალია-სერბეთის მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც დაეკითხნენ, რაზეც შემდეგი მოისმინეს: "ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს და სიმართლე გითხრათ, დღესაც ვერ ვხვდები რატომ ატეხეს ამხელა ამბავი სერბმა გულშემატკივრებმა. როგორც ჩანს, ფხიზელ მდგომარეობაში არ იყვნენ და თავიდანვე ამ განზრახვით შემოვიდნენ სტადიონზე. ვნახოთ, როგორ გადაწყვეწტილებას მიიღებს უეფა - უბრძოლველად სამი ქულის მოპოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რბილი გადაწყვეტილების მიღება დაუსჯელობის სინდრომს გააჩენს. ვფიქრობ, რომ ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ამას არ დაუშვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა