ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

18 წლის აფრიკელი ქართველი ზალიკო რუხაძე

18 წლის აფრიკელი ქართველი ზალიკო რუხაძე

18 წლის ქართველი მორაგბე, რომელიც აფრიკაში გაემგზავრა, იქაური რაგბის შესახებ საუბრობს
ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენი, 18 წლის მორაგბე ზალიკო რუხაძე რამდენიმე კვირაა, თბილისშია.

იგი აფრიკაში იანვრის შუა რიცხვებში დაბრუნდება, როცა არდადეგები დაუმთავრდება. მანამდე კი ამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- როდის დაიწყე რაგბის თამაში?

- 10 წლიდან. უკვე 8 წელიწადია, ვთამაშობ. თამაში თსუ-ში დავიწყე. მერე გაიყო ასაკობრივი ჯგუფები და ჩვენს გუნდს "შევარდენი" დაერქვა. 3 წელიწადი "ჯიქების" სახელით გამოვდიოდი და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში ვთამაშობდი.

- და, როგორც გავიგე, მეგობრის დახმარებით აფრიკაში წახვედი, რაც იგივეა, ქართველი კალათბურთელი რომ NBA-სკენ მიილტვის, აფრიკა ხომ რაგბის ქვეყანაა...

- ამიტომაც გამიწია გულმა აფრიკისკენ. ჩემი მეგობარი სწავლობდა იქ, შარკის რაგბის აკადემიაში და მან დამაკავშირა იქაურ აგენტებთან, მწვრთნელებთან. ამ აკადემიაში სწავლა იმანაც განაპირობა, რომ რა პოზიციაზეც მინდოდა თამაში, იმ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეები ამ სასწავლებლიდან გამოდიან.

- რა პოზიციაზე თამაშობ?

- ქართულად ამ პოზიციას კვაჭი ჰქვია, ინგლისურად - ჰუკერი, 2 ნომერია.

- ესე იგი, აქ ვერ იკვაჭე და იმიტომაც წახვედი აფრიკაში?

- დიახ, აქ ვერა, აფრიკაში კი ვიკვაჭე.

- იმ აკადემიაში ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება რა დონეზეა?

- იქ მხოლოდ რაგბის ასწავლიან, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, პროფესიონალ მორაგბეებს ზრდიან.

- როგორ, ზოგად განათლებასაც არ იღებ? 18 წლის ბიჭისთვის რამდენად მისაღებია ეს?

- სტადიონიდან წასული ადამიანი პირდაპირ ოფისში ვერ დაჯდება. ამიტომ ჩემი არჩევანია, მთლიანად რაგბის მივუძღვნა თავი, თუნდაც რაგბის მენეჯმენტი რომ შევისწავლო ან სპორტის ექიმი რომ გავხდე.

- ამას როგორ მოახერხებ?

- რომ ჩავედი, ენის პრობლემები მქონდა. ამიტომ წლეულს არ ამიღია სასწავლო პროგრამა. ახლა 19 იანვარს მივდივარ და უკვე ავიღებ.

- ამერიკაში ცხოვრობს ჩვენი ნაკრების მძლეოსანი გოგონა და მას რომ აკადემიური მოსწრება არ ჰქონდეს, კოლეჯში ვინ გააჩერებდა და სპორტს ვინ გააკარებდა?! აფრიკაში როგორ არის ამ მხრივ საქმე?

- ეს სხვა ქვეყნებშიც ასეა, ჩვენთან კი მთავარი პრიორიტეტი რაგბია. ჩვენთან მთავარია, ძლიერი იყო შენს საქმეში, რაგბიში, და თუ დამატებით განათლებასაც მიიღებ, ეს შენი პლუსია, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა არ არის.

- რა სახსრებით ცხოვრობ?

- მე მყავდა სპონსორი და პირველი წელიწადი მან დამიფინანსა. ახლა კი 70-პროცენტიანი დაფინანსება ავიღე აკადემიიდან და მარტო საკვები და ყოველდღიური სახარჯო მექნება გადასახდელი. ბინა უფასო მაქვს, ისინი ორჯერ გვაჭმევენ, მე კი დღეში 6-7-ჯერ მაინც უნდა ვჭამო.

- ჩახვედი აფრიკაში და...

- მათთან ერთად დავიწყე მოსამზადებელი ვარჯიში. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 4 თვეში მოვიმატე 30 კილო, კვირაში ორჯერ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას.

- ესე იგი, პერსპექტივა დაინახეს შენში...

- ალბათ. მათთვის ყველაზე მომხიბვლელი ის იყო, რომ 17 წლის ბიჭი წავედი მარტო ამხელა გზაზე და ვცდილობდი რაღაცის დამტკიცებას.

სამი ლიგა ვითამაშე - 19, 20 და 21 წლამდე ასაკის ლიგა, ვთამაშობდი ძირითად შემადგენლობაში, 70-80 წუთს და მოვიგე სამივე ლიგა.

- ანუ კიდევ ორი წელიწადი შეგიძლია ასაკობრივებში ითამაშო...

- დიახ, ეს ჩემზეა დამოკიდებული. წლეულს ასეთი გეგმა მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შევეცდები, რამდენიმეჯერ მაინც ვითამაშო უმაღლეს ლიგაში.

- მოგცემენ ამის საშუალებას?

- მომცემენ, მაგრამ არა 80 წუთს. ალბათ, 35-40 წუთს დამითმობენ სათამაშო დროს.

- რამდენი უცხოელი ხართ?

- მარტო მე ვარ უცხოელი.

- შენი მეგობარი?

- ერთი წლის მერე წამოვიდა იქიდან. ძალიან ძნელი იყო მისთვის ასეთ პირობებში ცხოვრება.

- რა პირობებია ასეთი?

- თუნდაც ის, რომ 10 თვე მოწყვეტილი ხარ ოჯახს, აბსოლუტურად ყველაფერს.

- მერე, შენთვის არ არის ეს მძიმე?

- არა, მე თავიდანვე დავისახე მიზნად, რომ მივაღწიო საწადელს და სხვა პრიორიტეტები წამოვწიე წინა პლანზე.

- შენ იქ მოძლიერდები, დავაჟკაცდები და შეიძლება საქართველოს ნაკრებშიც მიგიწვიონ. ჩამოხვალ?

- რა თქმა უნდა! მე ხომ აფრიკის მოქალაქეობას არ ვიღებ. უპრობლემოდ გამომიშვებენ. ასაკობრივ ნაკრებში რომ გამომიძახონ, შეიძლება დაფიქრდნენ, რადგან ასაკობრივებში ტრავმის მიღების საშიშროება დიდია. ეროვნულ ნაკრებში კი უპრობლემოდ გამომიშვებენ.

- მაგრამ შენი მომზადების დონის მიხედვით, ალბათ, ასაკობრივები არც გამოგიძახებენ, უფრო დიდების ნაკრების მწვრთნელები დაინტერესდებიან შენით.

- 2015 წელს უკვე 21 წლის ვიქნები და დიდი სურვილი მაქვს, იმ წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში.

- ჩვენი და აფრიკული რაგბის დონეს როგორ შეაფასებ?

- ეს არის ცა და დედამიწა. აფრიკის ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეები ტურისტებად იყვნენ ჩამოსულნი თბილისში და ეთამაშნენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს. ჩამოსვლიდან მესამე დღეს წააგეს, მაგრამ მეორე შეხვედრაში დიდი ანგარიშით მოუგეს.

აფრიკაში რაგბი სარწმუნოების დონეზეა აყვანილი, ისევე, როგორც ბრაზილიაში ფეხბურთი.

- დავუშვათ, აფრიკამ შემოგთავაზა თავის ნაკრებში თამაში...

- აფრიკა ვერ შემომთავაზებს, მაგრამ იქ არის ქალაქების ნაკრებები და იქ შეიძლება თამაში. 19 წლამდე ნაკრებში მაქვს კიდეც შემოთავაზება, მაგრამ მე რომ იქ დავრჩე მთავარ ნაკრებში, აუცილებლად უნდა მოვიყვანო იქაური ცოლი და მივიღო აფრიკის მოქალაქეობა.

- რასაც ნამდვილად არ გირჩევ. კონტრაქტს არ გიფორმებენ?

- არა, კონტრაქტი რომ გამიფორმონ, ასპროცენტიანი დაფინანსება უნდა მომცენ, რაც იქაურ თეთრკანიანებსაც ნაკლებად აქვთ.

აი, თუ შავკანიანი ხარ, რა დონის მოთამაშეც უნდა იყო, მაინც გიფორმებენ კონტრაქტს და მთლიანად გაფინანსებენ.

რა არის, იცით, კიდევ საინტერესო? ასეთი რამ მითხრეს: ჩვენ ვარსკვლავები გვჭირდება, მაგრამ არა მხოლოდ მოთამაშე ვარსკვლავი, ყველაფრით ვარსკვლავი უნდა იყო, ცნობადი სახე უნდა გახდე, ფიზიკურად, გარეგნულად ვარსკვლავი უნდა იყოო.

იმაზე, რომ რაგბიში ძალიან მაგარი იყო, არ ვსაუბრობთ, ეს თავისთავადო. ანუ, თუ ჩვენს ნაკრებში გინდა თამაში, ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოო.

- კი მაგრამ, 18 წლის ბიჭი როგორ იქნები ცნობადი სახე?

- საქმე ისაა, რომ თუ ორი თანაბარი ძალის მოთამაშეა, მაგრამ ის, თავისი "დამატებითი" ვარსკვლავობით გაყიდის 5 ბილეთს და შენ მხოლოდ ერთს ან ორს, მწვრთნელი უპირატესობას იმას მიანიჭებს.

ჩვენ გვინდა შოუ, რომ მოვიდეს ხალხი, რაც ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, თანხას, მოკლედ რომ ვთქვა, ეს მათი ბიზნესია და არა მხოლოდ სპორტი.

- და შენ წახვედი ამაზე...

- დიახ, წავედი და ვეცდები ყოველმხრივ ვარსკვლავობას.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ამ შოუმ ძალიანაც არ ჩაგითრიოს.

- ვეცდები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• საბა მახარაძე

ჩემი ნათესავია :D

• Beja

წარმატებები ქართველო!!!

• datom.

მიდი მიაწექი)))))))))))))) მაგარი კაცი ხარ

• shako

იციტ რას ნისჰნავს ცარმოდგენა რო იზახი აქვსო,დარცმუნებულია ტავის ტავსჰი.მიდი დზმა ზალიკო ზმა ხარ ცჰემი გმერტი სჰენსკენ ყველაფერი კარაგდ იქნება დზმა

• Misho

წარმატებებს გისურვებ... ბევრს მიაგწევ დარწმუნებული ვარ და მიაწექი ბოლომდე :*** )))

• tariel mklavadze

რამხელაა :D ამხელა რაგბისტი ჯერ არ მინახავს საგოლ ძმაო

• giushki

მიდი მიაწექი.. !! კავშირები უნსა დამყარდეს ადმიანური ურთიერთობის დონეებზე ბობოლა ქვეყნის რაგბის ჯიგიტებთან :)))

• maxo

Bevrma itamasha asakobrivi magram Ra azri aq,midi shen miaweqi,mtavari is kiara ra gitamashia mtavaria dges ras tamashob:-) :-) :-) :-)

• nagazi

რატომ არ უნდა ქონდეს თავის თავზე ცარმოდგენა? დარწმუნებულია თავის შესაძლებლობიბში...შ უ რ ი ა ნ ო... ღმერთმა ხელი მოგიმართოს ზაალ...

• dato

დიდი წარმოდგენა არ აქვს უბრალოდ არ უნდა ასაკობრივში თავი გაიფუჩოს

• georgia

ამ ბიჭს დიდი წარმოდგენა აქვს თავზე, ასაკობრივში არ გამომიშვებენო პირდაპირ ეროვნული უნდა :)

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი

რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?