თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "დილასთან" მატჩში ტრიბუნებზე დადგმული ფაერ-შოუს გამო 1500 ლარით დააჯარიმეს
ბოლო დროს თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "გლადიატორები" საკმაოდ გაძლიერდა. თბილისელთა ფანების ხმა უფრო და უფრო ომახიანად ისმის "დინამო-არენაზეც" და გუნდის გასვლით შეხვედრებზეც.
სასიამოვნო იყო სტადიონზე მათ მიერ ორგანიზებული ფაერ-შოუს ხილვა, რაც მიძინებულ ეროვნულ ჩემპიონატს აცოცხლებს და ალამაზებს. მეტიც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არა ფანები, სტადიონი მიტოვებულ სასაფლაოს დაემსგავსებოდა.
მაგრამ ამ შოუს გამო "დინამოს" ფანებს ჯიბეები დაუცარიელდათ.
"გვიხარია, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი პანაშვიდს ჰგავდეს. მადლობა დავით მინაშვილს და ბეჭდური მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ "გლადიატორები" ფაერ-შოუთი არაფერ ცუდს არ ჩავდივართ.
მაგრამ გაუგებარია ფედერაციის პოზიცია: მესმის, რომ პიროტექნიკა ევროპაში აკრძალულია, მაგრამ ჯარიმების დიდი ნაწილი საერთაშორისო თამაშებზე მოდის, შიდა ჩემპიონატს ფედერაცია კურირებს და მისი პრეროგატივაა, ჯარიმას დაწერს თუ არა.
ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამაზე თვალს ხუჭავენ, რადგან მატჩებს უეფას კომისარი არ ესწრება და მოწადინებულები არიან, რომ ჩემპიონატები ასე მაინც გაალამაზონ. მაგალითად, მსგავს საქციელს არ სჯიან ლიტვაში, ყაზახეთში. გერმანიასა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში პიროტექნიკის დაშვების საკითხი განიხილება.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ. და თუ ვინმე ჩვენს ფეხბურთს ტრიბუნებიდან მაინც გააცოცხლებს, წამოწყებას ხელს თუ არ შეუწყობენ, ჩანასახშივე არ ჩაკლან. ჯერ ერთი, ამას უეფა ვერ გაიგებს და თუ ფანმოძრაობები ფაერ-შოუთი ტრიბუნაზე ქაოსის და არეულობის შეტანას არ ცდილობენ, რა არის ამაში ცუდი?
2 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამდე, განსაკუთრებული კონტროლი იყო უკრაინა-პოლონეთში, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მასპინძელ რუსეთში, მაგრამ ამ ქვეყნებშიც იშვიათად თუ ვინმეს სჯიდნენ და მაშინაც ყველა ცენტი გაწერილი იყო.
ჩვენ უკვე რამდენჯერმე დაგვაჯარიმეს, მაგრამ არსად დაწერილა, ეს ფული რას მოხმარდა. ჯარიმის ოდენობაც ქვეყნის ცხოვრების დონის ადეკვატური უნდა იყოს. ახლახან, "დილასთან" მატჩზე ამ შოუსთვის 1500 ლარის გადახდა დაგვაკისრეს. დაახლოებით იგივე ჯარიმა დაგვიწესეს შარშან "ტორპედოსთან" შეხვედრის შემდეგაც.
თუ ჯარიმის დაწერა უნდათ, სიმბოლური თანხა გამოიტანონ. მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი - ფედერაცია ასეთ პოზიციაში არ უნდა იყოს. იმ "ხლაპუშკებზეც" გვაჯარიმებენ, რაც არც ერთ ქვეყანაში აკრძალული არ არის, რადგან მაღაზიებში ოფიციალურად იყიდება. ჩვენ თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებები არ გამოგვიყენებია.
მაგრამ "დინამოს" თამაშების გასალამაზებლად მომავალშიც იგივეს ვაპირებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ფედერაციის ჯარიმები ხელს ვერ შეგვიშლის", - გვითხრა "გლადიატორების" ლიდერმა როლანდ გაფრინდაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gia
კი მართლები არიან... სხვათა შორის ეს ხალხი ქართულ ფეხბურთს აცოცხლებენ და შეეშვან რა.ჯერ მართლა თვითონ მოიზიდონ ხალხი სტადიონზე და მერე ებრძოლონ.თუმცა ნამდვილ ფანებთან ბრძოლა არ გამოუვათ...
NIKKK85
მე ერთს გირჩევთ გლადიატორებო თუ კიდევ დაგაჯარიმებენ ადექით და ევრო ტურნირებზე გაუშვით ბევრი პიროტექნიკა და მაშინ უკვე ფედერაციას მოსთხოვენ პასუხს ჰოდა გააკეთონ არჩევანი უეფასგან ჯარიმა თუ თქვენი დაჯარიმება შიდა ჩემპიონატზე. ასეა რა რაღაც ეშხია სიცოცხლე და ამასაც კრძალავენ !
dudu
მართალია ეს ხალხი.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა