2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ინგლისს, შოტლანდიასა და ბელგიას დაუპირისპირდება
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ინგლისს, შოტლანდიასა და ბელგიას დაუპირისპირდება.

ორი აზრი არ არის, უმძიმესი ჯგუფია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ძნელი წარმოსადგენი ჩანს. იმავეს ფიქრობს კახა კაჭარავას გუნდის ლიდერი, ბაჩო არაბული. მაგრამ 17 წლის თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ შეუძლებელი არაფერია.

"ინგლისი, შოტლანდია და ბელგია ძლიერი მეტოქეები არიან და ასეთი ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრიც ძნელია.

ინგლისის ეს თაობა 17-წლამდელთა შესარჩევშიც ჩვენი მეტოქე იყო და დღესაც კარგად მახსოვს, რა ძალის გუნდი იყო. მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ალბათ, უფრო გაძლიერდნენ.

ინგლისელთა რამდენიმე ლიდერი პრემიერლიგაში თამაშობს. მაგალითად, სტერლინგი "ლივერპულშია", ნიკ პაუელი - "მანჩესტერში", სხვების კარიერაც კარგად წარიმართა.

ტურნირი ბელგიაში რომ ტარდება, ეს უკვე მასპინძლებს უპირატესობას აძლევს.

შოტლანდიაზე არაფერი ვიცი, რა დონის გუნდია, რა მოთამაშები ჰყავთ. მის დონეზე ელიტრაუნდში მოხვედრა კარგად მეტყველებს. მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯგუფის ფავორიტები ბრიტანელები და ბელგია იქნებიან.

იმედი მქონდა და კარგიც იქნებოდა, ჯგუფის მატჩები თბილისში რომ გამართულიყო, ასე ჩვენი შანსები გაიზრდებოდა. მაგრამ რას ვიზამთ. რაც არის, არის, უნდა ვიბრძოლოთ.

ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებს ბევრად უარესი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ასე რომ, შანსი ყოველთვის არის, თუნდაც ყველაზე მძიმე ჯგუფში და ის უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს არაბული.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ბელგია 2013 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს - თამაშები 24, 26 და 29 მაისს ჩატარდება. თუმცა, ჯერ მატჩების კალენდარი არ დადგენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ

კახა კაჭარავა: ...პირიქით, ელიტრაუნდის უმძიმეს ჯგუფში მოხვედრა მახარებს

17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა