საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა თბილისში სტუმრად მყოფ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისში სტუმრად მყოფ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი უკრაინაში პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

"უკრაინის უძლიერეს კლუბში, კიევის "დინამოში" ვთამაშობდი. "მილანთან" ერთად კი მოვიგე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. მაგრამ არის ორი რამ, რის გახსნებაზეც გული დღემდე მწყდება.

პირველი - ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რომელშიც კიევის "დინამო" მიუნხენის "ბაიერნს" ეთამაშებოდა (1998/1999 წლების სეზონი, 3:3 კიევში, 1:0 მიუნხენში). მაშინ ჩვენ ფინალში აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა.

ჩემი მეორე გულისტკივილი საქართველოს ნაკრებთანაა დაკავშირებული. ვერცერთხელ ვითამაშე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ერთერთ ბოლო მატჩში იტალიასთან კი საკუთარ კარში ორი გოლი გავიტანე. ეს ჩემ კარიერაში ყველაზე უარესი თამაში იყო".

კალაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს საქმიანობის სფეროს რადიკალურად შეცვლის მიზეზებზეც ესაუბრა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც ფეხბურთელის კარიერას დავასრულებდი, საქართველოში დავბრუნდებოდი. აქ უნდა ვიცხოვრო მეც და ჩემმა შვილებმაც.

როდესაც დავინახე, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ ცხოვრობდა ხალხი, გადავწყვიტე, რომ სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნებულიყავი და დავხმარებოდი ერს".

ua-football.com

eko
ხალხო რა მოგვდის, რატომ ვართ ასე გაბრაზებულები ყველაზე და ყველაფერზე, ვის რა დაგიშავათ კახა კალაძემ , სამშობლო რომ უყვარს ეს სირცხვილია? დახმარებას რომ გაიძახით ზოგზოგიერთები სულ გაანძრიეთ საკუთარი ხელები და იქნებ განთავისუფლდეთ ამდენი ბოღმისგან და მიხვდებით ვინც არ მუშაობს შეცდომასაც არ უშვებს!
tazo
ეს ალუდა ქეთელაური, არც "კაცია დავლათიანი, არც საფიხვნოს თავში ზის და არც სიტყვა მაუდის წყლიანი"... და მგონი "ვაფშე" მთიელიც არ არის...
simartle
ვის რა სჭირს შენი დასახმარებელი, ეგოისტი და ბოღმიანი კაცი ხარ და საკუთარ თავს ეხმარები შენ. ქურდებთან კავშირის გამო ციხეში ხარ ჩასასმელი მანამდე, სანამ მოასწრებ და წილებში ჩასვამ მათ (თუ უკვე ჩასმული არ გყავს!).
ალუდა ქეთელაური
gocha gushara -"გვერდში გიდგას მთიულეთი,ფშავი,ხევსურეთი". ოოოოოოო, რამდენი ხალხი უდგას კახას გვერდში ხედავთ? რამდენი? სამივე ამ კუთხეში დაახლოებით 99 კაცი ცხოვრობს. რა ცოტაა მერე!არა, ნორმალნა.
vasiko basiladze
მაგარი კაცი ხარ კახა,მიდი მიაწექით,სამართლიანობა აღადგინეთ ჯერ და მერე ყველაფერი იქნება,ნაცები მოაცილეთ მაქედან
მოქალაქე
ყოჩაღ კახა ,გამოგივა ყველაფერი ,ჩვენ შენი იმედი გვაქ ძალიან კარგი მინისტრი ხარ უკვე
gocha gushara
კახი კომენტარებზე გული არ გაიტეხო,წარმატებებს გისურვებ,ღმერთმა შენი ოჯახით დაგლოცოს ძმაო...გვერდში გიდგას მთიულეთი,ფშავი,ხევსურეთი.
ძველი გულშემატკივარი
კახა, ბიძია, არ არის შენი საქმე ენერგეტიკა. მით უმეტეს, მინისტრობა. ხოდა, მიუბრუნდი იმ საქმეს, რაც უკეთ გამოგდიოდა.ღმერთმანი, ასე აჯობებს!!!
mm
რას გვაყვედრი რომელი მერაბ კოსტავა შენ მყავხარ, ტუ დახმარება გინდოდა ნაკრებში გეთამაშა, შენ თავს ერთხელ მაინც არ დაუსვი კითხვა ენერგრტიკის მინისტრად რომ წახვედი!!!
damrtkmeli
შენ ორი გოლი გაიტანე?არა უშავს,მაგას ქვეყანა არ დაუნგრევია.ეხლა,რაც მთავარია ქვეყანა უნდა აშენდეს.მიაწექი,ააშენე და გამოსყიდულიც გექნება.ბოროტებს ყურს დაუგდებ.
status quo
კახა ერს შენი დასახმარებელი არაფერი სჭირდა,ბიძინა აქ არ იყო? შენ შენს თავს და ოჯახს დაეხმარე,დასახმარებლად რომ მოსულიყავი,ეხლა მინისტრი არ იქნებოდი და თუ ძმა ხარ ნუ გვაყვედრი,შენი საქმე გაიკეთე...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა