საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
...მატჩის დამატებული ბოლო წუთი იწურებოდა, როცა შეტევაზე დაგეშილმა "კოლხეთმა" უკვე მერამდენედ მოიშიშვლა უკანა ხაზი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ნიკა დიასამიძეს დუბლის გაკეთების შანსი მისცა, რისი გამოყენებითაც შეცვლაზე შესულმა შუახაზელმა ბათუმელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგებით აჭარლებმა ერთი კონკურენტი, ფაქტობრივად, საბოლოოდ ჩამოიშორეს და პირველი ლიგის გზას გაუყენეს, ხოლო თავად კარგი წინაპირობა შეიქმნეს კიდევ ერთი კონკურენტისა და ქვედა ლიგაში დაქვეითების ასაცილებლად.

ეგაა, გამარჯვების სიხარულის აღნიშვნისას, ირაკლი კვეკვესკირს ზედმეტი მოუვიდა - მაყურებელს უწმაწურად გაეპასუხა და მისსავე სეხნიამ, მეოთხე მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს შეხვედრაში მეორე ფეხბურთელის გაძევების რეკომენდაცია მისცა.

პირველად ეს დამხმარე მსაჯმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გააკეთა, რითაც მასპინძლების აღშფოთება გამოიწვია: მოედნის ცენტრალურ ზონაში კახა თოდაძე თემურ ფარულავას უხეშად ეთამაშა, თუმცა "ხურდა" კოლხმაც დაუბრუნა, რაც გაძევებად დაუჯდა.

ფოთელებმა ჩათვალეს, რომ მეოთხე მსაჯმა კოლხი მცველის გაძევება სტუმართა თავკაცის, გია გურულის ზეწოლის შემდეგ მოითხოვა, რის გამოც მასპინძელთა რისხვა მსაჯებთან ერთად მწვრთნელსაც დაატყდა - გურული მწვრთნელია თუ მსაჯი, გაგვაგებინეთო!

...არადა, ეს იყო "კოლხეთისთვის" ბოლო შანსი, ლიგაში დარჩენაზე რომ ეფიქრა. მატჩის მიმდინარეობაც მასპინძლებისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ ჯერაც მოუგებელ კოლხებს ხომ აქამდეც იშვიათად იყო, თავიდანვე დაეთმოთ სადავეები.

უკვე დასაწყისშივე შეეძლო გიორგი კრასოვსკის გატანა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯს ვერ აჯობა. მე-15 წუთზე კი, გიორგი ბუხაიძის თავური წყალმა შეაჩერა. იქვე ლაშა ქებაძის გადაცემა კრასოვსკიმ გოლად კი აქცია, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა.

მატჩს თავისი დაღი წვიმამ დაასვა - რატომღაც "ფაზისის" განახლებული მოედნის სადრენაჟე სისტემამ წყალი არ გაატარა და მობურთალებს აშკარად უჭირდათ გადაცემების გაკეთებაც და გადაადგილებაც.

ამ მხრივ ხშირად კოლხ მცველებს მოსდიოდათ შეცდომები - ერთხელ ცუდი მინდორი გაშვებულ გოლადაც დაუჯდათ, როცა უკანახაზელებს შეცვლაზე 2 წუთის შესული ნიკა დიასამიძე დაუსხლტათ და მანაც მწვრთნელის იმედები გაამართლა.

მეორედ კი გიორგი ტყეშელაშვილის საჩუქარი ვერ შეირგეს სტუმრებმა, როცა მცველმა თორნიკე ბერიძეს გაარტყა. ამ უკანასკნელმა დიასამიძე კი მოძებნა, მაგრამ მასპინძლები ფარულავას თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა.

ამის შემდეგ იყო ის ეპიზოდი, როცა კოლხები კაცნაკლულები დარჩნენ, რის შემდეგაც მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებული 5 წუთი ისე დრამატულად წარიმართა, მთელ მატჩს ეყოფოდა.

მართალია, ზღვისპირულ "თრილერში" საბოლოოდ სტუმრებმა იმარჯვეს, მაგრამ ამაში ხელი მათ ფოთელებმაც შეუწყვეს. უბრალოდ, გაუგებარია, პირველ დამატებულ წუთზე როგორ ვერ შეძლეს მასპინძლებმა გოლის გატანა, როცა ბათუმელთა მეკარის ბაქანში შექმნილი არეულობისას რამდენიმე კოლხს შეეძლო გატანა. საბოლოოდ შეცვლაზე შესულმა შალვა კვანტალიანმა კი დაარტყა, მაგრამ უკვე მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადააგდეს.

ამ ეპიზოდში სტუმრებს კარის დარაჯი დაუშავდათ. ივან პიცანმა შეხვედრა კი გააგრძელა, თუმცა ერთ წუთში საკუთარ კარში დაეცა და ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო. ამ დროს მასთან ერთად კარის ხაზს მიღმა ბურთიც იყო გადასული - გიორგი კრასოვსკის ფლანგურ ჩაწოდებას პავლე დათუნაიშვილმა ფეხი წაჰკრა და ცარიელ კართან მდგომ ჯემალ გაბუნიას გათანაბრება არ გასჭირვებია, 1:1.

ჯერ კიდევ სამი წუთი იყო დარჩენილი, თან სტუმრებიც 10 კაცით და კარში ჩამდგარი მინდვრის მოთამაშით დარჩნენ, რადგანაც "დინამოს" სამივე შეცვლა უკვე გაკეთებული ჰქონდა და "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის მიერ გაყვანილი პიცანი კარში გელა გოგიტიძემ შეცვალა.

თუმცა ფოთელებმა ამ შანსის გამოყენება ვერ მოახერხეს - არც "მეკარე" შეუწუხებიათ თუნდაც შორეული დარტყმით, თავად კი ისე მოიშიშვლეს უკანა ხაზი, რომ ბოლო წამებზე საკუთარ კარში მიიღეს გოლი. აქვე აღსანიშნავია სტუმართა თავკაცის გადაწყვეტილება, უმეკარეოდ დარჩენილ გუნდს უკან "ჩაჯდომა" რომ არ დაავალა და მოსაგებად გაწეულებმა მიზანს მიაღწიეს კიდეც.

მართალია, იქვე სტუმრები უკვე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ მალევე თორნიკე გვანცელაძემ საფინალო ჩასტვინა. მსაჯთა ბრიგადამ პოლიციის დახმარებით უწია სამშვიდობოს, არადა, ქომაგები მათკენ იწევდნენ.

სამწუხაროდ, ადგილობრივ ქომაგებთან შეხლა-შემოხლა მოუხდათ სტუმარ მობურთალებს - მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რაც სამართალდამცველებმა დროულად ალაგმეს, ხოლო სტუმარი მობურთალების გამომქომაგებელმა უცხო პირმა ხელგაკავებულ ქომაგს ისეთი მოსცხო, ასფალტზე დაანარცხა.

აქაც პოლიციამ და "კოლხეთის" წარმომადგენლებმა იყოჩაღეს - მათ ღობეზე მომდგარი ქომაგებიც დააშოშმინეს, რითაც დიდი უსიამოვნება აიცილეს (იხილეთ ვიდეო).

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური

08. 12. ფოთი. ფაზისი. 200 მაყურებელი

კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2

გოლები: 0:1 დიასამიძე (60), 1:1 გაბუნია (90+2. პ. დათუნაიშვილის პასით), 1:2 დიასამიძე (90+5)

კოლხეთი დინამო (ბთ)

4-1-3-1-1 4-1-3-1-1

ბუბუტეიშვილი პიცანი

გ. კილასონია თოდაძე

ფარულავა ხუხია

ტყეშელაშვილი ზ. ლობჟანიძე

გაბუნია მაკარიანი

კ. ჩხეტიანი ი. კვეკვესკირი

პავლიაშვილი გოგიტიძე

ქებაძე ა. მუჯირი

ქორჩილავა ცნობილაძე

კრასოვსკი ბერიძე

ბუხაიძე კლოვისი

მწვრთნელები:

ს. ფილია გ. გურული

კოლხეთი

46. ბუხაიძე - კვანტალიანი

46. ჩხეტიანი - გოგონაია

63. ქორჩილავა - პ. დათუნაიშვილი

სათადარიგოები: ხარშილაძე, ცხვიტარია, კობერიძე, ცხადაია

დინამო (ბთ)

57. ცნობილაძე - დიასამიძე

75. კლოვისი - ვარშანიძე

88. ბერიძე – პ. ბალაძე

სათადარიგოები: ტაკიძე, სიჭინავა, ბაციკაძე

არბიტრი: თ. გვანცელაძე

გაფრთხილება: ჩხეტიანი (17), კლოვისი (18), გოგონაია (60), ბერიძე (72), თოდაძე (85), კილასონია (87).

გაძევება: ფარულავა (85), კვეკვესკირი (90+5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა