ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბუნდესლიგა: ხმაური და მძვინვარება გელზენკირხენში

ბუნდესლიგა: ხმაური და მძვინვარება გელზენკირხენში

მაინცი ყველა დროის სუპერრეკორდს უმიზნებს

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა გუშინ, კიოლნში გამართული მატჩით დაგვიბრუნდა - "რაინენერგიშტადიონზე" დორტმუნდის "ბორუსია" გალიდერებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონის მთავარი გმირი "მაინცი" კი დღეს თამაშობს და "ჰამბურგთან" მეტად საპასუხისმგებლო მატჩი აქვს. ტურის ცენტრალური მატჩი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაა. ტოპ-დუელად კი მხოლოდ იმიტომ მოინათლა, რომ ერთმანეთს "შალკე" და "შტუტგარტი" ხვდებიან.

Qui Vadis, ბაიერნო?

გერმანიის "მარადმწვანე ჩემპიონმა" "ბაიერნმა" სეზონი ამაზრზენად დაიწყო - მიუნხენური გრანდი შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიდერს უკვე 13 ქულით ჩამორჩება. ასეთი ცუდი სტარტი კი რეკორდმაისტერს 1966 წლის მერე (!) აღარ ჰქონია. არანაკლებ პარადოქსულია ისიც, რომ დღესდღეობით ბუნდესლიგაში არცერთ გუნდს არ აქვს "ბაიერნზე" ნაკლები გოლი გატანილი. და მერე რა, რომ ლუის ვან გაალის შეგირდები დღეს "ჰანოვერს" ხვდებიან (რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ კარგ ფორმაშია) - სამაგიეროდ, "ბაიერნს" არა მარტო კლოზე ან ვან ბომელი, არამედ ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლია, რომელთა ჩამოთვლას ახლა აღარ ვაპირებთ. მეკარე ჰანს-იორგ ბუტმა წინა ტურში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ თქვა, "ბაიერნს" ყველაზე მთავარი, ცივსისხლიანობა აკლიაო. ასეა თუ ისე, ფაქტი მხოლოდ ერთია: რეკორდმაისტერმა "ჰანოვერი" აუცილებლად უნდა დაამარცხოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიუნხენელთა მდგომარეობა კატასტროფული გახდება და ვან გაალის გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე მოუწევს კონცენტრირება.

გაგრძელდება თუ არა მაინცური ზღაპარი?

სიტყვები "წაგება" ან უბრალოდ "წარუმატებლობა" "მაინცისთვის" დღემდე უცხოა - არადა, უკვე ორი თვეა, რაც ახალი სეზონი დაიწყო. ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერი ახლა ისევ საკუთარი პუბლიკის წინაშე უნდა წარსდგეს და არასტაბილურ გრანდს, "ჰამბურგს" ეთამაშება. თუ მაინცელები მერვე თამაშსაც მოიგებენ, ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ: ბუნდესლიგის პირველი 8 მატჩი აქამდე არავის მოუგია! "ჰამბურგის" თავკაც არმინ ფეეს ასე ვთქვათ, ლუქს კლასის პრობლემა აქვს: ვინ შეუტევს რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად? გამოჯანმრთელდა როგორც მლადენ პეტრიჩი, ისე პაულო გერეროც და საინტერესოა, რომელ მათგანს ათამაშებს ფეე "მაინცთან", ვან ნისტელროის უკან. ამასთან, სათამაშოდ მზადაა მაქსიმ ჩუპო-მოტინგიც, რომელიც პეტრიჩსა და გერეროს ბრწყინვალედ ცვლიდა.

ვინ გაშავდება: შალკე თუ შტუტგარტი? უცნაურია, მაგრამ ფაქტი: შვიდი ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზე "შტუტგარტია", ბოლოსწინაზე კი "შალკე" და ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ხვდებიან. არადა, როგორც შვაბებს, განსაკუთრებით კი გელზენკირხენელებს, წესით, სულ სხვა მიზნებისთვის, მინიმუმ ევროსაგზურებისთვის, მაქსიმუმ კი გერმანიის ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლათ. ახლა კი მათი დუელის შედეგი მხოლოდ ერთ კითხვაზე გასცემს პასუხს: რომელი მათგანი აღმოჩნდება კატასტროფულ მდგომარეობაში? ცოტა ხნის წინ "შალკე" ცოტათი გამოსწორდა და ზედიზედ სამი თამაში არ წააგო, მაგრამ მერე სტატუს კვო ისევ აღადგინა, დამარცხდა რა "ნიურნბერგთან" 1:2 და ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია. გელზენკირხენელებს მხოლოდ ის ფაქტი თუ დაამშვიდებთ, რომ "შტუტგარტი" რეალურად მათზე უარეს მდგომარეობაშია. შვაბური კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი კრისტიან გროსი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდი დროებით ასისტენტ იენს კელერს ჩააბარეს. "შალკეს" თავკაცი ფელიქს მაგათი ამბობს, ძალიან მინდა, რომ "შტუტგარტში" შექმნილი ქაოსი ნაყოფიერად გამოვიყენო და შვაბებს გელზენკირხენში სამი ქულა დავატოვებინოო.

ცუდ დღეშია ბრემენის "ვერდერიც", მაგრამ ამ გუნდში მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ. სამაგიეროდ, ბოსების რეაქცია კრიზისულ მდგომარეობაში იმაში გამოიხატა, რომ ფეხბურთელებს სექტემბრის ხელფასების ნახევარი გაუყინეს. დღეს "მუსიკოსები" სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე საკმაოდ კომფორტულად მოკალათებულ "ფრაიბურგს" მასპინძლობენ და არავინ იცის, მიიღებენ თუ არა ბრემენელი მოთამაშეები ხელფასის მეორე ნახევარს გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა ფრაიბურგელები სამი ქულის დათმობას არ აპირებენ და "კიოლნთან" მოპოვებული გამარჯვების (3:2) შემდეგ, სტუმრად კიდევ ერთხელ სურთ წარმატების მიღწევა. შეგახსენებთ, რომ "ფრაიბურგს" შვიდი ტურის შემდეგ, 4 მოგება აქვს და აქედან, სამი გამარჯვება გასვლით მატჩებში იზეიმა.

ბუნდესლიგაში აღზევებული "ზანკტ პაული" არც კარგად ასპარეზობს და არც ცუდად - კიცელები მე-9 ადგილზე, ანუ, ზუსტად შუაში არიან გაჩხერილები. თუმცა "ზტ. პაულისთვის" საკმაოდ პრობლემატურია ის ფაქტი, რომ ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდს საკუთარ მოედანზე ჯერ არცერთი თამაში არ მოუგია. კიცელებმა "მილერნტორზე" სამი თამაში ჩაატარეს, ორი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, დღეს კი, "ნიურნბერგთან" მორიგ საშინაო შეხვედრაში პირველი გამარჯვების მოპოვების მორიგი შანსი ეძლევათ. სამაგიეროდ, "ნიურნბერგს" სტუმრად არ აქვს მოგება და საკუთარ კედლებშია ძლიერი (3 გამარჯვება). ამასთან, ფრანკებმა წინა ტურში "შალკეს" მოუგეს და საკმარისად თავდაჯერებულები არიან იმისათვის, რომ "ზანკტ პაულისთანაც" სამი ქულის მოპოვების პრეტენზია ჰქონდეთ.

ლევერკუზენი: შეხვედრა ლიტბარსკისთან

დღეს საღამოს, "ვოლფსბურგი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს და პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიერს" ბოლო შვიდი ოფიციალური თამაშიდან არცერთი არ წაუგია და თუ დღეს გაიმარჯვებს. ლევერკუზენელები დღეს თავიანთ ყოფილ მწვრთნელს, პიერ ლიტბარსკის შეხვდებიან. ეს უკანასკნელი "ბაიერშიც" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ახლა კი "ვოლფსბურგის" თავკაცის, სტივ მაკლარენის თანაშემწეა. თავის მხრივ, ვოლფსბურგელებს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომლის შეწყვეტა არაფრისდიდებით არ სურთ.

სტატისტიკა ეშმაკების მხარესაა

კვირის პირველი მატჩი პფალცელთა და ჰესსენელთა დრამატული დაპირისპირებაა: "კაიზერსლაუტერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ხვდება. "ლაუტერნს" ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ, ვითარების გამოსწორება სურს და სტატისტიკაც "ეშმაკების" მხარესაა: "აინტრახტმა" კაიზერსლაუტერნში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან, მხოლოდ ორის მოგება შეძლო.

ტური ხვალ საღამოს, "ჰოფენჰაიმისა" და მიონხენგლადბახის "ბორსიას" დაპირისპირებით დაიხურება. "ჰოფე" მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, მაგრამ მერე "იმდენი ქნა" (ოთხი თამაში ვერ მოიგო), რომ ახლა მეექვსე პოზიციაზეა. "სოფლელებს" მათიას იაისლე გამოუჯანმრთელდათ, რომელსაც ფეხბურთი 19 თვის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები. "გლადბახს" კი "ჰოფენჰაიმზე" უარესი, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

დღეს

ბაიერნი-ჰანოვერი 17:30

შალკე-შტუტგარტი 17:30

ვერდერი-ფრაიბურგი 17:30

მაინცი-ჰამბურგი 17:30

ზტ. პაული-ნიურნბერგი 17:30

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 20:30

ხვალ

კაიზერსლაუტერნი-აინტრახტი 17:30

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 19:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 7 7 0 0 18-7 21

2. ბორუსია (დ) 7 6 0 1 18-5 18

3. ჰანოვერი 7 4 1 2 11-8 13

4. ლევერკუზენი 7 3 3 1 15-12 12

5. ფრაიბურგი 7 4 0 3 11-11 12

6. ჰოფენჰაიმი 7 3 2 2 13-10 11

7. ჰამბურგი 7 3 2 2 12-11 11

8. ვოლფსბურგი 7 3 1 3 12-11 10

9. ზტ. პაული 7 3 1 3 8-8 10

10. აინტრახტი 7 3 0 4 11-9 9

11. ნიურნბერგი 7 2 3 2 7-8 9

12. ბაიერნი 7 2 2 3 5-8 8

13. ვერდერი 7 2 2 3 11-16 8

14. კაიზერსლაუტ. 7 2 1 4 9-13 7

15. ბორუსია (მ) 7 1 3 3 11-20 6

16. კიოლნი 7 1 2 4 7-13 5

17. შალკე 7 1 1 5 8-14 4

18. შტუტგარტი 7 1 0 6 12-15 3

• kvirika

მშვენიერი სტატიაა :P

• mitridat pontoeli

მინუსს წერენ ისინი ვისაც ან გერმანული ფეღბურთი არ უყვარს ან ახლანდელი სიტუაცია ბუნდესლიგაში...ტორე სტატია რა მშვენიერი სტატიაა

• ika

ანუ მე გეტყვი მინუსი რატოცაა აქ დაწერილი მე პირადად პლიუსი დავწერე კაი სტატიაა..და რაც შეეხება მინუსს სტატიიის დონე არა მგონია იყოს შეპასებული მაგ მინუსში :D:D:D

• giobua

ძალიან მაინტერესებს, ვინც მინუსი დაწერა, რა კრიტერიუმით დაწერა მინუსი? :D ამაზე ამომწურავი და დეტალური წინა მიმოხილვა არ არსებობს. არ ვიცი, არ ვიცი :ს :ს :ს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?