ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერენა უილიამსი 2012 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად დაასახელა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსი 2012 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად დაასახელა.

სერბი ზედიზედ მეორე წელია, ხდება ITF-ის პრიზის მფლობელი. 2012 წელს 25 წლის ჩოგბურთელმა მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და "დიდი სლემის" ორი ტურნირის ფინალში გავიდა - ამერიკის ღია პირველობასა და როლან გაროსზე. მან ასევე მოიგო ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი.

თავის მხრივ, სერენა უილიამსმა ერთეულთა თანრიგში პირველად მოიგო ოლიმპიური ტურნირი. ასევე, 31 წლის ჩოგბურთელი უიმბლდონის, აშშ-ის ღია პირველობისა და WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში მეცხრედ მოიგეს მამაკაცთა წყვილების ნომინაცია ამერიკელმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა. ქალებს შორის ანალოგიურ ნომინაციაში გაიმარჯვეს იტალიელებმა სარა ერანიმ და რობერტა ვინჩიმ.

დაჯილდოების ცერემონია 4 ივნისს პარიზში, როლან გაროსის მსვლელობისას ჩატარდება.

სერენა უილიამსმა ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ აღიარებას: "ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ მესამედ მოვიგე წლის ჩოგბურთელის ტიტული. კარგი გამოცდილება მივიღე. წელს მოვიგე ოლიმპიადა და "დიდი სლემის" ორი ტიტული. მოუთმენლად ველოდები 2013 წელს".

"ვამაყობ იმით, რომ ITF-მა ზედიზედ მეორედ დამასახელა წლის მოთამაშედ, - განაცხადა ჯოკოვიჩმა. - ძალიან რთული იყო 2011 წლის შედეგების გამეორება.

მიუხედავად ამისა, მაინც დავუმატე საკუთარ კოლექციას "დიდი სლემის" კიდევ ერთი ტიტული. ასევე, გავედი ორი დიდი ტურნირის ფინალში და ATP-ის პირველი ნომერი გავხდი".

11 დეკემბერს ჯოკოვიჩთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა - სერბი ჩოგბურთელი თავის ბიზნესს აფართოვებს. სამშობლოში რესტორნების ქსელის მფლობელმა ნოლემ შეისყიდა ვირის რძისგან დამზადებული ყველის სრული წარმოება.

ამ პროდუქტის გამოშვება 2013 წელს, სერბეთის ქალაქ ზასავიცას ერთ-ერთ ფერმაში დაიწყება. ვირის რძისგან დამზადებული ყველი "პულე" გასულ შემოდგომაზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ყველი გახდა - კილოგრამის ფასი დაახლოებით 1300 დოლარს უდრის.

"ეს გარიგება დიდი ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ყველს შევთავაზებთ არა სხვადასხვა კლიენტს, არამედ ერთს. ეს ჩვენი წარმოების მიმართ დიდი ნდობაა. ასეთი პროდუქციის ანალოგი მსოფლიოში არ არის, რაც ჩვენს ყველს ყველაზე ძვირფას პროდუქტად აქცევს", - ამბობს ფერმის მენეჯერი.

ვარაუდობენ, რომ ჯოკოვიჩი "პულეს" თავისი რესტორნების მენიუში შეიტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა