უიმბლდონის ტურნირის გამო ორკვირიანი შესვენების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგ-ლისტი. უპირველესად ქალთა შორის ცვლილებები გვაინტერესებს...

უიმბლდონის ტურნირის გამო ორკვირიანი შესვენების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგ-ლისტი. უპირველესად ქალთა შორის ცვლილებები გვაინტერესებს, რადგან ვაჟებში კატასტროფული ვითარება გვაქვს. ჩვენმა პირველმა ჩოგანმა უკან დაიხია, მეორემ კი წაიწია, ამიტომაც ახლა მსოფლიო კლასიფიკაციაში 20 წლის ანა ტატიშვილი და 19 წლის ოქსანა კალაშნიკოვა ერთად არიან. ორივეს 368-368 ქულა აქვს, ანამ ამ ქულებს 29 ტურნირში მოუყარა თავი, ოქსანამ - 27-ში. ანა ტატიშვილი მსოფლიოს 155-ე (-9) ჩოგანია, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა - 156-ე (+4), ამით ოქსანამ თავის საუკეთესო მიღწევა გაიმეორა. ტატიშვილი წლის რბოლაში 140-ე პოზიციაზეა, წყვილთა რეიტინგში - 118-ეზე. კალაშნიკოვა წლის რბოლაში 213-ეა, წყვილებში - 120-ე. სხვათა შორის, ტატიშვილი და კალაშნიკოვა ახლაც ერთად არიან შვედეთში ამ ქვეყნის ღია პირველობაზე, რომლის წყვილთა ბადეში იასპარეზებენ, ოღონდ სხვადასხვა დუეტში.

მე-2 ასეულს დაუბრუნდა მაკა ჩახნაშვილი, რომელმაც სულ სამი საფეხურით წაიწია - მაკა 268 ქულიYთ (ანუ თანამემამულეებზე 100 ქულით ნაკლები) მსოფლიოს 198-ე ჩოგანია. წინსვლა აქვს სოფიო შაფათავასაც, სოფიო 153 ქულით 293-ე (+9) პოზიციაზეა. სხვები: 371 (-1) თათია მიქაძე - 101 ქულა; 400 (-) მანანა შაფაქიძე - 85; 416 (+8) სოფიო ქვაცაბაია - 81; 552 (-3) ეკა გორგოძე - 49; 1032 (+10) ანა ჯიქია - 4.

ვაჟთა რეიტინგში 600-ეულიდანაც გავარდა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. 18 წლის ჩოგბურთელი 33 ქულით მსოფლიოს 626-ე (-35) ჩოგანია. 63 საფეხურით დაიხია უკან ლაზარე კუხალაშვილმა, რომელიც 3 ქულით 1 226-ე პოზიციაზეა. სიაში კიდევ ოთხი თითოქულიანი ქართველია.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა