ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A: ინტერი კამბიასოსა და მილიტოს გარეშე

სერია A: ინტერი კამბიასოსა და მილიტოს გარეშე

კვლავ სათადარიგოთა შორის უწინასწარმეტყველებენ გამწესებას კახა კალაძეს - დავიტოვოთ იმედი, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდება

სანაკრებო დღეები იტალიელთათვის მეტად მძიმე გამოდგა - "სკუადრა აძურამ" ჩრდილოეთ ირლანდიასთან მხოლოდ ქულა აიღო, სერბეთთან მატჩი კი ცალკე სალაპარაკო თემაა. თუმცა, რაღა მატჩი - მხოლოდ 5 წუთი თამაში და დიდი არეულობა ჯერ სტადიონზე და შემდეგ უკვე გენუის ქუჩებში. სანაკრებო დღეების გმირი შეიძლებოდა ანტონიო კასანო ყოფილიყო, ან ანდრეა პირლო, ან სულაც ჩეზარე პრანდელი, მაგრამ ბოლო დღეებში ყველაზე უფრო ხშირად აპენინურ პრესაში ივან ბოგდანოვზე იწერება - "გმირიც" სწორედ ის გახლავთ.

ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა ვისზეა საუბარი, ვეტყვით, რომ სერბი გულშემატკივრების ლიდერი გვყავს მხედველობაში, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და მთელი ქვეყნის წინაშე ბოდიშიც მოახდევინეს. ჩვენ კი, დროა სერია A-ს მეშვიდე ტურის წინასიტყვაობაზე გადავიდეთ და შაბათის შეხვედრებით დავიწყოთ…

ტური "სან სიროზე" გასამართი შეხვედრით გაიხსნება, სადაც "მილანი" "კიევოს" უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი აკლია: კრისტიან აბიატი და ლუკა ანტონინი. სამაგიეროდ, მწყობრშია ალეშანდრე პატო და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. რაც შეეხებათ აბიატის და ანტონინის, პირველს მარკო ამელია შეცვლის, მეორეს კი ინაციო აბატე. ეს უკანასკნელი დაცვის მაჯვენა ფრთას დაიკავებს, ჯანლუკა ძამბროტა კი მარცხნივ გადავა. ცენტრში ტრადიციულად ალესანდრო ნესტა და ტიაგო სილვა გაირჯებიან. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა, თუ რა თქმა უნდა კარგა ხნის წინ დამტვრეულ მასიმო ამბროზინის არ ჩავთვლით, რომელიც ჯერ კიდევ ლაზარეთშია. შეტევის წინა ხაზზე პატოსთან ერთად, რონალდინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებენ. მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ერთობ ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება იმას, რომ მეტოქე მეორე ნომრიდან ითამაშებს. ასეთ დროს, პირველივე წუთებიდან თავგამოდებით თამაშია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაისჯები. ვითამაშებთ თუ არა სამი თავდამსხმელით? - შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და რამდენი თავდამსხმელი გვეყოლება, ამას შეხვედრის დაწყებისას გაიგებთ".

სამ თავდამსხმელთან დაკავშირებით, ჟურნალისტს შემთხვევით არ დაუსვამს კითხვა - "მილანმა" გასულ ტურში ორი ფორვადით ითამაშა, რონალდინიო კი გამთამაშებელი გახლდათ, თანაც, ძველ-ახალ ამპლუაში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. არ არის გამორიცხული, გაუჩო ამჯერადაც პლეიმეიქერის პოზიციაზე ვიხილოთ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია…

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): ამელია - აბატე, ტიაგო სილვა, ნესტა, ძამბროტა - პირლო, გატუზო, ზეედორფი - რონალდინიო, პატო, იბრაჰიმოვიჩი.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, ჩეზარი, მანტოვანი - ბენტივოლიო, რიგონი, მარკოლინი - ბოლიაჩინო - პელისიერი, მოსკარდელი.

შაბათის მეორე შეხვედრა რომის "ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც "ჯალოროსი" "ჯენოას" უმასპინძლებს. "რომას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ერთხმად გაიძახიან, ენთუზიაზმით ვართ აღსავსე და ყველას დავუმტკიცებთ, რომ "სკუდეტოსთვის" ბრძოლა კვლავაც შეგვიძლიაო. სამაგიეროდ, გულშემატკივებს აქვთ გული აცრუებული და სტადიონზეც სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადის. ამად იყო, რომ ფრანჩესკო ტოტიმ პრესასთან საუბარში შემდეგი განაცხადა:

"მძიმე დროება გვიდგას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს გადავლაავთ. მთავარია ვიგრძნოთ, რომ ქომაგები ჩვენს გვერდით არიან და ბოლომდე გვგულშემატკივრობენ. ამიტომ, ძალიან გამიხარდება თუ "ჯენოასთან" ტიფოზები მეთორმეტე მოთამაშის" როლს შეასრულებენ. მეტოქე ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე და დაცვაში ყურადღებით გვმართებს თამაში".

შემთხვევითი არ არის, რომ ტოტი დაცვაში თამაშზე ამახვილებს ყურადღებას - სწორედ ამ რგოლში უჭირს ყველაზე მეტად "ჯალოროსის". რაც შეეხება შეტევას, ტოტისთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ მარკო ბორიელოს ვიხილავთ. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ტრავმირებულია დედაქალაქელთა ძირითადი კიპერი ჟულიო სერჟიო, მის ნაცვლად კარს ბოგდან ლობონტი დაიცავს.

ტოტიმ კი თქვა, "ჯენოა" კონტრშეტევებზეა სახიფათოო, მაგრამ ჟურნალისტთა მოსაზრებით, გენუელები შეტევაზეც აქტიურად გადავლენ. სამწუხაროდ, კვლავ სათადარიგოთა შორის უწინასწარმეტყველებენ გამწესებას კახა კალაძეს - დავიტოვოთ იმედი, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდება. სრულ მზადყოფნაშია ლუკა ტონი, რომელიც იმუქრება, "რომას" გოლს აუცილებლად გავუტანო. ლუკას დიდი მოტივაცია აქვს - გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ "რომაში" გაატარა, გუნდში დარჩენაც სურდა, თუმცა კლუბის მესვეურებმა მიუნხენის "ბაიერნისგან" მის გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-4-2): ლობონტი - კასეტი, ნ. ბურდისო, ჟუანი, რიისე - ტადეი, პეროტა, ბრიგი, მენეზი - ტოტი, ბორიელო.

ჯენოა (3-4-3): ედუარდო - კიკო, დაინელი, რანოკია - მესტო, რაფინია, ხარჯა, კრიშიტო - პალასიო, სკული, ტონი.

სარდინიაზე ჩადის "ინტერი" და როგორც უკვე მიხვდით, "კალიარის" შეერკინება. მიმდინარე სეზონში, მილანელებს მუდმივად ჰყავთ ტრავმირებული ფეხბურთელების მთელი არმია და ასეა ამ შეთხვევაშიც. დიეგო მილიტო და ესტებან კამბიასო სანაკრებო პაექრობისას დაშავდნენ და რაფაელ ბენიტესს მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ტრავმირებულნი არიან ტიაგო მოტა, ივან კორდობა, მაკდონალდ მარიგა და გორან პანდევი. ბენიტესი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე კვლავ სამუელ ეტოოს გაამწესებს. კამერუნელს ფლანგებიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები, ბიაბიანი და კოუტინიო დაეხმარებიან, კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი კი ვესლი სნეიდერი იქნება.

"კალიარი" მოსაგებად იბრძოლებს - ასეთ განცხადებას აკეთებს გუნდის თაკაცი პიერპაოლო ბიზოლი და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მისი სიტყვები. ისე, "რომას" 5:1-ზე განადგურების შემდეგ, გამორიცხული მართლაც არაფერია. იტალიელი ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ "კალიარიში" განხეთქილებაა - მწვრთნელს ფეხბურთელებთან უჭირს ურთიერთობა და დიდია შანსი, ერთმა ჩავარდნამ ბიზოლის სკამი შეიწიროს კიდეც - ვნახოთ…

სავარაუდო შემადგენლობები

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, არიაუდო - ბიონდინი, ნაინგოლანი, ლაძარი - კოსუ - აკვაფრესკა, მატრი.

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - ძანეტი, სტანკოვიჩი - ბიაბიანი, სნეიდერი, კოუტინიო - ეტოო.

"იუვენტუსი" "ლეჩეს" მიიღებს და ალბათ პირველივე წუთებიდან ეკვეთება მეტოქის კარს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრე მარცხის ტოლფასია და ბუნებრივია, "ბიანკონერი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. "გაძეტა დელო სპორტი" მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ კარვალიო ამაური. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ფაბიო კვალირელას შეუწყვილდება, რომელსაც ლუიჯი დელ ნერი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს. ძირითადში ვიხილავთ კლაუდიო მარკიზიოს, მილოშ კრასიჩს, ალბერტო აკვილანის და ფელიპე მელოს. იცით, რომ ტრავმირებულია ჯანლუიჯი ბუფონი, ვისაც ტრადიციულად მარკო სტორარი შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - გრიგერა, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - კრასიჩი, ფელიპე მელო, მარკიზიო, აკვილანი - ამაური, კვალიარელა.

ლეჩე (4-3-3): როზატი - ვივესი, ფაბიანო, ფერარიო, მესბაჰი - გროსმიულერი, ჯაკომაცი, პიატი - ოლივეირა, კორვია, დი მიკელე.

ისე როგორ იქნება რომ ორი სიტყვა ჩემპიონატის ლიდერზე არ ვთქვათ - "ლაციოს" "ბარისთან" უწევს გასვლითი პაექრობა და სწორედ ეს თამაში დახურავს მეშვიდე ტურს. ედუარდო რეიას განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომლებსაც პირველივე ტურიდან ენდობა. ერთადერთი ტრავმირებული მურად მეგნი გახლავთ, თუმცა სულ რომ ჯანმრთელად იყოს, გვეეჭვება ძირითადში მოხვედრილიყო. პრობლემები აქვს ფრანსელინო მათუსალემსაც, თუმცა ბოლო ინფორმაციით, სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდება. რეია ოპტიმისტურად არის განწყობილი და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება:

"წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის, თუმცა გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მჯერა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება. სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და ვეცდებით, პირველი ადგილი არავის დავუთმოთ".

დღეს

მილანი-კიევო 20:00

რომა-ჯენოა 22:45

ხვალ

კალიარი-ინტერი 14:30

ბრეშა-უდინეზე 17:00

კატანია-ნაპოლი 17:00

ჩეზენა-პარმა 17:00

იუვენტუსი-ლეჩე 17:00

პალერმო-ბოლონია 17:00

სამპდორია-ფიორენტინა 17:00

ბარი-ლაციო 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 6 4 1 1 8-5 13

2. ინტერი 6 3 2 1 8-3 11

3. ნაპოლი 6 3 2 1 12-8 11

4. მილანი 6 3 2 1 8-4 11

5. კიევო 6 3 1 2 8-5 10

6. ბრეშა 6 3 0 3 7-8 9

7. იუვენტუსი 6 2 2 2 12-9 8

8. პალერმო 6 2 2 2 10-9 8

9. კატანია 6 2 2 2 7-6 8

10. ჯენოა 6 2 2 2 6-7 8

11. ბარი 6 2 2 2 6-8 8

12. ლეჩე 6 2 2 2 5-8 8

13. კალიარი 6 1 4 1 7-5 7

14. სამპდორია 6 1 4 1 7-6 7

15. ბოლონია 6 1 4 1 7-8 7

16. ჩეზენა 6 2 1 3 4-7 7

17. ფიორენტინა 6 1 2 3 6-7 5

18. პარმა 6 1 2 3 5-7 5

19. რომა 6 1 2 3 5-11 5

20. უდინეზე 6 1 1 4 3-9 4

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია