საქართველოს ცხრა წარმომადგენელი იასპარეზებს 19-22 წლის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 11 დეკემბერს კალინინგრადში დაიწყო
საქართველოს ცხრა წარმომადგენელი იასპარეზებს 19-22 წლის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 11 დეკემბერს კალინინგრადში დაიწყო.

ჩინებული სტარტი აიღო 2011 წლის ევროპის მესამე პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ) - საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ტელეფონით გვაცნობა (შეჯიბრების საიტზე წუხელ, გვიან ღამემდე არც წილისყრისა და არც პირველი დღის ორთაბრძოლების შედეგები დაუდიათ), რომ ქართველმა სპორტსმენმა სომეხ მეტოქეს სძლია.

წარმატებით გადალახა პირველი წრე ირაკლი მელიქიშვილმაც - 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან სლოვენიელი მოკრივე დაამარცხა.

"ოლიმპიურ იმედში" (ასე ჰქვია ამ შეჯიბრებას) დღეიდან სხვადასხვა წონაში საპრიზო ადგილებისთვის ასევე იბრძოლებენ: 49 კილოში - მიხეილ კაზანჯიანი (თბილისი), 52 კგ - სევერიან ჭილაძე, 56 კგ - ჭაბუკებში 2011 წლის ევროპის პირველობის ფინალისტი ვენეტიკ ერანოსიანი (ახალქალაქი), 60 კგ - კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის ვერცხლისმედალოსანი ალეკო ჭადაშვილი (თბილისი), 81 კგ - ახალგაზრდებში 2010 წლის ევროპის პრიზიორი იაგო კიზირია (ფოთი) და მძიმე წონაში - თორნიკე პურიჭამიაშვილი (გორი).

საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობისთვის კუკური შავგულიძემ, ვლადიმერ ჭანტურიამ და ანატოლი ქავთარაძემ მოამზადეს. შეჯიბრებაზე მსაჯად არის მიწვეული AIBA-ს არბიტრი ზურაბ ტიბუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე