ამ დღეებში თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში სპორტის 15 სახეობაში 15 ქვეყნის მონაწილეობით საბრძოლო ხელოვნებათა თასის გათამაშება გაიმართა

ამ დღეებში თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, საბრძოლო ხელოვნებათა თასის გათამაშება გაიმართა სპორტის 15 სახეობაში 15 ქვეყნის მონაწილეობით.

ეროვნული ნაკრებებით ასპარეზობდნენ: ირანი, ერაყი, ლიბანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ბელორუსი, ავსტრალია, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო.

ქართველების გამოსვლა მართლაც ტრიუმფალური იყო, რადგან ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ყველა ასაკსა და სახეობაში წარმოდგენილი იყო 350 სპორტსმენით, საერთო ჯამში 35 ოქროს, 44 ვერცხლის და 60 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ორთაბრძოლები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩვენმა სპორტსმენებმა კარატეში, უშუსა და შერეულ ორთაბრძოლებში გვასახელეს. უფროსებს შორის ჩემპიონები გახდნენ: დავით ტყებუჩავა, ჰენრი ვეკუა, გიორგი ჯიქია, დიანა დარჩიაშვილი, ნათია თურმანიძე.

შერეულ ორთაბრძოლებში: ზვიად ლაზიშვილი, ცოტნე შენგელია, ემზარ ტყეშელაშვილი, გიგა გელაშვილი, ზურაბ ჯოჯუა.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტულ დელეგაციაში, კონფედერაციაში შემავალი ფედერაციების ხელმძღვანელობას: ხრიდოლის, უშუს, შერეულ ორთაბრძოლებს, აიკიდოს, ჯიუჯიცუს.

იმედი მაქვს, რომ მათი აღზრდილი შეგირდები ასეთივე წარმატებით იასპარეზებენ და ბევრ მედალს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ტრაპზონიდან საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
გენაცვალეთ
ruso
ყოჩაღ გამოსწორდეს იქნებ სპორტული სამყარო ..
misha
ეეხ სად იყო დავით აღმაშენებელი?!350 რჩეული მებრძოლით ტრაპიზონის სამეფოს დააარსებდა და ძველ ლაზიკას(ლაზიკეთი,ლაზეთი)საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებდა.გილოცავთ წარმატებას.
vaskulat
რა იყო საიუველიროები ხო არ გაიტანაეს? :D
gurji
))))))))))))) ტურნირზე იყვნენ თუ მაგაზია გატეხეს?
დემბო
რაც ოდესმე სიმდიდრე წაუღიათ ოსმალებს ჩვენგან, სულ დაიბრუნეს მგონი
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა