"ბარსელონას" ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი შეაქო და ასევე, ინგლისურსა და ესპანურ ფეხბურთს შორის განსხვავებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ჩავიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ სქოულზი შეაქო და ასევე, ინგლისურსა და ესპანურ ფეხბურთს შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

"სქოულზი მსოფლიოს ფეხბურთის ბოლო 15-20 წლის საუკეთესო ნახევარმცველია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხაბი ალონსოსთან დიდი ხანი ვლაპარაკობდი და ისიც საუკეთესოდ თვლის სქოულზს. მას შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშოს და ასევე, შეტევებში ჩაერთოს და გოლი გაიტანოს.

ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. სქოულზი ბურთს ისე არასდროს იგერიებს, არამედ ყოველთვის პარტნიორს ეძებს. მას ესპანურ ჩემპიონატში რომ ეთამაშა, უფრო დააფასებდნენ.

ინგლისი - მებრძოლთა ერია. "ლივერპულის" წინააღმდეგ რომ ვითამაშო და კარაგერმა ბურთი წამართვას და მოიგერიოს, ინგლისელი ქომაგები მას აპლოდისმენტებით დააჯილდოებენ.

მაგრამ "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები ამის გამო არასდროს შეგაქებენ. იქ სხვა კულტურაა, სადაც სხვა რამეს აფასებენ.

თუ ადამიანები დაინახავენ, რომ არ იცი, ბურთს როგორ მოეპყრა და უბრალოდ, მოიგერიებ, ამის გამო ხალხი დაგისტვენს.

ესპანური ფეხბურთი ინგლისურის საპირისპიროა", - თქვა ჩავიმ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა