თბილისის "დინამომ" გორის "დილასთან" სამქულიანი უპირატესობა ექვსამდე გაზარდა და ფაქტობრივად, დაიბევა "ზამთრის" ჩემპიონის წოდება
უმაღლესი ლიგის გასულმა ტურმა ბევრი რამ შეცვალა. უპირველესად ის არის აღსანიშნავი, რომ თბილისის "დინამომ" გორის "დილასთან" სამქულიანი უპირატესობა ექვსამდე გაზარდა და ამით, ფაქტობრივად, დაიბევა "ზამთრის" ჩემპიონის წოდება.

საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა კი ჩემპიონსა და ვიცე-ჩემპიონს შორის უკიდურესად დაიძაბა.

"მეტალურგმა" მცხეთაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა; "ზესტაფონი", როგორც მოსალოდნელი იყო, "ჩიხურასთან" დამარცხდა და ახლა ზესტაფონელთა და რუსთაველთა შორის სხვაობა ორად-ორი ქულაა.

თუ "ზესტაფონში" ბოლო დღეებში მომხდარ არასასიამოვნო ამბებს გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ზეექვსეულს მიღმა დარჩეს და ექსჩემპიონის წოდება სულ მალე მიიღოს.

დინამო და დანარჩენები

სწორედ ასე შეგვიძლია ვუწოდოთ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს. დუშან უჰრინის გუნდებმა კონკურენტები უკვე სოლიდურ დისტანციაზე ჩამოიტოვა და ახლა ყველაფერი დინამოელთა ხელშია - თუ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სეზონის მეორე ნახევარსაც ასე ეფექტურად და სტაბილურად ჩაატარებს, ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.

თუმცა, რასაკვირველია, ტიტულისა და ევროსაგზურებისთვის მთავარი ბრძოლები გაზაფხულზე გაიმართება და დღეს შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამო" ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია, 19 მატჩში გატანილი 57 გოლი კი მეტად შთამბეჭდავი მონაგარია.

ეს იმას ნიშნავს, რომ "დინამოს" მატჩში, საშუალოდ, ზუსტად სამი ბურთი გააქვს!

საგოლე ნადავლი დედაქალაქელებმა გასულ ტურში ხუთი ბურთით გაიმდიდრეს. დუბლი შეასრულა ჩისკომ, რითაც უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ჯაბა დვალს გადაასწრო. თუმცა მოედანი უგოლოდ არც ამ უკანასკნელს დაუტოვებია.

ისიც აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სნაიპერთა რეიტინგში მესამე ადგილიც დინამოელს უკავია - მიკელ ალვაროს, რომელსაც "სიონის" კარი არ დაულაშქრავს.

შეგახსენებთ, ბოლნისელები "დინამოს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებენ. ბოლნისური მოედნის ცუდი მდგომარეობის გამო ასევე ვაკეში გაიმართება ქვემოქართლური დერბი - "სიონი"-"მეტალურგი" 21-ე ტურში, 19 დეკემბერს გაიმართება.

ტორპედოც საჩემპიონო რბოლაშია

ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა და მას ვნებათაღელვის გარეშე არ ჩაუვლია. გორელი გულშემატკივრები მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი, მატჩი კი იმან მოიგო, ვინც საკუთარი საგოლე შანსი გამოიყენა.

"ტორპედომ" გორში ეგრეთ წოდებული ექვსქულიანი თამაში მოიგო, რითაც მეორეადგილოსან "დილას" ორი ქულის მანძილზე მიუახლოვდა და საჩემპიონო რბოლასაც შემორჩა. ეს გორელთა თავკაცის, გიორგი დარასელიას ქართულ კარიერაში მეორე მარცხია.

გეხსომებათ, პირველად მისი ხელმძღვანელობით "დილა" თბილისში "დინამოსთან" დამარცხდა.

რაც შეეხება "ტორპედოს", მარტვილში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი აშკარად აღმავლობის გზაზეა - მას შემდეგ ქუთაისელებმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს.

განახლებული ზესტაფონის მძიმე ხვედრი

"ზესტაფონი" სოფელ ივანწმინდაში "ჩიხურასთან" სათამაშოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა და აქედან გამომდინარე, მატჩის შედეგი გასაკვირი არ არის.

ფეროელთა ახალგაზრდულმა კონტინგენტმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშიც გახსნა, მაგრამ მასპინძელთა უფრო მაღალმა კლასმა და შეთამაშებამ თავისი გაიტანა და გამარჯვება საჩხერელებს დარჩათ.

შედეგად, "ჩიხურა" "ტორპედოსთან" მესამე ადგილს იყოფს და ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ევროსაგზურისთვის იბრძოლოს.

"ჩიხურას" სამი გოლიდან ერთი ნიკა კვასხვაძის ანგარიშზეა, "ზესტაფონის" კარს კი მისი ძმა როინი იცავდა.

"ზესტაფონზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ - საქართველოს მოქმედ ჩემპიონს საუკეთესო დროება არ უდგას და ზეექვსეულში მოხვედრაც სათუო გაუხდა. "ზესტაფონში" ამჟამად, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ვნახოთ, რა პერიოდი დასჭირდება სამწვრთნელო შტაბს ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოსაყალიბებლად.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონს" დროებით დუბლშემადგენლობის მწვრთნელი გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობს.

"ზესტაფონის" კრიზისი კი "მეტალურგის" შანსია. სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველებს თითქოს აღარ ჰქონდათ საუკეთესო ექვეულში მოხვედრის შანსი დარჩენილი, მაგრამ კონკურენტის წაფორხილებამ და საკუთარმა შემართებამ გიორგი ყიფიანსა და მის ფეხბურთელებს ზედა ეშელონში დამკვიდრების რეალური პერსპექტივა გაუჩინა.

ბუნებრივია, "მეტალურგის" წინსვლა მხოლოდ "ზესტაფონის" უფერული თამაშით არ არის გამოწვეული - "ვიტ ჯორჯიამ" ამ სეზონში არაერთი ფავორიტი გაამწარა და სწორედ ამიტომ "მცხეთა პარკზე" გამარჯვება სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვეტერინარებმა "ზესტაფონს" მისსავე მოედანზე სძლიეს.

დერბი ძლიერებმა მოიგეს

ბოლოს კი დასავლეთში გამართულ ორ დერბისაც შევეხოთ, სადაც არცთუ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. ზუგდიდში საკმაოდ დრამატული დაპირისპირება გაიმართა. საბოლოოდ, დაძაბული "მეგრული დერბი" "ზუგდიდის" გამარჯვებით დასრულდა.

ზუგდიდელებს ზეექვსეულში დასამკვიდრებლად პირველი ეტაპის დარჩენილ სამ ტურში ერთადერთი ქულა სჭირდებათ და ამ ამოცანის განხორციელება არ უნდა გაუჭირდეთ. სხვა საქმეა, მისცემს თუ არა ელგუჯა ქომეთიანის გუნდს წარმატებული ასპარეზობის გაგრძელების საშუალებას ფინანსური მდგომარეობა, რომელიც როგორც ყოველთვის, ზუგდიდელებს ამჟამადაც არასაიმედო და რთულად პროგნოზირებადი აქვთ.

"ზღვისპირულ დერბიში" კი იმან მოიგო, ვისაც ქულები უფრო სჭირდებოდა. "კოლხეთი" უკვე პირველლიგელად შეგვიძლია გამოვაცხადოთ, ბათუმის "დინამომ" კი ფოთში გამარჯვებით მცირე შეღავათი იგრძნო, თუმცა ელიტაში დასარჩენად აჭარულ კლუბს მეორე ეტაპზე ამჟამინდელზე გაცილებით შედეგიანი ასპარეზობა დასჭირდება.

ბოლოს პირველ ეტაპზე დარჩენილი სამი ტურის განრიგსაც გაგაცნობთ და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ და ივარაუდოთ, თუ როგორ სახეს მიიღებს სატურნირო ცხრილი 23 დეკემბერს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური

სიონი-დინამო 0:5 - ლიდერის მორიგი გასეირნება [VIDEO]

დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]

კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2 - გურული მწვრთნელია თუ მსაჯი? [VIDEO]

ჩიხურა-ზესტაფონი 3:1 - საჩხერელთა დამაჯერებელი გამარჯვება

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1 - ბოლო იმედის ქულები

ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

19

14

4

1

57-16

46

2

დილა

19

13

1

5

30-12

40

3

ტორპედო

19

12

2

5

35-17

38

4

ჩიხურა

19

12

2

5

32-20

38

5

ზუგდიდი

19

10

5

4

26-16

35

6

ზესტაფონი

19

8

4

7

24-19

28

7

მეტალურგი

19

8

2

9

15-24

26

8

მერანი

19

6

2

11

16-30

20

9

ვიტ ჯორჯია

19

5

5

9

13-25

20

10

სიონი

19

4

5

10

13-33

17

11

დინამო (ბთ)

19

3

3

13

20-42

12

12

კოლხეთი

19

0

3

16

10-37

3

XX ტური

15 დეკემბერი

დინამო (თბ)-ზუგდიდი

მერანი-კოლხეთი

ზესტაფონი-სიონი

მეტალურგი-ჩიხურა

დინამო (ბთ)-დილა

ტორპედო-ვიტ ჯორჯია

XXI ტური

19 დეკემბერი

დინამო (თბ)-მერანი

სიონი-მეტალურგი

ზუგდიდი-ზესტაფონი

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)

დილა-კოლხეთი

ჩიხურა-ტორპედო

XXII ტური

23 დეკემბერი

მეტალურგი-ზუგდიდი

ზესტაფონი-დინამო (თბ)

დინამო (ბთ)-ჩიხურა

ტორპედო-სიონი

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია

მერანი-დილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dinamobt
დიასამიძე უკვე 2 არის სიმბოლურში და რატო არ აცერია?
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა