ყველაზე პოპულარული ქართული კლუბის ხელმძღვანელებმა 19 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი შესთავაზეს
დაზუსტებული ინფორმაციაა: 12 დეკემბერს თბილისის "დინამოს" ბაზაზე გიორგი ქვილითაია დაიბარეს - ყველაზე პოპულარული ქართული კლუბის ხელმძღვანელებმა 19 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი შესთავაზეს.

ქვილითაიაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით: ბოლო ორი წელია, "ნორჩი დინამოს" ბაზაზე აღმოცენებული ახალგაზრდული "სასკოს" თავდამსხმელი გასაოცარ შედეგებს აჩვენებს.

დასრულებულ სეზონში მისი კლუბი რეგიონულ ლიგაში გამოდიოდა. მართალია, ტრავმის გამო გიორგის საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა (191 სმ) 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა! გასაოცარი შედეგია პირველი ლიგის დონის გათვალისწინებითაც. ამდენად, არავის გაკვირვებია, შედეგიანი თავდამსხმელით ქართული ფეხბურთის ლიდერები და კიდევ რამდენიმე უცხოური კლუბი რომ დაინტერესდა.

გიორგი ქვილითაიამ თავად გაგვიმხილა, "სასკოს" მალე დავტოვებ და უცხოეთში სინჯებთან ერთად, "დინამოში", "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლას მთავაზობენო.

"დინამოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პრივატულ საუბარში დაგვიდასტურა, რომ ქვილითაიას მიმართ ინტერესი აქვთ, რადგან მასში პერსპექტივას ხედავენ.

"სასკოს" მწვრთნელი, თენგიზ კაცია დარწმუნებულია, რომ გიორგი პირველი ლიგისთვის გადაიზარდა და თავად არის დაინტერესებული, ნიჭიერმა თავდამსხმელმა კარიერა მაღალ დონეზე გააგრძელოს.

გამოცდილ მწვრთნელს სჯერა, რომ ქვილითაიას დიდი პოტენციალი გააჩნია.

12 დეკემბერს გამართული შეხვედრის დეტალებზე ფეხბურთელმა კომენტარი არ ისურვა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ჯერ მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკება გაიმართა, კონტრაქტი კი ჯერ არ გაფორმებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პირველლიგელი ბომბარდირი გიორგი ქვილითაია სოლიდური კლუბების სამიზნეში

malxazi
ქვილითაიაზე არა ნაკლებია სასკოელი არახამია.ისიც ცხრამეტი წლისაა და გამოირჩევა კარგი დრიბლინგითა და სისწრაფით-მიაქციეთ ყურადღება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა