ჩინეთში რაპიდში, ბლიცსა და დაფაზე დაუხედავად თამაშში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები ითამაშებენ
უკევ გაუწყეთ, რომ ჩინეთის დედაქალაქი ინტელექტუალურ თამაშებს მასპინძლობს. მის პროგრამაში შედის ჭადრაკიც.

რაპიდში, ბლიცსა და დაფაზე დაუხედავად თამაშში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები იასპარეზებენ. საპრიზო ადგილებში 16-16 ქალ-ვაჟი შეეცილება ერთმანეთს.

მანდილოსნებში ბელა ხოტენაშვილი (2504) მეტოქეობას გაუწევს ჩინელ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (2606), მის თანამემამულე ჟაო სიუს (2565), ანა მუზიჩუკს (სლოვენია, 2586), ინდოელებს - ჰამფი კონერუს (2610) და ჰარიკა დრონავალის (2512), ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს (უკრაინა, 2553), ანა ზატონსკიხს (აშშ, 2489), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი, 2491), ელიზაბეტ პეტცს (გერმანია, 2482), მსოფლიოს ჩემპიონ ჟუ ჩენს (ყატარი, 2491), ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი, 2516), მონიკა სოჩკოს (პოლონეთი, 2445), ელინა დანიელიანს (სომხეთი, 2476), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2501).

ქართველთაგან ვაჟებში ევროპის ორგზის პრიზიორი და რაპიდში კონტინენტის ჩემპიონი ბაადურ ჯობავა (2711) ითამაშებს.

მასთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ: მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი და ბლიცში მსოფლიოს ექსჩემპიონი ლევონ არონიანი (სომხეთი, 2815), აზერბაიჯანელები - თეიმურ რაჯაბოვი (2793) და შაჰრიარ მამედიაროვი (2764), რუსები - რაპიდში 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი კარიაკინი (2775), ბლიცში წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრ გრიშჩუკი (2764), ალექსანდრ მოროზევიჩი (2748), ამერიკელები - გატა კამსკი (2762), ჰიკარუ ნაკამურა (2760), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2766), მსოფლიოს ჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), პეტერ ლეკო (უნგრეთი, 2732), ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა, 2681), ჩინელები - ვან ჰაო (2737), დინ ლიჟენი (2702), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2720).

რეიტინგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის დედაქალაქში უშეღავათო პაექრობები იქნება.

შეგახსენებთ, რომ 14-15 დეკემბერს რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი), 16-17 დეკემბერს ბლიცსა და 18-19 დეკემბერს დაფაზე დაუხედავად თამაშში გაიმართება პაექრობები.

შარშან ჩინეთში მსგავს თამაშებზე გამოდიოდა 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (მას ამ დღეებში შვილი შეეძინა - ვულოცავთ!), რომელმაც რაპიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველ-მეორე ადგილებზე ალექსანდრა კოსტენიუკი და კატერინა ლაგნო გავიდნენ. ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ვან ჰაო. 2. ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი), 3. გატა კამსკი.

ქალებში ბლიცი და დაფაზე დაუხედავად თამაში ჰოუ იფანმა მოიგო, მამაკაცებში პირველ ადგილებზე მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, ბლიცი) და ზოლტან ალმაში (უნგრეთი, დაფაზე დაუხედავად) გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე