ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!

გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!

რატომ არ სურს გორის "დილადან" წამოსულ ფეხბურთელს თბილისის "დინამოში" დაბრუნება
გოგიტა გოგუამ გორის "დილა" დატოვა და 15 დეკემბერს ბათუმის "დინამოსთან" მე-20 ტურის შეხვედრას აღარ ითამაშებს.

ცხადია, საქართველოს თასის მფლობელისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება.

თავად ფეხბურთელი ამბობს, რატომ არ სურს თბილისის "დინამოში" დაბრუნება.

- შევიტყვეთ, რომ 14 დეკემბერს თბილისის "დინამოდან" განათხოვრების ვადა გიმთავრდება.

- დიახ, ასეა. 15 დეკემბერს გორელებთან ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს. კლუბს ვტოვებ, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადო ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, გუნდის რიგით თანამშრომლებს, რადგან "დილაში" გატარებული მცირე პერიოდის მიუხედავად, გორში დიდი სიყვარული და სითბო ვიგრძენი.

გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია; ეგაა, უკეთესი შეთამაშებისთვის დრო სჭირდება.

- მართალია, თითქოს შენ და "დილას" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი "ხიმკიში" მიდიხართ?

- სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მე ნაღდად არ მივდივარ. წინადადებებს ახლა ველოდები.

- "დინამოში" დაბრუნდები?

- როგორც თავად არ სურთ, ასევე მე არ მინდა იქ დაბრუნება. "დინამომ" გამათავისუფლოს და ჩემს თავს მივხედავ.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- ხელშეკრულება, ოფციონის წესით, 1+2 წლით გაფორმდა, ანუ ერთი წლის შემდეგ ხელახლა უნდა დავმსხდარიყავით და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, კიდევ ორი წლით გაგვეხანგრძლივებინა. თავიდან ასეც ვაპირებდი, მაგრამ ახლა ამის სურვილი არ მაქვს.

იმედია, პრობლემებს ახლა მაინც არ შემიქმნიან და მშვიდად დავშორდებით. ურთიერთობების სასამართლოებში გარკვევა აღარ მინდა.

არადა, ყველაფერი ძალიან კარგად იწყებოდა. "ვოლგადან" წამოსულს სამი არჩევანი მქონდა, მათ შორის, უკრაინიდან ვარიანტს გიორგი ქინქლაძეც მთავაზობდა, მაგრამ დღე არ გავიდოდა, "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას რომ არ დაერეკა. ასე გავიცანი და ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

გადავხედე ვითარებას, პერსპექტიული გუნდი ყალიბდებოდა, მშვენიერი ინფრასტრუქტურა - ასეთი ბაზა ბევრ კლუბს არ აქვს. მეც ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და "დინამოსთან" კონტრაქტის გაფორმებას დავთანხმდი.

ეგონათ, დიდ ფულს დებდნენ და სწორი გზით მიდიოდნენ, გოგუას ჩამოსვლით კი გუნდი სერიოზულ პროგრესს განიცდიდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი, მიდგომები არ მომეწონა. ფიფია აშენებდა ინფრასტრუქტურას, მაგრამ გუნდს - ვერა.

გინახავთ კლუბი, რომელსაც თავდამსხმელი არ ჰყავს? აბა, მოაშორეთ ჯაბა დვალი და რა გუნდი იქნება დღევანდელი "დინამო", ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

რადგან ფიფიასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თავდამსხმელის ჩამოყვანა ვთხოვე, მაგრამ ასე არ მოხდა და გუნდმაც ვერაფერს მიაღწია. მე კი, თავდამსხმელის არყოფნაში, გოლეადორობასაც კი მთხოვდნენ. აბა, რომელი თავდამსხმელი მე ვიყავი?

- ამის გამო ხარ ფიფიაზე გაბრაზებული?

- მიზეზი სხვა რამ იყო. თამაშებს ვერ ვიგებდით, ვიღაცეების რჩევებს აჰყვა და მერე პრემიები გაგვინახევრეს. ურთიერთობები უფრო და უფრო დაგვეძაბა. გადამწყვეტი ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც უკმაყოფილება პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

წინა სეზონში გორის "დილასთან" ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მითხრა, რომ, თურმე, წაგება ჩემი ბრალი იყო, უგულოდ ვითამაშე და ა.შ. ეს ვეღარ მოვითმინე და ჩვენი კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდა. სეზონის დასრულების შემდეგ კი გამანათხოვრა.

21 წელია, რაც ფეხბურთს ვთამაშობ და კარიერის აწყობას ვცდილობ. ამ პერიოდში ბევრი ტკივილიც ვნახე, სიხარულიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ 3-თვეში "დინამომ", მანამდე კი ქეცბაიამ ამ კარიერის დანგრევა და ჩემი ნაშრომ-ნაწვალების წყალში ჩაყრა მოინდომეს.

ფეხბურთელის ისეთი გაწირვა, რასაც აქ ქართველები ერთმანეთს ვუკეთებთ, სხვაგან წარმოუდგენელია. საერთოდ, ქეცბაია, ფიფია და ყველა ხელმძღვანელი უნდა ხვდებოდეს, რომ მოთამაშეც ადამიანია და ღირსება და ამბიცია გააჩნია.

- ურთიერთობები ვერც "დინამოსთან" ააწყვე და ვერც თემურ ქეცბაიასთან. იქნებ თავად ხარ კონფლიქტური?

- ქეცბაიას თუ ჰგონია, რომ "შე კაი დედმამიშვილოსა" და "ტოს" მაღალ ტონში ძახილით სიმართლეს ამტკიცებს, ძალიან ცდება. მასაც დავუჯდები პირდაპირ ეთერში, ფიფიასაც და ბოლოს და ბოლოს, ხალხმა გაიგოს, მე ვარ ასეთი აუტანელი, თუ რა ხდება.

ისინი ცდილობენ, ჩემზე არასწორი ინფორმაციები გაავრცელონ და კარიერა დამინგრიონ.

- ალბათ, ნაკრებში თამაშზე აღარც ფიქრობ...

- ძალიანაც ბევრს ვფიქრობ და მინდა! მთელი ხმით გაჰკიოდა, გოგუა ფეხბურთელი არ არისო და ხორვატიის შემდეგ საქართველოს ნაკრების კარები გადამიკეტა.

გული მწყდება, ასეთი კაცი რომ არის ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებია, არა ქეცბაიასი და პირადი კონფლიქტებითა და შეხედულებით გუნდს არ უნდა აკომპლექტებდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს შემთხევევაში ასე მოხდა.

"პირველი არხის" ჟურნალისტს დავით მინაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ქეცბაია კი ჟურნალისტებს ლაპარაკს არ აცლის და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე მწვავე კითხვები მისთვის არ დაუსვამთ.

თავად ხომ უნდა ნაკრების მწვრთნელობა? ჰოდა, მე ნაკრებში დაბრუნება მსურს, მაგრამ მისი პირადი ინტერესის გამო, უკვე წელიწადნახევარია, ეს შანსი მესპობა. ან რას ერჩოდა სირაძეს, რომელიც ბოლო წლებში ნაკრების ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი იყო?

გოგიტა გოგუამ დილა დატოვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი

ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

• luka

კაროცე გოგუა საქარტველოს ნაკრებს მარტლაც ცირდება არის მაგ ფეგბურტელსჰი ცემტვის სიმპატია როგორ კარგი მოტამასჰე უეცველი საცირო გოგიტა საქარტველოს ნაკრებისტვის

• Sheni souzi

გოგუ მიყვარხარ მაგარი ხარ!!!

• guja_kakhadze

გოგუას დიდი პოტენციალი აქვს და მისი ნაკრებში გამოყენება აუცილებლობად მიმაჩნია!!!!

• javia

თამაში ისწავლე ჯერ, დამერე დაიწყე ლაპარაკი თუ რატომ არის ესე,ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ გათამაშებდი ფეღბურთს,ყველასთან შენ როგორხარ მართალი,მარტო მე კიარა არავის არ სიამოვნებს შენი თამაშის ყურება რომ იცოდე,მართლაც ქაჯივით რა

• zid-ანი

გოგუას ერთხელ გაუტყდა სახელი და ტვნი ნუ წაუღეთ. ასეთი ფეხბურთელი საჭიროა ნაკრებისთვის. არ მოგბეზრდათ "სვარკის" ყურება? :@ თუ გოგუას ბევრ მწვრთნელთან მოსდის კონფლიქტი, ქეცბაიას იგივე სჭირს ბევრ ფეხბურთელთან და გაიგე ახა ამ ორს შორის მართალი, მთავარი ის არის, რომ ნაკრები არ აკომპლექტოს ქეცბაიამ იმის მიხედვით ვიცი თვალები მოსწონს და ვისი ხმის ტემბრი :@ ტვინი წაიღო მართლა ამ "ტომ" რა

• ggg

რამდენი თამაში დაამთავრა გუნდმა 10 კაცით შენს გამო თუ გაქვს დათვლილი.

• კობა

გოგიტა ძმაო, ჩვენ ყველას კარგი თამაშის ნახვა გვინდა. მე არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება. რაღაცნაირად უნდა მორიგდეთ თუ შერიგდეთ! ისე კი, ფიცხი კაცი ხარ. ნუ გეწყინება, გაუგებარ ეპიზოდებში გაქვს წითელი ბარათები აღებული. ეგ არაუშავს, მეტს ნუ იზავ უაზროდ!!!

• zura

მაგარი ხისტია

• gulshematkivari

გოგიტა ჯიგარო, ფეხბურთელი თავის კარიერას უშუალოდ თვითონ იკეთებს ან ინგრევს. დაასახელე ერთი მწვრთნელი, ვისთანაც არ გქონია კომპლიქტი. ხომ არ ჯობდა ამაზე დაფიქრებულიყავი, რატომ ხდება ასე. 1,2,3,4,5 მარა 10 იიიიიიიიიი. კარგი რა თუ ძმა ხარ. ისე, გამოსწორება ყოველთვის შეიძლება.

• aleks

გუნდ ფგეხბურთელის იმედი უნდა ჰქონდეს,გოგუა კი ყოველ მეორე ტამაშში წითელს იღებს და ეგ არარის გუნდის ღალატი?რამდენი უაზრო წითელი მიიღო? კაი ფიფია და ქეცბაია ცდებიან. გეგუჩაძემ რატო არ მიგიღო დინამოში თავის დროზე?ქაჯიაო ასე თქვა როგორც მახსოვს.ორ ამხანაგურ თამაშში ორი წითელი ბარათი მიიღო.და აღარ მიიღო გუნდში გეგუჩაძემ

• guram

მაგარი უნამუსო ხარ !! სულ სხვას ადანაშაულებ ყველა გუნდიდან გაგადევეს და იმის კაცობაც არ გაქ რომ ერთხელ საკუთარ თავში ჩაიხედო და აგიარო !! ნადირალა

• odala

გოგუა, არც მე გათამაშებდი ნაკრებში, თუნდაც იმ მცირე ინფორმაციიდან გამომდინარე რაც მე გამაჩნია შენზე. სულს და გულს ვდებ მოედანზეო რომ ამბობ, იცი რას მაგონებს ეგ? რომ იტყვიან ხოლმე ვინმეზე: არ არის ცუდი ბიჭი, კარგი გული აქვსო. გულს კი დებ, მაგრამ თამაშობ ქაჯივით, ძალიან დიდი ბოდიში.

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა