ამიერიდან გორულ კლუბს შვეიცარიული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Gpard შემოსავს
სულ რაღაც ერთი წელი გავიდა, რაც გორის "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა. ფინანსურად არც ისე დალხენილ კლუბს, რომელიც მუდამ უმაღლეს ლიგაში დარჩენისა თუ აღზევებისთვის იბრძოდა, უცებ ყველა სხვა კლუბზე მდიდარი ბიუჯეტი აღმოაჩნდა - ყველაფერი კონკიას ზღაპარს ჰგავდა.

შედეგად, მეორეხარისხოვანი მოთამაშეების ნაცვლად, "დილაში" რუსეთიდან, კვიპროსიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, უზბეკეთიდან, ბელორუსიდან და ავსტრიიდან ამბიციური მოთამაშეები, საქართველოს, ხორვატიისა და რუსეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები ფეხბურთელები დაიმატეს.

ჩვენს პირობებზე, ზღაპრული ხელფას-პრემიები დაუნიშნეს და მოხდა პრეცედენტი, რომ რეგიონის კლუბში თამაში სარფიანი გახდა.

წლეულს "დილა" საქართველოს თასს დაეუფლა, ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გააღწია და დღეისათვის, "ტრანსფერმარკტ"-ის ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბია; ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) საკლუბო რეიტინგში კი საქართველოს ოთხ წარმომადგენელს შორის საუკეთესო პოზიცია უკავია.

მაგრამ შსს-ს პატრონობის ქვეშ გადასვლის დღიდან ისმოდა ხმები, რომ ეს ერთჯერადი პროექტი იყო და სეზონის დასრულებამდე კლუბს სამინისტრო აღარ მიხედავდა.

ეს ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წევრებმა ირაკლი სესიაშვილმა და ლევან ყიფიანმა სამინისტროების მიერ სპორტული კლუბების დაფინანსების არამიზნობრიობაზე ილაპარაკეს.

ნოემბერში, მედიასთან შეხვედრისას ეს ღიადაც გაცხადდა: "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა და დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა თქვეს, რომ კლუბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აფინანსებს, პროექტი შეჩერებულია და სულ მალე გორის "დილას" ორი სოლიდური სპონსორი ეყოლება შვეიცარიიდან და ავსტრიიდანო.

მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ლაპარაკია. ფაქტი კი "დილას" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ფრიდონ კერვალიშვილმა გვითხრა: გორის "დილას" მენეჯერად გია ისიანის დანიშვნამ პირველი ხელშესახები შედეგი უკვე გამოიღო. ამიერიდან კლუბს შვეიცარიული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Gpard შემოსავს, რაც გია ისიანის ვიზიტის შედეგად გადაწყდა.

ახალი ტექნიკური სპონსორის პრეზენტაცია 14 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი "დილას" იმ მაისურას წარადგენს, რომლითაც გუნდს ახალი სეზონიდან ვიხილავთ.

გარდა ამისა, სტუმარი სრულ სათამაშო კომპლექტს ერთ-ერთ ადგილობრივ ბავშვთა გუნდსაც გადასცემს.

ახალ ტექნიკურ სპონსორთან დაკავშირება ლიხტენშტეინური კომპანია Sports Factory-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი. მისი მეპატრონე ამ ქვეყნის ფეხბურთის ლეგენდა, 38 წლის მარიო ფრიკი გახლავთ. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მას 1999-2000 წლებში "ციურიხში" მიხეილ ყაველაშვილთან და გოჩა ჯამარაულთან ერთადაც უთამაშია.

Sports Factory-მ საკუთარ თავზე აიღო ევროპაში გორის "დილასთვის" სპონსორების მოძიება და Gpard-თან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. შვეიცარიული კომპანია ქართულ კლუბს სპორტული ეკიპირებით 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

კომპანიას სხვა ქართულ კლუბებთან თანამშრომლობის სურვილიც აქვს.

გარდა ამისა, მარიო ფრიკის კომპანია Sports Factory შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში "დილას" შეკრებების ორგანიზებაზე, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მრავალი სხვა მიმართულებით იმუშავებს.

დაბოლოს: გავრცელდა ხმები, თითქოს საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაციონალური ლიგის გუნდ "ხიმკიში" გადადიან "დილას" მენეჯერი მამუკა ჯუღელი და იმ მოთამაშეთა ნაწილი, რომლებზეც წლებია, ის ზრუნავს.

თუმცა "დილაში" ამ ხმებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ჯუღელი გორული კლუბის მიტოვებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა