ლონდონის "ჩელსის" ვეტერანმა განაცხადა, რომ მას და კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება
ლონდონის "ჩელსის" ვეტერანმა ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ მას და კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება.

34 წლის ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება.

"არავითარი მოლაპარაკება კონტრაქტის ერთი ან ორი წლით გახანგრძლივებაზე ჩემსა და კლუბს შორის არ ყოფილა. რამდენადაც ვიცი, მსგავსი რამ არც მომავალში იგეგმება.

მე "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ და აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. მინდა, რომ ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, მაგრამ ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ - სამუდამო არაფერია.

ვფიქრობ, კარგი წელიწადი მქონდა და კლუბის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე. თუმცა, მე იმ ფეხბურთელების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მზად არიან, კარიერის დარჩენილი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარონ.

მე თამაში მსურს. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს.

ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში შევძლებ, მაგრამ ყველაფერი არა ჩემზე, არამედ კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

ყველა შემთხვევაში, "ჩელსისთან" ბრწყინვალე პერიოდი მაკავშირებს", - აქვეყნებს ლემპარდის სიტყვებს "მირორი".

ფრენკ ლემპარდი "ჩელსიში" "ვესტ ჰემიდან" 2001 წელს გადავიდა. მის ანგარიშზე "ლურჯების" შემადგენლობაში ჩატარებული 574 ოფიციალური მატჩია. 2005, 2006 და 2010 წლებში ლემპარდი "ჩელსისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2012 წლის გაზაფხულზე კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა