საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მიხეილ აშვეთიამ კარიერა დაასრულა?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფორვარდი მიხეილ აშვეთია უგუნდოდაა და რუსეთში მოყვარულთა ტურნირზე ქართული ფეხბურთის ვეტერანებთან ერთად ერთობა.

18 სექტემბერს მოსკოვის "სპარტაკის" სტადიონთან მდებარე ზამთრის მანეჟში ერთდღიანი ტურნირების სერიალი დაიწყო. მას ფეხბურთის მოყვარულთა ლიგა ატარებს. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან, რომელიც საბერძნეთში ან თურქეთში გაიმართება. შესაძლოა, ამ ტურნირში საქართველოს მოყვარულთა ნაკრებმაც ითამაშოს. რეგლამენტის მიხედვით, გუნდში 5 მოთამაშე და მეკარეა. დღეს სერიის მეორე ტურნირი გაიმართება.

პირველ ტურნირში ზაზა ჯანაშიამ ვეტერანთა კლუბი "თბილისო" ჩამოაყალიბა და მის გუნდში ქართული ფეხბურთის ვეტერანები თამაშობდნენ - ახრიკ ცვეიბა, დავით ჩალაძე და მიხეილ აშვეთია. გუნდის ოფიციალურ განაცხადში გიორგი ქინქლაძეც წერია, თუმცა მას ტურნირზე არ უთამაშია. "თბილისო" საინტერესოდაა წარდგენილი - თამაშობენ ქართველი ვარსკვლავები!

თუმცა ქართული ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავთა გუნდმა იმედები ვერ გაამართლა, ჯგუფის ოთხივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. 1:7, 0:2 და 0:6 - ასე დამარცხდნენ ქართველები, რაც ტურნირის უმთავრეს სენსაციად მიიჩნიეს.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აშვეთია ამბობს: "ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი მოწინააღმდეგეთა შეუფასებლობაა. ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოედანზე ყოველთვის სერიოზული განწყობით გავდივართ. უბრალოდ, ფორტუნა არ გვწყალობდა (?! - რედ). შემდეგ ტურნირზე, შესაძლოა, ჩემი და ჯანაშიას დუელი იხილოთ და ჩვენს გულშემატკივრებს აუცილებლად გავახარებთ ლამაზი გოლებითა და გამარჯვებებით. "თბილისო" მხოლოდ უმაღლესი ადგილებისთის იბრძოლებს. შესაძლოა, შემდეგ ტურნირზე გავძლიერდეთ".

აშვეთიას მოყვარულებში თამაში იმას ნიშნავს, რომ ფორვარდმა კარიერა დაასრულა და ამის შესახებ აქამდე არაფერი გვსმენია. არადა, მიხეილ აშვეთია მესამეხარისხოვანი ფეხბურთელი არ ყოფილა, ჯერ მხოლოდ 33 წლისაა და დასანანია, საქართველოში თუნდაც ერთი სეზონის ჩატარება რომ არ შესთავაზეს...

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა