ტურის და მთელი პირველი წრის მთავარი დაპირისპირება 16 დეკემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება

ტურის და მთელი პირველი წრის მთავარი დაპირისპირება 16 დეკემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება - თუკი "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაამარცხებს, ტურნირის მთავარ კითხვას ძალიან ცოტა კითხვის ნიშანი დარჩება.

პორტუგალიელი პაულუ ფუტრე "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლეგენდაა, რომელიც ამბობს, რომ ლეო მესის და რადამელ ფალკაოს დუეტი ძალიან საშიში სანახავი იქნება.

ჯერჯერობით, სანამ ეს ორი ვარსკვლავი სხვადასხვა გუნდში თამაშობს, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. სტუმართა ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა კი ამტკიცებს, რომ არც მესის და არც რომელიმე სხვა ბარსელონელის ეშინია, ხვალ უშიშრად გავა "კამპ ნოუს" მინდორზე.

ცენტრალურ მატჩამდე 2 საათით ადრე მადრიდულ-ბარსელონური დაპირისპირება გაიმართება, ჟოზე მოურინიო, რომელსაც არც თუ კარგი დროება უდგას, აუტსაიდერ "ესპანიოლთან" გამოცდის თავის გუნდს...

ელ ტიგრე საეჭვოა

16 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ვიხილავთ, ვისი ვარსკვლავი სჯობს - ლა ლიგაში 23 გოლის გამტანი ლეო მესი, რომელიც ახლახან "უორლდ სოკერის" მიხედვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუ 16 გოლის გამტანი რადამელ ფალკაო, რომელმაც წინა ტურში ხუთი გოლი გაიტანა.

ოფიციალური ინფორმაციით, კოლუმბიელის თამაში საეჭვოა, მან თასის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა, ვფიქრობთ, სეზონის მთავარ მატჩს "ელ ტიგრედ" ცნობილი ფალკაო სეზონის მთავარ მატჩს არ გამოტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი - ფალკაო, დ. კოშტა.

ითამაშებს თუ არა ბენზემა?

ჟოზე მოურინიოს ქულის დაკარგვა აღარ შეუძლია, თუმცა ამჯერად, ძალები მეტისმეტად არათანაბარია - "ესპანიოლი" ძალიან ცუდ დროებას განიცდის.

"სელტასთან" მარცხში ყველაზე ცუდი ქარიმ ბენზემას ტრავმა იყო, ფრანგი ფორვარდის თამაში საეჭვოა კატალონიელებთან. თუ ბენზემა თამაშს ვერ მოახერხებს, მას ან ალვარო მორატა შეცვლის, ან კრიშტიანო რონალდო წაიწევს ცენტრფორვარდის პოზიციაზე და სასტარტოში ექს-ესპანიოლელი ხოსე კალეხონისთვის გამოთავისუფლდება ადგილი.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ფორლინი - ს. გარსია, ვერდიუ, სიმაო - სტუანი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური

15 დეკემბერი

ხეტაფე-ოსასუნა 19:00

დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)

ტრავმა: სოლა (?), ნინო, სისი, მასუდი (ოსა)

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +10=8-6, (29-18)

მალიორკა-ბილბაო 21:00

ტრავმა: პერეირა, ჟ. ვიქტორი - ირაოლა, რუისი, პერესი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +13=7-14, (46-47)

გრანადა-სოსიედადი 23:00

ტრავმა: ფ. რიკო - ბერგარა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2=0-2, (7-7)

სევილია-მალაგა 01:00

ტრავმა: მადურო, ტროხოვსკი - ბაპტიშტა, ტულალანი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +9=5-10, (32-32)

16 დეკემბერი

სარაგოსა-ლევანტე 15:00

ტრავმა: ობრადოვიჩი - დიოპი (?), რიოსი, დუდკა, ლოპესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +8=4-3, (21-14)

ვალენსია-ვალეკანო 20:00

დისკვალიფიკაცია: ფუეგო (ვალ)

ტრავმა: კანალესი, ვალდესი (?), მატიო, რუისი, გაგო - ხუან კარლოსი, როდრი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +11=2-3, (39-18)

რეალი-ესპანიოლი 22:00

ტრავმა: მარსელო, იგუაინი, ალბიოლი, ბენზემა (?) - ალვარესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +25=4-7, (76-30)

ბარსელონა-ატლეტიკო 00:00

ტრავმა: აბიდალი, ფაბრეგასი, კვენკა, მუნიესა - ლოპესი (?), როდრიგესი, ფალკაო (?)

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +17=6-13, (85-64)

17 დეკემბერი

დეპორტივო-ვალიადოლიდი 23:00

ტრავმა: საული - ებერტი, რუედა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +11=11-10, (41-39)

სელტა-ბეტისი 00:30

ტრავმა: ლიორკა, ლოპესი - მარტინესი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +11=9-8, (38-27)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 15 14 1 0 50-17 43

2. ატლეტიკო 15 12 1 2 35-13 37

3. რეალი 15 10 2 3 37-12 32

4. მალაგა 15 7 4 4 23-10 25

5. ბეტისი 15 8 1 6 24-26 25

6. ლევანტე 15 7 3 5 20-21 24

7. ხეტაფე 15 7 2 6 18-20 23

8. ვალიადოლიდი 15 6 3 6 22-18 21

9. სოსიედადი 15 6 3 6 22-19 21

10. ვალენსია 15 6 3 6 19-23 21

11. სევილია 15 5 4 6 21-22 19

12. სარაგოსა 15 6 1 8 18-23 19

13. ვალეკანო 15 6 1 8 18-32 19

14. ბილბაო 15 5 3 7 20-32 18

15. სელტა 15 4 3 8 16-20 15

16. ოსასუნა 15 3 4 8 12-16 13

17. მალიორკა 15 3 4 8 14-27 13

18. გრანადა 15 3 3 9 11-24 12

19. ესპანიოლი 15 2 5 8 15-24 11

20. დეპორტივო 15 2 5 8 21-37 11

ბომბარდირები

23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!