ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ფოფხაძე დანიაში ვეღარ ძლებს

გიორგი ფოფხაძე დანიაში ვეღარ ძლებს

"შტურმი" "ვიბორგს" ფულზე ვერ შეუთანხმდა და მას შემდეგ გიჟს ვგავარ..."
დანიური "ვიბორგის" მცველი გიორგი ფოფხაძე ზამთარს ელოდება და იმედოვნებს, რომ დაბალ ლიგაში თამაშს მალე დაასრულებს. 24 წლის ფეხბურთელი ძალიან სწუხს, ზაფხულში ავსტრიულ "შტურმში" ჩაშლილი ტრანსფერისა და ორი წლის განმავლობაში გუნდის შეუცვლელობის გამო...

- ცნობილია, რომ ზაფხულში "შტურმში" ისინჯებოდით, თუმცა უცნობი დარჩა თქვენი იქიდან წამოსვლის მიზეზი...

- "შტურმი" "ვიბორგს" ფულზე ვერ შეუთანხმდა და მას შემდეგ გიჟს ვგავარ... ძლივს დავივიწყე ეს ამბავი... ზუსტად თავადაც არ ვიცი, რა მოხდა. თუმცა ის კი ვიცი დანამდვილებით, რომ მწვრთნელს მოვეწონე და ჩემი აყვანა სურდა... სხვათა შორის, ჩემი თამაში ავსტრიელებმა მანამდეც ნახეს, ბრმად კი არ მიწვევდნენ. სულ სამი დღე მსინჯავდნენ, მერე გუნდებმა მოლაპარაკება დაიწყეს და მეგონა, მოვრჩი დანიაში თამაშს-მეთქი, მაგრამ... თურმე ტყუილად მქონდა იმედი. დღემდე "ვიბორგში" ვარ და ველოდები კონტრაქტის დასრულებას. მერე მაინც წავალ, ვეღარ დამაკავებენ.

- ბევრს ითხოვდა "ვიბორგი"?

- თუ დამიჯერებთ, არ მეუბნებიან. წესიერ გუნდში თამაში მინდა და ამ დროს, დღემდე პირველი ლიგის გუნდს შემოვრჩი. ლოგიკით ვხვდები, რომ ბევრს ითხოვდნენ, მაგრამ დეტალებში ვინ ჩამახედებს? ავსტრიელებთან ურთიერთობა კი არ მქონია. ფაქტია, რომ მწვრთნელს მოვეწონე და ფულზე მოლაპარაკება რომ დაიწყეს, მეორე დღესვე კლუბებმა ურთიერთობა შეწყვიტეს, ავსტრიელებმა კი ერთი წლით "ვერდერიდან" მარცხენა მცველი ინათხოვრეს... სხვა რა უნდა ვიფიქრო, თუ არა - უთანხმოება ფულთან დაკავშირებით? აი, ასეთი ამბები გადამხდა. "შტურმის" გარდა, დანიის გუნდებიც მიწვევდნენ, მაგრამ "ვიბორგის" მიერ მოთხოვნილ თანხას ვერც ერთი ვერ იხდიდა.

- "ვიბორგთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- სეზონის ბოლოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, გუნდი იანვარში დავტოვო.

- ასე რომ ამბობთ, ვარიანტები თუ გაქვთ?

- ჯერჯერობით, არაფრის თქმა არ მინდა...

- არადა, კარგად მახსოვს, ამბობდით - დანიაში იმიტომ მირჩევნია წასვლა, რუსებისგან განსხვავებით, ფეხბურთელს არ აწვალებენო...

- ამათ რუსებზე ნაკლები მადა არ აქვთ. ალბათ, იანვარში სადმე უფასოდ წავალ. თანაც, "ვიბორგში" საქმე ძალიან ცუდადაა, კლუბი ღრმა კრიზისშია. ორი წელია, ისეთ მაღალ ხელფასებს იხდიან, როგორც - უმაღლესი ლიგის გუნდები. ბოლო დროს სპონსორები გაექცათ და ამიტომ საკმაოდ გაუჭირდათ - ბიზნესი დანიურ ფეხბურთს ძველებურად აღარ ეტანება.

- ხელფასებს ვეღარ იხდიან?

- ხელფასებს იხდიან, ამის საშიშროება არ არის, მაგრამ ძველებური შემოსავლები აღარ აქვთ და თანხების ეკონომიას ცდილობენ. ახლა ამათი იმედი ფეხბურთელების გაყიდვაა და ეტყობა, ჩემი ტრანსფერით სურდათ პრობლემების მოგვარება. საერთოდ, კლუბებს ფინანსურად არა მხოლოდ დანიაში, მთელ ევროპაში უჭირთ. ტრანსფერებში დიდ ფულს აღარ იხდიან და უფასო ფეხბურთელებს ეძებენ.

- დანიაში თამაში კარგია, მაგრამ "ვიბორგი" მაინც პირველ ლიგაშია და პროგრესი შესაძლებელია?

- ახალგაზრდა ბიჭისთვის აქ თამაში კარგია, რადგან ყველანაირი პირობებია შექმნილი, კარგი ფეხბურთელი რომ გახდე. თუმცა ჩემთვის აქედან წასვლის დრო უკვე დადგა. თუ კარგი შემოთავაზება იქნება, შეიძლება დანიაშიც დავრჩე.

- რამდენიმე ჩაშლილმა ტრანსფერმა ფსიქოლოგიურად ხომ არ იმოქმედა თქვენზე?

- რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა. თითქოს ხალხმაც დაკარგა ჩემი იმედი და ჰგონიათ, რომ დავიკარგე. ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ აეწყო. ყველაფრის მიუხედავად, ყურები არ ჩამომიყრია და ერთი წამით არ მოვდუნებულვარ, პირიქით, ამ ყველაფერმა უფრო გამაძლიერა. მჯერა, ჯერ ჩამოსაწერი არ ვარ და მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს - ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და შეუძლებელია, შრომამ შედეგი არ გამოიღოს - მალე კარგი გუნდი აუცილებლად გამოჩნდება. ალბათ, თავიდან უნდა გავიარო ის ეტაპი, რაც დიდ ფეხბურთში მოსვლამდე გავიარე - სანამ "თბილისში" ამიყვანდნენ, ფეხბურთიდან წასვლას ვაპირებდი, რადგან დამიწუნეს და გულგატეხილი ვიყავი, მაგრამ ლუის ცაკარიასი მენდო და ჩემი დავამტკიცე. ისე, მე თუ მკითხავ, ფეხბურთელს სულ ეს ეტაპი აქვს - მუდმივად უნდა ამტკიცებდეს თავის საჭიროებას.

- 24 წლის ასაკში ევროპის ძლიერ კლუბში მოხვედრა რეალური გგონია?

- რა თქმა უნდა, რადგან საამისოდ ყველაზე კარგი ასაკია. მომავალს იმედის თვალით რომ არ ვუყურებდე, ფეხბურთს საერთოდ არ ვითამაშებდი.

- უკვე 3 წელია, დანიაში ხართ. რა შეიძინეთ და რა დაკარგეთ ამ ხნის განმავლობაში? იმედები გაგიმართლათ?

- ვერ ვიტყვი, რომ იმედები არ გამიმართლა. დანიაში მართლა ბევრი რამ შევიძინე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეგობრები შევიძინე. წმინდა საფეხბურთო კუთხით რომ ვილაპარაკოთ, უფრო ათლეტური გავხდი, ფიზიკურად ბევრად უკეთ გამოვიყურები, დამღლელმა შრომამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო. ჯერ დაკარგულიც არაფერია. მაგრამ შარშან შევცდი, ახალი ერთწლიანი კონტრაქტი არ უნდა გამეფორმებინა, ექვს თვეში ძველი მიმთავრდებოდა. მეთქვა უარი და დღეს ბევრად ძლიერ გუნდსა და ლიგაში ვითამაშებდი... არადა, რას წარმოვიდგენდი, უმაღლეს ლიგაში რომ ვერ გადავიდოდით, დიდი შანსი გვქონდა და ზედიზედ ოთხი თამაში ჩავაგდეთ. ორი წაგების შემდეგ, მწვრთნელი გაუშვეს, რამაც კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა და გუნდი უმაღლესში ვეღარ გადავიდა. თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ "ვიბორგი" უმაღლესის ბევრ გუნდს სჯობია, ისევე, როგორც "ორჰუსი", სადაც ჩვენი დათო დევდარიანი თამაშობს.

- ეტყობა, დევდარიანის თამაშს ხშირად უყურებთ...

- რა თქმა უნდა. დათო ძალიან კარგ ფორმაშია. მართალია, ცოტა ხნის წინ დაშავდა და მკურნალობს, მაგრამ ტრავმა სერიოზულია არ არის და მგონი, შემდეგ ტურში მეორე ტაიმს მაინც ითამაშებს. დევდარიანი "ორჰუსის" ლიდერია და მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაია სწორად იქცევა, ასეთ ფეხბურთელს რომ იძახებს. თავიდან დევდარიანს მხოლოდ შეცვლაზე თუ ათამაშებდნენ, ახლა კი მოღონიერდა და აშკარად მოუმატა. "ორჰუსის" ფანები დათოზე გიჟდებიან, თან პიროვნულადაც ძალიან უყვართ.

- დანიური თუ ისწავლეთ?

- რთული ენაა და ვერ ვიტყვი, რომ უნაკლოდ ვიცი, მაგრამ ვლაპარაკობ და კარგადაც მესმის.

- ასეთი ქვეყნის მიტოვება არ გაგიჭირდებათ?

- არა მგონია. დანიაში ფეხბურთის სათამაშოდ ვარ და არა - დასასახლებლად. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ქვეყანაა და არა მგონია, ასეთი მოწესრიგებული, წყნარი და განვითარებული ქვეყანა კიდევ სადმე იყოს, ხალხიც ძალიან კეთილია... თუმცა მტვრიან-ტალახიან საქართველოზე მეტად მაინც არაფერი მიყვარს და ყველაზე მეტად სწორედ თბილისიდან შორს ყოფნა მიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა

ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს

"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა

ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა

რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?