იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე, "მილანმა" სერია B-ს ბინადარი, რეჯინა" მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა
იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე, "მილანმა" სერია B-ს ბინადარი, რეჯინა" მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უპრობლემოდ დაამარცხა მეტოქე და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "იუვენტუსთან" მოუწევს შეტოქება. დიახ, ასეთ ადრეულ ეტაპზე იტალიური ფეხბურთის კლასიკას ვიხილავთ, ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობას კი ერთი მატჩი გადაწყვეტს.

რაც შეეხება "რეჯინასთან" პაექრობას, ალეგრიმ ნახევრად ექსპერიმენტალური შემადგენლობა დააყენა და არც უნანია... ლომბარდოელებმა ლაღად ითამაშეს, აურაცხელი რაოდენობის მომენტი შექმნეს და გოლებიც ეფექტური შეაგდეს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარიო იეპესმა თავური დარტყმით "როსონერი" წინ გაიყვანა.

მეორე გოლი მბაიე ნიანგის ანგარიშზეა, რომელიც კიპერთან პირისპირ დარჩა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა. მესამე გოლი ჯამპაოლო პაცინიმ მიითვალა აქტივში, ახლო დისტანციიდან ცხრიანში გაჭედა ბურთი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0.

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი გახლდათ, თუმცა განვლილ მატჩზე ბევრი არაფერი უთქვამს... წინ "იუვენტუსთან" ჯახი გველის და იმედი მაქვს, ამ ბარიერსაც დავძლევთო.

მილანი-რეჯინა 3:0

გოლები: 1:0 იეპესი (51), 2:0 ნიანგი (79), 3:0 პაცინი (81).

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, იეპესი (84. აჩერბი), საპატა, ანტონინი - ფლამინი, ემანუელსონი, შტრასერი (76. მუნტარი) - რობინიო (54. ნიანგი), ბოიანი, პაცინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან