საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წელს გამოჩნდა და იმის მერე მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, გუნდმა სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაამთავრა.

ეს ფაქტი 2007-08 წლების სეზონში იყო, როცა რუსთაველებმა IV ადგილი დაიკავეს და აი, ახლა რეალური საშიშროებაა, რომ გუნდმა არსებობის ისტორიაში უარესი შედეგი უჩვენოს.

მოკლედ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი ზედა ექვსეულში ვერ მოხვდეს. თანაც, რუსთაველები მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ არიან დამოკიდებულნი და ახლა უკვე იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ უშუალო კონკურენტმა "ზესტაფონმა" დარჩენილ ორ ურთულეს მატჩში ქულები დაკარგოს.

მოვლენების ასეთი განვითარება კი იმის მერე გაცხადდა, როცა მართლაც "არანორმალურად" მოტივირებული "მეტალურგი" ამ სეზონის უდავო აღმოჩენად ქცეულ "ჩიხურასთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

არადა, მასპინძლებს მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდათ და სუსხიან და თოვლჭყაპიან ამინდში 90 წუთის განმავლობაში არაერთი იერიშიც განახორციელეს; მაგრამ ერთი შეხედვით უმოტივაციო მეტოქემაც ღირსეულად იბრძოლა და ერთობ მწვავე კონტრშეტევებით მასპინძლები რამდენჯერმე შეაწუხა.

რატომღაც ბევრს ეგონა, რომ ზედა ექვსეულში ადგილგანაღდებული "ჩიხურა" ამ მატჩს "სერიოზულად" არ მიუდგებოდა; თანაც, სტუმრები რუსთავში სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩავიდნენ (სხვადასხვა მიზეზით აკლდათ: გიორგი სომხიშვილი, ედიკ საჯაია, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჭელიძე, ნიკა კვასხვაძე, რევაზ გოცირიძე), თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, "ჩიხურამ" ბოლომდე "იომა" და, ნებსით თუ უნებლიედ… "ზესტაფონის" საქმეც "გააკეთა"!

მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ. სტუმართა გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ კი, საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენიმე გადაადგილება მოახდინა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში კონტრშეტევებზე ააგო.

პირველი გოლიც სტუმრებმა გაიტანეს: დავით ოდიკაძემ (ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ამ შეხვედრაში) მარჯვენა ფლანგიდან "სტანდარტული" შეასრულა, მასპინძელთა საჯარიმოში კი "ჩიხურას" ცენტრალურმა მცველმა ჯაბა ბერიანიძემ ყველას დაასწრო და ზუსტი თავურიც "მიაყოლა"!

ამ გოლის მერე ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ზედიზედ რამდენიმე უმწვავესი შეტევაც განახორციელეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ ორჯერ სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. თუმცა "მეტალურგის" ფეხბურთელებს მონდომება მაინც დაუფასდათ: მორიგი, თითქმის 100-პროცენტიანი მომენტის ვერგამოყენების შემდეგ რევაზ გეწაძის კუთხურს ირაკლი სიხარულიძემ ეფექტური გაგრძელება მოუძებნა და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლომდე სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ, ერთ ეპიზოდში კი ირაკლი მაისურაძის შორეული დარტყმა გაჭირვებით მოიგერია ზურაბ მწყერაშვილმა.

თავის მხრივ, "ჩიხურამაც" შექმნა ერთი-ორი სახიფათო მომენტი: ერთ ეპიზოდში გაგა ჩხეტიანის თავური დარტყმა ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია, მანამდე კი, სტუმრების აზრით, "მეტალურგის" მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ...…

მეორე ტაიმი პირველზე არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა და ორივე გუნდმა ტემპიანი თამაშიც შემოგვთავაზა. სტუმრები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, სწრაფი გარემარბებიც - დავით კირკიტაძე და ბესიკ დეკანოიძე ფლანგებზე აქტიურობდნენ და მეურვეებს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

თუმცა, მასპინძლებს ტაიმის დასაწყისშივე შეეძლოთ, მატჩის სცენარი შეეცვალათ, მაგრამ რეალურზე-რეალური შანსი ვერ გამოიყენეს: შეტევა გიორგი მიქაბერიძემ წამოიწყო, მარჯვენა ფლანგზე ირაკლი სიხარულიძემ იაქტიურა და ზუსტი პასით დიმიტრი ტატანაშვილი მოძებნა; გამოცდილმა ცენტრფორვარდმაც ეფექტური ფინტით მეურვე ჩამოიცილა, მაგრამ კარის წინ მარტოდ დარჩენილმა ბურთი მიზანს ააცილა!

ამას მოჰყვა ირაკლი მაისურაძის ორი შორეული დარტყმა, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ. მატჩის ბოლოსკენ ტემპი არ დაცემულა, მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცი გიორგი ყიფიანი შეცვლებით შეეცადა სიტუაციის შეცვლას, თუმცა "ჩიხურა" თავსაც კარგად იცავდა და ერთ ეპიზოდში დავით დიღმელაშვილმა "შეამოწმა" ზურაბ ბათიაშვილის ოსტატობა.

და მაინც, მასპინძლებს შეეძლოთ ასე ნანატრი გოლის გატანა: ლაშა ჯაფარიძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძის თავური დარტყმა ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მატჩის მიწურულს უშეცდომოდ თამაშობდა "ჩიხურას" მეკარე ზურაბ მწყერაშვილი და საბოლოოდ, სტუმრებმა რუსთავიდან ქულის "წაღება" მოახერხეს.

აი, "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელთა თუ გუნდის ქომაგთა განწყობა როგორი იქნებოდა, ადვილი მისახვედრია…

Video

მეტალურგი - ჩიხურა 1:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა