საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
"ტორპედოსთვის" აქამდე "ვიტ ჯორჯია" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო.
თავად განსაჯეთ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ქუთათურებს საკუთარ მოედანზე მხოლოდ ვეტერინარების დამარცხება ვერ მოეხერხებინათ (2:2, 0:0, 1:1), თუმცა, მიმდინარე ჩემპიონატში სიტუაცია შეიცვალა, გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისელები გასვლაზეც დაამარცხეს და შაბათის შეხვედრაშიც საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
ტორპედოელებს ორი წამყვანი ფეხბურთელი, ელგუჯა გრიგალაშვილი და გრიგოლ დოლიძე აკლდათ; სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ვახტანგ კვარაცხელია, რომელმაც წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქუთაისელთა რიგებში ბოლო 10 წუთი ითამაშა.
შეხვედრის საწყისი წუთები საკმაოდ დუნე და მოსაწყენი გამოდგა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. შემდეგ სტუმრებმა მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვეს და კარის მისამართითაც პირველად მათ დაარტყეს.
გურამ გურეშიძე ბურთიანად საჯარიმოს მისადგომებისკენ დაიძრა და ძლიერადაც გაისროლა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
თბილისელებმა შორეულ დარტყმებზე გააკეთეს აქცენტი, ლაშა კასრაძემ ომარ მიგინეიშვილის კარის მისამართით სახიფათოდ დაარტა, მაგრამ ხარიხას გადააცილა.
ორიოდე წუთში ბერიაშვილი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. იგი მარჯვნიდან ბურთიანად შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა გურეშიძემ წესების დარღვევით შეაჩერა და ვიტელების პროტესტის მიუხედავად, არსენ ნონიკაშვილმა პენალტი დანიშნა.
თბილისელთა მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა, თუ ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი იყო, მასეთი ზუსტად სამი მომენტი იყო მეტოქის კართან და არბიტრს არც ერთზე რეაგირება არ მოუხდენიაო...
ბექა ტუღუშმა თერთმეტმეტრიანი აუღელვებლად შეასრულა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. თანაგუნდელებმა გიორგი კუხიანიძე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მასპინძელთა ფლეიმეიკერმა სუსტად დაარტყა და ნიკა დაუშვილს ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა. თავის გამოჩენა შეეძლო ტუღუშსაც, მაგრამ ბოლო მომენტში მცველებმა შეუშალეს ხელი.
თანდათან სტუმრებიც გააქტიურდნენ და ქუთაისელთა საჯარიმოსაც გაუშინაურდნენ. მერაბ კოჭლაშვილის გუნდს გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსიც ჰქონდა: ირაკლი ღიბრაძის უძლიერესი დარტყმა მიგინეიშვილმა კარის წინ მოიგერია. ბურთი ცარიელ კართან მყოფ ოთარ ჯავაშვილს მიუვიდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა და ამ ეპიზოდში აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა, თუმცა ჯავაშვილმა ყველასათვის მოულოდნელად სამიოდე მეტრიდან ხარიხას გადააცილა(!).
დარჩენილ დროში სტუმრები პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა. "ტორპედომ" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე უფრო მყარად დამკვიდრდა.
ტორპედო - ვიტ ჯორჯია 2:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
პსჟ "ბარსელონას" მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის