გიორგი დარჯანია: "უეფა თბილისის სპორტის სასახლეში პარკეტის შეცვლას ითხოვს"
ცნობილია, რომ უეფამ 2013 წლის აპრილში უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალის ჩატარება თბილისში გადაწყვიტა.

ტურნირისთვის მზადება დაიწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც შევიდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია. ისინი არსებული პრობლემების მოგვარებას უეფასთან კოორდინაციით ცდილობენ.

უეფამ გაიზიარა ქართული მხარის ინიციატივა და ოთხთა ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 26 და 28 აპრილს (პარასკევი და კვირა) დანიშნა, რათა მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწროს.

უეფას სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისში 29 იანვარს გვეწვევიან, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას, შეამოწმონ და დაათვალიერონ სპორტის სასახლე, სასტუმროები და მათთვის საინტერესო სხვა ადგილები. სავარაუდოდ, მაშინ გაირკვევა კენჭისყრის ჩატარების ადგილი და მატჩების დაწყების საათები, რაც ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლუზიური უფლების მქონე "ევროსპორტთან" არის შესათანხმებელი.

"იბერიას" მენეჯერი გიორგი დარჯანია გველაპარაკა, რა პრობლემებია მოსაგვარებელი:

"უეფა პარკეტის შეცვლას ითხოვს. ამჟამინდელი მაღალი ხარისხისაა, მაგრამ სხვადასხვა სახეობისთვის არის დახაზული, რაც ოთხთა ფინალის დროს უხერხულია.

მიღებული პრაქტიკაა, რომ შავი ფერის საფარზე ითამაშონ, რომელიც საგანგებოდ მხოლოდ ფუტსალისთვის დაიხაზება. საკითხს უეფას სპეციალისტები პარკეტის მწარმოებელი ინგლისური კომპანიის წარმომადგენლებთან შეათანხმებენ და სპეციალურ მასალას ჩამოიტანენ.

გასაფართოებელია ჟურნალისტთა ლოჟა. ადგილების რაოდენობა ვიპ-ლოჟაშიც არასაკმარისია, რადგან უეფადან და მონაწილე ქვეყნებიდან ძალიან ბევრ სტუმარს ველით. სატელევიზიო წერტილების საკითხი კი მხოლოდ "ევროსპორტის" წარმომადგენელთა ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.

დასადგენია, რა რაოდენობის სტუმარი ჩამოვა, რომ ყველა გუნდს იზოლირებული სექტორი დავუთმოთ და მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.

ყველაზე ნაკლებად პრობლემა პარკირებაზეა, რადგან სპორტის სასახლის გარშემო არსებული 800-მდე ადგილი სრულიად საკმარისია. იგივეს ვიტყვი სპორტის სასახლის განათებაზეც, დღევანდელი მაჩვენებელი "ევროსპორტის" მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.

მთავარია, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარებადია და პრობლემას ვერ შეგვიქმნის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა