"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა საფეხბურთო ტაქტიკასა და ტრანსფერებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ევროსპორტის" ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც საფეხბურთო ტაქტიკასა და ტრანსფერებზე ისაუბრა.

სერ ალექსი ასევე "იუნაიტედის" თავდამსხმელთა თამაშსაც შეეხო, ყურადღება კი რობინ ვან პერსიზე გაამახვილა. მწვრთნელმა ასევე თანამედროვე შემტევი სქემები განიხილა.

"ვან პერსი, მისი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ერიკ კანტონას რაღაცით ჰგავს.

ის ბრწყინვალე იყო "არსენალში". მას არ დასჭირვებია დრო პრემიერლიგაში ადაპტაციისთვის და ჩვენს სათამაშო სტილსაც იდეალურად მოერგო.

შედეგად, რობინმა 14 გოლი გაიტანა, ჩვენ კი შეტევის ხაზში აშკარა პროგრესი მივიღეთ", - თქვა ფერგიუსონმა.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას უფრო ორი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში მოსწონს, ვიდრე ერთით. "ბარსელონას" კი, მისი ხედვით, გამოკვეთილი თავდამსხმელი სულ არ ჰყავს.

"მხოლოდ "ბარსელონა" თამაშობს თავდამსხმელის გარეშე, სხვა დანარჩენს კი ასეთები ჰყავს. ოდესღაც ვთამაშობდი ერთი ფორვარდით, ოღონდ ეს 30 წლის წინ, "აბერდინში" იყო.

საერთოდ, წინ მყოფი ორი ფეხბურთელის შემთხვევაში შეტევის ბევრად მეტი ვარიანტი გიჩნდება.

"ბარსელონა" კი სულ სხვაა. კატალონიელები ასე იმიტომ თამაშობენ, რომ უპირატესობას ბურთის ფლობას ანიჭებენ. მათ უყვართ მეტოქის დაცვის გაშლა-გაჭიმვა, შემდეგ კი მასში შეჭრა. როგორც წესი, ამას მესი აკეთებს ხოლმე", - თქვა "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა.

ფერგიუსონმა ისიც ახსნა, თუ რატომ არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძვირფასი ფეხბურთელების შეძენას.

"იანვრის ბაზარი არასდროს არის ხოლმე წარმატებული, რასაც ზამთარში განხორციელებული ტრანსფერების სიმცირეც მოწმობს. როგორც წესი, ყველა მსხვილი გარიგება ზაფხულში ხორციელდება", - დასძინა სერ ალექსმა.

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: წაგება "ენფილდზე" [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა