ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოსთან მოგება ძალიან გაგვიჭირდა

ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოსთან მოგება ძალიან გაგვიჭირდა

ინტერვიუ. II ნაწილი
ვისენტე დელ ბოსკეს ინტერვიუს მეორე ნაწილს გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფიფას ოფიციალური საიტი გაესაუბრა. საიტმა მეორე ნაწილი 18 დეკემბერს შემოგვთავაზა.

- დონ ვისენტე, ბოლო პერიოდში ყველაფერი მოიგეთ. იყო თუ არა პერიოდი, როდესაც წარმატებაში ეჭვი გეპარებოდათ?

- რა თქმა უნდა. ფეხბურთი ისეთი რამ გახლავთ, რომ ეჭვი შესაძლოა წარმატებულ პერიოდშიც შეგეპაროთ. უკანასკნელ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ცენტრფორვარდის გარეშე ვთამაშობდით.

გამოკვეთილი თავდამსხმელის ნაცვლად, შემადგენლობაში გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც უკან იხევდა და ნახევარმცველებს შეტევის წამოწყებაში ეხმარებოდა, მაგრამ ამავდროულად, საჭირო მომენტში საჯარიმოშიც შერბოდა. იყო პერიოდი, როდესაც ამ ტაქტიკის ბოლომდე არ გვჯეროდა, მაგრამ როცა ადამიანი რამეს აკეთებს, შეუძლებელია, საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში 100 პროცენტით დარწმუნებული იყოს.

- ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ კრიტიკას როგორ უდგებით? მაგალითად, იმავე ევროპის ჩემპიონატზე თავდამსხმელის გარეშე თამაშის გამო ბევრს გაკრიტიკებდნენ...

- კრიტიკოსებს ვუსმენ და ხანდახან მათ მოსაზრებას ვიზიარებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი სიმართლეს ამბობენ. უთავდამსხმელოდ თამაშს რაც შეეხება - ჩვენ ახლა უკვე მომგებიან პოზიციაში ვართ, რადგან ყველაფერი საბოლოოდ ჩვენთვის კარგად დასრულდა.

პირველად ეს ტაქტიკა იტალიასთან, ჯგუფური ეტაპის მატჩში, ანდრეა პირლოს ფაქტორის გამო გამოვიყენეთ. შესაძლოა, ის შეხვედრა იდეალური შედეგით არ დასრულდა (1:1), მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა, ტურნირის მიმდინარეობისას მოვუმატეთ და იმავე იტალიასთან ფინალში, მოედანზე ზუსტად იგივე თერთმეტი ფეხბურთელი გამოვიყვანეთ.

- ადრე განაცხადეთ, რომ ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთში არ დაბრუნდებოდით. ახლაც ასე ფიქრობთ?

- დიახ და ეს გადაწყვეტილება ასაკის გამო მივიღე. ახლა 61 წლის ვარ და კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთი წელი დარჩა. ამის შემდეგ ჩემთვის კლუბის გაძღოლა ძალიან რთული იქნება და თანაც, 70 წლის ასაკში საკუთარი თავი ისევ მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია (იცინის). ამიტომ, როდესაც ხელშეკრულებას ვადა გაუვა, ალბათ სამწვრთნელო კარიერასაც დავასრულებ.

- რამდენად დიდია სხვაობა ნაკრების და კლუბის მწვრთნელობას შორის?

- წელს 16 თამაში ჩავატარეთ, კლუბები კი წლის განმავლობაში 50-ზე მეტ შეხვედრას მართავენ. მწვრთნელს კლუბში მუშაობა ყოველდღიურად უწევს, რაც მას ფეხბურთელების და გუნდური თამაშის გაუმჯობესების, ტაქტიკის დახვეწის საშუალებას აძლევს. ნაკრებში კი დამრიგებელს ცოტა დრო აქვს.

მწვრთნელი კლუბში ფეხბურთელებთან ბევრს მუშაობს, მაგრამ ამავდროულად, აქ გაცილებით მეტი კონფლიქტია, ვიდრე ნაკრებში. კი, ეროვნულ გუნდშიც არის კონფლიქტები, მაგრამ კლუბისგან განსხვავებით, ნაკრებში ასეთ სიტუაციებთან შეჯახება ყოველდღე არ გიწევს. ძირითადი განსხვავებები სწორედ ეს არის.

- რა არის პირველი, რასაც ნაკრების ახალწვეულს ეუბნებით?

- პირველი გასაუბრებისას ახალწვეულს ვეუბნები, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. ეს გასაუბრება ფორმალური ხასიათის გახლავთ, რადგან ვიცი, რომ გუნდის მუდმივი წევრები და ვეტერანები ახალწვეულს ისე მიიღებენ, თითქოს ის ნაკრებში წლების განმავლობაში თამაშობდეს. გუნდში ახალი ფეხბურთელების ინტეგრაციის მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

- ესპანეთის ნაკრებში თამაში დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. პირველივე გასაუბრების შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, ახალწვეული ამ ზეწოლასთან გასამკლავებლად მზად არის თუ არა?

- კი, რადგან ყველა ახალწვეული მზად არის. ესპანეთის ეროვნულ გუნდში პატარა ბავშვი ვერ მოხვდება. ისინი ახალგაზრდები კი არიან, მაგრამ თავისი ასაკისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული. ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელი მოსულიყო და ენერვიულა.

- მართლაც გასაოცარია, როგორ ახერხებენ ახალწვეულები, მაგალითად, ხორდი ალბა, ნაკრებში ასე უმტკივნეულოდ ჩაწერას...

- მთავარია, ახალმა ფეხბურთელმა გუნდში საკუთარი როლი გაითავისოს და გამოცდილი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა გამოხატოს.

ასეთ შემთხვევაში, მას ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც დააფასებენ. ხორდი ამის საუკეთესო მაგალითია. ხოან კაპდევილია მარცხენა მცველის პოზიციაზე წლების განმავლობაში შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ მოვიდა დრო, შანსი ალბასთვის მიგვეცა და მან ეს შესაძლებლობა იდეალურად გამოიყენა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც თქვენ გარდა, საფრანგეთის ნაკრებიც თამაშობს. წარმოგიდგენიათ მსოფლიოს ჩემპიონატი ტიტულის მფლობელის გარეშე?

- ჩვენ ორი თამაში მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ, ანუ გასათამაშებელი კიდევ 15 ქულაა. ასე რომ, ყველაფერი წინ არის.

მართალია, საფრანგეთთან თამაში სტუმრად გვიწევს, მაგრამ ჯგუფში გვყავს სხვა გუნდებიც, რომლებსაც პრობლემების შექმნა აბსოლუტურად ყველა მეტოქისთვის შეუძლიათ.

მაგალითად შეგვიძლია საქართველო დავასახელოთ, ვისთანაც ძალიან გაგვიჭირდა და გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთებზე გავიტანეთ.

- ასეთ გუნდებთან თამაში დღეს უფრო რთულია, ვიდრე ადრე იყო?

- რა თქმა უნდა, რადგან ყველა ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ თამაშობს ესპანეთის ნაკრები. მთავარია, რომ ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ და ფეხბურთელებს ჰყოფნით მოთმინება იმისთვის, რომ ყველაზე ძლიერი დაცვის ხაზიც გაარღვიონ. როდესაც მოედანზე გავდივართ, არ ვფიქრობთ, რომ შეხვედრა აუცილებლად პირველ 10 წუთში უნდა მოვიგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნაწილი I. ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებში არანორმალური კონკურენციაა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა