კემპბელი აცხადებს, რომ "არსენალს" უფლება არ აქვს, რომ უოლკოტის წასვლა დაუშვას
სოლ კემპბელს "არსენალის" შესახებ არა ერთი და ორი სიტყვა ეთქმის. სხვა თუ არაფერი, ვეტერან ფეხბურთელს "მეთოფეთა" რიგებში ხუთი სეზონის განმავლობაში 200-მდე თამაში აქვს ჩატარებული.

ყოფილ კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ის თავის მოსაზრებას ხშირად არ აფიქსირებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად რეალობა ცოტა დაძაბულია.

რატომ, ეს თავადაც მოგეხსენებათ. ჩრდილოლონდონელები იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლას აპირებენ, მაგრამ იმავდროულად, ვერაფრით ახერხებენ თეო უოლკოტთან ახალი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას.

23 წლის გარემარბი არც მალავს, რომ კლუბისგან უკეთეს ანაზღაურებას ითხოვს. დაგვეთანხმებით, უმჯობესია, არსენ ვენგერმა უკვე გამოცდილი კადრების შენარჩუნებაზე გააკეთოს აქცენტი და არა გარედან მოყვანილ ფეხბურთელებზე.

სოლ კემპბელი, როგორც ჩანს, ასევე ფიქრობს და აცხადებს, რომ "არსენალს" უფლება არ აქვს, რომ თეო უოლკოტის წასვლა დაუშვას, რადგან მისი აზრით, თეოს გუნდში ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. აი, რას აცხადებს 38 წლის ვეტერანი:

- უოლკოტი "არსენალისთვის" შეუფასებელი ფეხბურთელია. მასთან გამოთხოვება ძალიან დიდი სისულელე იქნება, რადგან ფეხბურთელი კარიერის პიკს უახლოვდება.

კლუბის ხელმძღვანელების ადგილზე უახლოესი ხუთი წლით მის დასატოვებლად ყველაფერს გავაკეთებდი. თეო ახალგაზრდა და ძალიან კარგი ბიჭია, ვისაც უყვარს და ეხერხება გოლების გატანა. მისი დონის ფეხბურთელების ასე დაუფიქრებლად გაყიდვა არ შეიძლება.

შემხვედრია ადამიანები, რომელთაც მის ტალანტში ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ არც ამ ადამიანების მოსაზრება და არც სხვების, რომლებიც მის ნიჭს აფასებენ, საქმის არსს არ ცვლის.

არ შეიძლება ეს ბიჭი გავუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კონტრაქტი იწურება და ახლით ის ცოტა მეტ ხელფასს ითხოვს.

არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო წლებში გუნდმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა მსგავსი მიზეზებით.

ადრე "არსენალიდან" ფეხბურთელები მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ, როცა 30-ს გადააბიჯებდნენ, ახლა კი რა ხდება? ვკარგავთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც კარიერის პიკზე არიან. კიდევ ვიმეორებ, ეს ნამდვილი სიგიჟეა.

არსენ ვენგერი, როგორც სხვა არავინ, ისე უხდება "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს, მაგრამ მან უნდა გაიაზროს, რომ საბაზრო კანონები შეიცვალა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

თუკი ადრე ფეხბურთელის ყიდვა 500 ათას ფუნტად შეიძლებოდა და რამდენიმე წელიწადში მისი 20 მილიონად გაყიდვა, დღეს ის ნახევარმილიონიანი ბიჭები 7 მილიონად ფასობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა