ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა: მორჩა კინო, უყურეთ ბორუსიას!

ბუნდესლიგა: მორჩა კინო, უყურეთ ბორუსიას!

მხატვრული "მაინცის" შემდეგ, დოკუმენტური "დორტმუნდი" იწყება

ცხადი იყო, რომ "მაინცის" ზღაპარი აუცილებლად დამთავრდებოდა, მაგრამ სანამ გუნდი თამაშებს იგებდა, ამაზე საუბრის მორალური უფლება არ გვქონდა. ახლა კი, როცა თომას ტუხელის მაინც ძალიან დასაფასებელმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა (0:1 ჰამბურგთან), უნდა ვთქვათ, რომ ამას ველოდით და რომ ეს გარდაუვალი, მხოლოდ დროის ამბავი იყო.

ცხადია, ეს ყველაფერი სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ მაინცელებმა ეს სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ და ვთქვათ, ევროპის ლიგის საგზური მოიპოვონ, მაგრამ მარჩიელობა არაფერს მოგვიტანს, ფაქტი კი ის არის, რომ გერმანიის ჩემპიონატს მერვე ტურის შემდეგ, ახალი ლიდერი და თამამად ვიტყვით, ახალი ფავორიტიც ჰყავს: დორტმუნდის "ბორუსია" - გუნდი, რომელსაც ისტორიაც და დღევანდელი მდგომარეობაც ხელს უწყობს იმაში, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

"ბორუსია" ფავორიტია არა მარტო იმის გამო, რომ "მაინცის" ზღაპარი დასრულდა, ან იმიტომ, რომ "ბაიერნი" BVB-ს ათი ქულით ჩამორჩება, ან იმიტომ, რომ ფრანც ბეკენბაუერმა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე თქვა, ჩვენი მთავარი კონკურენტი "დორტმუნდი" იქნებაო, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ნებისმიერი გულშემატკივარი შეამჩნევდა: "ბორუსია" მართლაც ძალიან მაგარ გუნდად ყალიბდება, დორტმუნდში განსაკუთრებით სიმპატიური გუნდი შენდება. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილი ფეხბურთელები შაჰინი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, დამშეულები გიოტცე, გროსკრტოიტცი, ბარიოსი და გენიალური იაპონელი ტალანტი შინჯი კაგავა - იურგენ კლოპს ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომლებსაც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში, ნამდვილად შეუძლიათ "ვერცხლის სინისთვის" ბრძოლა.

"ბორუსიამ" თავისი თამაში პარასკევს მოიგო (2:1 კიოლნში) და არსებობის ისტორიაში რიგით 96-ედ გახდა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი. გარდა იმისა, რომ მატჩი დრამატული და დაძაბული გამოვიდა, მთავარი თემა ლუკას პოდოლსკისა და ნური შაჰინის დაპირისპირება გახლდათ, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, რომ შაჰინი წესიერი ადამიანია. იაკუბ ბლაშჩიკოვსკის მიერ გახსნილი ანგარიში (მე-20 წუთზე), მატჩის მიწურულს, კერძოდ 82-ეზე პოდოლსკიმ მისთვის დამახასიათებელი, უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა, რის შემდეგაც მთელი 8-9 წუთის განმავლობაში ცდილობდა შაჰინის პროვოცირებას. ლუკასმა მას რამდენჯერმე უჩვენა 3:0-ზე მიმანიშნებელი ჟესტი (გერმანიამ თურქეთს ხომ 3:0 მოუგო) და "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. 91-ე წუთზე კი, შაჰინმა გამარჯვების გოლი გაიტანა და შემდგარი შურისძიებით ბედნიერი, ლუკასს თვალწინ ჩაუსრიალდა! პოდოლსკი კი თავდახრილი, ძალიან გაბრაზებული იდგა. ამასობაში, "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერიც ადგილზე გაჩნდა, ჯერ შაჰინს გადაეხვია, მერე კი პოდოლსკის უყვიროდა.

ამბები საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა, ლუკასი შაჰინს ეტეოდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა არ მიუშვეს, შაჰინმა კი დაიჩივლა, პანღური ამომარტყა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს უკვე ყველანაირ ჩარჩოებს სცდებაო. ამ ყველაფრისთვის ლუკასი წესით უნდა დასაჯონ. მერე კი "კიოლნის" ფანებმა "ბორუსიას" ავტობუსს ქვები დაუშინეს. იურგენ კლოპის ნათქვამი პირდაპირ ეთერში: "თუ დღეს ბარში ვინმე გიამბობთ, დორტმუნდელების ავტობუსს ქვა ვესროლეო, ჩემს მაგივრად მაგრად გაარტყით!"

"მაინცის" ზღაპარი კი "ჰამბურგმა" დაასრულა: HSV-მ ტუხელის სენსაციურ გუნდს ყველა დროის რეკორდის დამყარების საშუალება არ მისცა, მოუგო რა სტუმრად მინიმალური ანგარიშით - "მაინცი" "მეცხრე ციდან" პაულო გერერომ მატჩის 89-ე წუთზე გატანილი გოლით ჩამოხსნა. თუმცა "მაინცის" მიღწევა (7 მოგება სეზონის სტარტზე) მაინც გენიალურია, რადგან ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ორ გუნდს აქვს გაკეთებული: 1995 და 2001 წლებში, "კაიზერსლაუტერნსა" და "ბაიერნს"). მართალია, რვა ტურის შემდეგ არც შვიდი მოგებაა ცუდი შედეგი (პირიქით!), მაგრამ "მაინცმა" ლიდერობაც დაკარგა. მაინცელთა დამრიგებელი ტუხელი კი მსაჯებზე იყო განრისხებული და საფინალო სასტვენის შემდეგ იმდენი იყვირა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების მანძილზე არ უყვირია. ტუხელი მეოთხე მსაჯთან მიიჭრა და ყველას გასაგონად უყვიროდა: "რატომ ჩასტვინა? რატომ დაამთავრა თამაში 40 წამში, როცა ორი წუთი იყო დამატებული? ეს რა უბედურებაა? ახალ ველოსიპედს იგონებთ, თუ არ გინდოდათ, რომ გოლი გაგვეტანა?"

ექსპერტები კი რისი ექსპერტები არიან, ყველაფერი ზუსტად რომ არ დაეთვალათ: სინამდვილეში, არბიტრმა ბრიხმა თამაში 90 წუთის შემდეგ, ერთ წუთსა და 55 წამში დაასრულა, ანუ, რეალურად დამატებულ დროს 5 წამი დააკლო და არავინ ფიქრობს, რომ ხუთ წამში "მაინცი" გოლის გამტანი იყო (შეტევაც კი არ ჰქონდათ დაწყებული). უბრალოდ, ტუხელს საათმა და ნერვებმა ერთად უმტყუნეს. ეპატიება, მაგრამ ტუხელსაც აქვს თავისი არგუმენტი, დამატებით დროში "ჰამბურგის" ფეხბურთელს ექიმები ნახევარი წუთის განმავლობაში მკურნალობდნენ და იმედი მქონდა, რომ მსაჯი კიდევ ერთი შეტევის უფლებას მოგვცემდაო. თუმცა ტუხელმა იქვე აღიარა, რომ "მაინცის" მსაჯის ბრალი ნამდვილად არ იყო: "ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ და ისე კარგად ვეღარ ითამაშეს, როგორც წინა მატჩებში. არა უშავს, ამ წაგებით არაფერი დამთავრებულა!" ძალიან საინტერესოა, როგორ განაგრძობს "მაინცი" პირველი იმედგაცრუების შემდეგ.

"ბაიერნისა" და "ჰანოვერის" მატჩის შემდეგ, რომელიც ბავარიულმა გრანდმა 3:0 მოიგო, თავდამსხმელმა მარიო გომესმა მაშინვე გასახდელს მიაშურა - ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს. გასახდელში მას მობილური ტელეფონი "ელოდებოდა" - 33 ახალი ტექსტური შეტყობინებით! ჰო, გომესმა 33 მილოცვა მიიღო იმისათვის, რომ 13 თებერვლის (!) შემდეგ, ბუნდესლიგაში პირველად შეძლო გოლის გატანა და თანაც, ჰეთ-თრიკი შეასრულა. რვა თვე უგოლოდ მყოფმა ფორვარდმა, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ყველა აკრიტიკებდა, ერთბაშად სამი გოლი გაიტანა - მისთვის უმნიშვნელოვანესი გოლები.

"ჩილეში მეშახტეები რომ იხსნეს, პირველს მარიო გომესი ჰქვია. ეს რომ გავიგე, ჟრუანტელმა დამიარა! - ასე დაიწყო დამშვიდებულმა მარიომ თავისი კომენტარი, - თანაც, სულ 33 მეშახტე გადაარჩინეს და მე ხომ 33-ე ნომერი ვარ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დღეს სამი გოლი გავიტანე. ეს ბედისწერაა!" "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის თქმით, გომესი ჩემპიონთა ლიგაში, "კლუჟთანაც" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს...

"შალკესა" და "შტუტგარტს" შორის დაფიქსირებული 2:2 არც ერთს აწყობდა და არც მეორეს - შვაბები ბოლო ადგილზე დარჩნენ, "შალკემ" კი წინ მხოლოდ ერთი ადგილით წაიწია და ახლა მე-16 პოზიციაზეა. სწორედ ამიტომ აყვირდა მატჩის შემდეგ გელზენკირხენელთა მცველი კრისტოფ მეტცელდერი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წელს გადარჩენისთვის მოგვიწევს ბრძოლაო - არადა, "შალკე" მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ფაქტებით რომ ვილაპარაკოთ: 1. "შალკემ" ბოლო 4 საშინაო მატჩში ("ჰანოვერთან", "დორტმუნდთან", "გლადბახთან" და "შტუტგარტთან") მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და "ხუმარების" უკანასკნელი საშინაო გამარჯვება 17 აპრილით (3:1 გლადბახთან) თარიღდება; 2. "შალკემ" 8 თამაშში 16 გოლი გაუშვა; 3. "შალკე" მეთექვსტემეტეა, მისი მოსისხლე მტერი "დორტმუნდი" კი სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას! "შტუტგარტს" მწვრთნელი უკვე (ჯერ კიდევ ამ თამაშამდე) მოუხსნეს, ხომ არ ელის იგივე "შალკეს" უფრო ძლევამოსილ დამრიგებელ ფელიქს მაგათსაც? გამორიცხული უკვე აღარაფერია, რადგან წინა სეზონში მეორე ადგილზე გასული გუნდი, რომელმაც ზაფხულში ტრანსფერებში 40 მილიონი დახარჯა, 8 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაშია და ჩემპიონობას ვინღა ჩივის, თუ ასე გააგრძელეს, "ხუმარებს" ჩემპიონთა ლიგა კი არა, ევროპის ლიგაც სანატრელი გაუხდებათ.

გოტფრიდ ლენცი

მომდევნო ტური

22 ოქტომბერი. ჰამბურგი-ბაიერნი. 23 ოქტომბერი. აინტრახტი-შალკე, ბორუსია (მ)-ვერდერი, ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი, ჰანოვერი-კიოლნი, ნიურნბერგი-ვოლფსბურგი. 24 ოქტომბერი. ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი, ლევერკუზენი-მაინცი, შტუტგარტი-ზტ. პაული.

კიოლნი-ბორუსია (დ) 1:2 (იხილეთ ვიდეო)

კიოლნი (4-1-4-1): ვარვოდიჩი 4 - ბრეჩკო 4, ჟერომელი 4, მოჰამადი 4, ერეთი 4.5 - პეტიტი 4 (78. ნოვაკოვიჩი) - კლემენსი 4.5, ლანიგი 3.5, მატუშიკი 3.5, ჟაჟალო 4 (76. ჩიჰი) - პოდოლსკი 2.5.

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი 3 - პიჟჩეკი 3.5, სუბოტიჩი 3.5, ჰუმელსი 3, შმელცერი 3 - ს. ბენდერი 3.5, ნ. შაჰინი 1.5 - ბლაშჩიკოვსკი 2.5, კაგავა 4 (72. გიოტცე), გროსკროიტცი 2.5 - ბარიოსი 3.5 (76. ლევანდოვსკი).

გოლები: 0:1 ბლაშჩიკოვსკი (20), 1:1 პოდოლსკი (82), 1:2 ნ. შაჰინი (91)

გაფრთხილება: 2-4; დარტყმა: 16(5)-20(5); ჯარიმა: 24-17; კუთხური: 4-2; ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 50 000

ზტ. პაული-ნიურნბერგი 3:2

ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი 3 - ლეხნერი 3.5, სამბრანო 4, თორანდტი 4, ოჩიპკა 3 - ბოლი 4, მ. ლემანი 3 - კრუსე 3.5 (84. ნაკი), ასამოა 2.5 (74. ბრუნსი), ბარტელსი 4 (64. ჰენინგსი 3.5) - ებერსი 3.

ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი 3.5 - იუდტი 3.5, ნილსონი 4, ვოლფი 4, პინოლა 4 - სიმონსი 4, ჰეგელერი 3.5 (86. მენდლერი) - აიგლერი 5 (76. ბოაკი), გიუნდოგანი 4 (88. მინტალი), ექიჩი 2.5 - შიბერი 4.

გოლები: 1:0 ასამოა (45+1), 1:1 ექიჩი (48), 2:1 ებერსი (59), 2:2 ვოლფი (62), 3:2 ბრუნსი (82)

გაფრთხილება: 2-3; დარტყმა: 14(7)-14(6); ჯარიმა: 14-18; კუთხური: 6-6; ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 24 343

შალკე-შტუტგარტი 2:2

შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი 4 - უჩიდა 4.5, ჰიოვედესი 3, მეტცელდერი 3, შმიტცი 4.5 - მატიპი 3.5 (71. კლუგე) - ედუ 3 (85. ჰაო), მორიტცი 4 - ხურადო 3 (76. ბაუმიოჰანი) - ჰუნტელაარი 3, რაული 4.

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი 2.5 - ჩელოცი 3.5, ნიდერმაიერი 3, ტასკი 4, ბოკა 3.5 - ტრეში 2.5, კუჟმანოვიჩი 3.5 - გებჰარდტი 3 (71. ჰარნიკი), კაკაუ 4 (78. პოგრებნიაკი), გენტნერი 4 - მარიკა 4.

გოლები: 0:1 გებჰარდტი (15), 1:1 ედუ (29), 1:2 ჰარნიკი (74), 2:2 ჰუნტელაარი (80-პენ)

გაფრთხილება: 0-3; დარტყმა: 16(5)-10(6); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 7-3; ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 61 673

ვერდერი-ფრაიბურგი 2:1

ვერდერი (4-2-3-1): ვიზე 3.5 - ფრიტცი 4, მერტეზაკერი 4, პრიოდლი 3.5, სილვესტრი 5 (69. პისარო 2.5) - ვესლი 2.5, ფრინგსი 3 - არნაუტოვიჩი 4.5, ჰანტი 3 (90. ბარგფრედე), მარინი 5 - უგო ალმეიდა 2.5.

ფრაიბურგი (4-1-3-1-1): ბაუმანი 3.5 - მუიჯა 4, ბართი 5, ტოპრაკი 5.5, ბასტიანსი 4 - შუსტერი 3 - აბდესადკი 4.5 (89. რაიზინგერი), მაკიადი 3, ნიკუ 5 (77. პუცილა) - კალიგიური 3.5 (75. იანო) - სისე 3.5.

გოლები: 1:0 ჰანტი (33), 1:1 შუსტერი (62), 2:1 უგო ალმეიდა (73)

გაფრთხილება: 0-0; დარტყმა: 21(6)-13(3); ჯარიმა: 13-19; კუთხური: 11-0; ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 34 500

ბაიერნი-ჰანოვერი 3:0

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი 4 - ლამი 4, ტიმოშჩუკი 3, ბადშტუბერი 2.5, ბრააფჰაიდი 3.5 (65. შვაინშტაიგერი 2.5) - ოტლი 4, პრანიჩი 3.5 - ჰამით ალთინთოფი 3.5, თ. მიულერი 4, კროოსი 3.5 - გომესი 1.

ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი 3.5 - ჩერუნდოლო 4, ავევორი 4.5, კ. შულცი 5, რაუში 4 - შმიდებახი 4, პინტუ 3.5 (26. ჯაპკა 4.5) - შტოპელკამპი 4.5 (78. შლაუდრაფი), შტინდლი 4.5 - ია კონანი 4.5, ფორსელი 5.5 (60. ჰანკე 4).

გოლები: 1:0 გომესი (21), 2:0 გომესი (77), 3:0 გომესი (90)

გაფრთხილება: 3-1; დარტყმა: 15(8)-7(1); ჯარიმა: 9-18; კუთხური: 5-3; ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 69 000

მაინცი-ჰამბურგი 0:1

მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო 3 - ფ. ჰელერი 3.5 (30. ზაბავნიკი 3.5), სვენსონი 5, ნოვესკი 3.5, ფუხსი 2.5 - პოლანსკი 3 - კალიგიური 3 (81. კარჰანი), სოტო 3.5 - ჰოლტბი 2.5 - შალაი 4 (84. რაზმუსენი), შიურლე 3.

ჰამბურგი (4-1-2-1-2): ფ. როსტი 2.5 - დემელი 4.5 (46. ბენჯამინი 4), ვესტერმანი 3, მატიისენი 3, იანსენი 4 - რინკონი 3 - კაჩარი 3.5, ზე რობერტო 2.5 - ტროხოვსკი 3 - ვან ნისტელროი 3.5 (92. ჩუპო-მოტინგი), გერერო 2.5.

გოლი: 0:1 გერერო (89)

გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 13(5)-12(4); ჯარიმა: 14-14; კუთხური: 7-4; ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 20 300

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 2:3

ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ჰიტცი 5 - რიტერი 3, კიაერი 4.5, ბარძალი 2.5, მ. შეფერი 3 - ჟოსუე 3 (86. დეჟაგა) - ჰასებე 4.5 (79. სისერო), კალენბერგი 3.5 (85. მანჯუკიჩი) - დიეგო 3.5 - გრაფიტე 2.5, ჯეკო 2.5.

ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი 3.5 - შვააბი 4.5, მ. ფრიდრიხი 4, ჰიიპია 4.5, კადლეცი 3 - ვიდალი 2, რაინარტცი 4.5 (69. როლფესი 1) - სემი 5, ბარნეტა 4 (62. ლ. ბენდერი 3) - ჰელმესი 5 (62. იორგენსენი 3), დერდიოკი 4.

გოლები: 1:0 დიეგო (9), 2:0 გრაფიტე (68), 2:1 როლფესი (72), 2:2 ვიდალი (75-პენ), 2:3 როლფესი (82)

გაფრთხილება: 1-5; დარტყმა: 9(5)-16(5); ჯარიმა: 14-15; კუთხური: 5-7; ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 30 000

კაიზერსლაუტერნი-აინტრახტი 0:3

კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - ვალხი (46. კირხი), ბილეკი (57. მორავეკი), ტიფერტი, ილიჩევიჩი - ჰოფერი (79. ნემეცი), ლაკიჩი.

აინტრახტი (4-2-2-2): ნიკოლოვი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი (89. ამანატიდისი) - შვეგლერი, კრისი - ოხსი (91. შტაინჰიოფერი), კიოლერი - ჰალილ ალთინთოფი, გეკასი (79. ა. მაიერი).

გოლები: 0:1 გეკასი (45), 0:2 გეკასი (67), 0:3 ა. მაიერი (83)

26-ე წუთზე ლაკიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 10(3)-9(6); ჯარიმა: 18-16; კუთხური: 4-2; ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 49 780

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 3:2

ჰოფენჰაიმი (4-3-3): შტარკე - ბეკი, ვორსა (85. იაისლე), კომპერი, იბერტსბერგერი - რუდი, ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი - მლაპა (87. ობასი), იბიშევიჩი (46. ვუკჩევიჩი), ბა.

ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ბეილი - ლეველსი, ანდერსონი, დემსი, შახტენი - მარქსი (78. დე კამარგო), ბრედლი - არანგო, იდრისუ - როისი (85. ვისინგი) - ბობადილია (78. კაჩუნგა).

გოლები: 0:1 ბობადილია (12), 1:1 ბა (46), 2:1 ანდერსონი (67-საკ. კარში), 3:1 სალიჰოვიჩი (82-პენ), 3:2 იდრისუ (91)

გაძევება: არანგო (62. ბორუსია მ.), შახტენი (81. ბორუსია მ.)

გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 27(6)-12(6); ჯარიმა: 23-19; კუთხური: 9-6; ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 30 150

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 8 7 0 1 20-6 21

2. მაინცი 8 7 0 1 18-8 21

3. ლევერკუზენი 8 4 3 1 18-14 15

4. ჰოფენჰაიმი 8 4 2 2 16-12 14

5. ჰამბურგი 8 4 2 2 13-11 14

6. ზტ. პაული 8 4 1 3 11-10 13

7. ჰანოვერი 8 4 1 3 11-11 13

8. აინტრახტი 8 4 0 4 14-9 12

9. ფრაიბურგი 8 4 0 4 12-13 12

10. ბაიერნი 8 3 2 3 8-8 11

11. ვერდერი 8 3 2 3 13-17 11

12. ვოლფსბურგი 8 3 1 4 14-14 10

13. ნიურნბერგი 8 2 3 3 9-11 9

14. კაიზერსლაუტ. 8 2 1 5 9-16 7

15. ბორუსია (მ) 8 1 3 4 13-23 6

16. შალკე 8 1 2 5 10-16 5

17. კიოლნი 8 1 2 5 8-15 5

18. შტუტგარტი 8 1 1 6 14-17 4

ბომბარდირები: 7 - სისე (ფრაიბურგი), გეკასი (აინტრახტი); 5 - ჯეკო (ვოლფსბურგი), გრაფიტე (ვოლფსბურგი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ჰუნტელაარი (შალკე), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), პოგრებნიაკი (შტუტგარტი)

II ბუნდესლიგა

VIII ტური

კარლსრუე-ბოხუმი 0:2

გოლები: 0:1 ჩონგი (24), 0:2 იაია (26)

უნიონი-აუე 1:1

გოლები: 0:1 ჰენზელი (2), 1:1 მოსკერა (9)

ფორტუნა-აუგსბურგი 1:0

გოლი: 1:0 ბრიოკერი (43)

ფიურტი-ოსნაბრიუკი 3:0

გოლები: 1:0 ონუეგბუ (6), 2:0 ალეკშიჩი (45+2), 3:0 შტანგი (60-საკ. კარში)

ფრანკფურტი-ჰერტა 0:1

გოლი: 0:1 რამოსი (88)

კოტბუსი-პადერბორნი 3:1

გოლები: 1:0 ადლუნგი (1), 2:0 ჰიუნემაიერი (56), 2:1 მოსკერა (68), 3:1 იულა (71)

ობერჰაუზენი-მიუნხენ 1860 0:0

ალემანია-ინგოლშტადტი 2:1

გოლები: 1:0 აუერი (5), 1:1 მო. ჰარტმანი (68), 2:1 შტიბერი (80)

არმინია-დუისბურგი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰერტა 8 6 2 0 15-5 20

2. ფიურტი 8 6 1 1 14-5 19

3. აუე 8 5 2 1 10-6 17

4. კოტბუსი 8 5 1 2 19-13 16

5. დუისბურგი 7 5 0 2 13-6 15

6. მიუნხენ 1860 8 4 2 2 11-8 14

7. ობერჰაუზენი 8 4 2 2 9-8 14

8. ალემანია 8 3 3 2 12-11 12

9. ფრანკფურტი 8 4 0 4 9-9 12

10. ბოხუმი 8 4 0 4 10-11 12

11. აუგსბურგი 8 3 1 4 12-10 10

12. კარლსრუე 8 2 2 4 12-19 8

13. პადერბორნი 8 2 1 5 7-10 7

14. ოსნაბრიუკი 8 2 1 5 13-18 7

15. უნიონი 8 1 3 4 8-13 6

16. ფორტუნა 8 2 0 6 6-13 6

17. ინგოლშტადტი 8 1 1 6 8-15 4

18. არმინია 8 1 0 6 6-14 3

ბომბარდირები: 7 - პეტერსენი (კოტბუსი); 5 - ჩონგი (ბოხუმი); 4 - ფრენდი (ჰერტა), ჰაიდრიხი (ოსნაბრიუკი), ლამიდი (ობერჰაუზენი), მაიერჰოფერი (დუისბურგი), რაკიჩი (მიუნხენ 1860), თურკი (აუგსბურგი), შტიბერი (ალემანია).

III ბუნდესლიგა

XIII ტური

ვერდერი II-ბრაუნშვაიგი 0:5, კობლენცი-კარლ ცაისი 1:0, აალენი-ზაარბრიუკენი 1:1, ალენი-ზანდჰაუზენი 1:1, რეგენსბურგი-ბაიერნი II 0:0, ვეენი-შტუტგარტი II 2:1, ბაბელსბერგი-ბურგჰაუზენი 0:2, უნტერჰახინგი-ოფენბახი 1:1, ჰანზა-ჰაიდენჰაიმი 2:1, ერფურტი-დრეზდენი 3:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა