დი მატეოსთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა და იტალიელმა "შალკეს" ბოსებს მოსაფიქრებელი დრო სთხოვა

"შალკე" ისევ ახალ მწვრთნელს ეძებს. ჰუუბ სტევენსის გათავისუფლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული გელზენკირხენული კლუბი ჯერჯერობით ისევ უდამრიგებლოდაა.

გერმანიის თასის მერვედფინალურ მატჩში, რომელიც "შალკემ" "მაინცთან" 1:2 წააგო, გუნდს დროებით იენს კელერმა უხელმძღვანელა, ახალი წლიდან კი "ხუმარებს" ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება. ეს იქნება მეხუთე ახალი დამრიგებელი ბოლო 27 თვეში...

2011 წლის მარტში "შალკეს" ბოსებმა ფელიქს მაგათი გაათავისუფლეს, სექტემბერში კი რალფ რანგნიკი თავისით გადადგა.

"პროფესორი რალფი" გელზენკირხენში ჰუუბ სტევენსმა შეცვალა, რომელიც გასულ კვირას გაათავისუფლეს. არადა, ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.

მე-9 ტურის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია "შალკეს" აქებდა - იმხანად გელზენკირხენელებმა მოსისხლე მტერი დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხეს და "ბაიერნის" პირველი მდევრები გახდნენ.

თუმცა ეიფორია ძალიან მალე ჩაცხრა: "შალკემ" ბუნდესლიგის პირველი წრე საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რასაც სტევენსის გაგდება მოჰყვა, ახლა კი გუნდი გერმანიის თასიდანაც გავარდა.

მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი არაფერს გამორიცხავს, მაგრამ სავარაუდოდ კელერს სეზონის ბოლომდე დატოვებს.

ყველამ იცის, რომ მას "მაინცის" მწვრთნელი თომას ტუხელი მოსწონს, მაგრამ ამ უკანასკნელმა "შალკეს" ხელმძღვანელებს უკვე უარი შეუთვალა. გავრცელდა ცნობები "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეესა და "ფიურტის" დამრიგებლის, მაიკ ბიუსკენსის შესახებ; ჟურნალ "შპორტ ბილდის" უახლესი ცნობების თანახმად კი, "შალკე" "ჩელსის" ყოფილ თავკაც რობერტო დი მატეოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეს უკანასკნელი ლონდონური კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს. არადა, დი მატეომ "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, რის გამოც ლონდონელი ფანები დღემდე მისტირიან.

"ბილდისა" და "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, დი მატეოსთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა და იტალიელმა "შალკეს" ბოსებს მოსაფიქრებელი დრო სთხოვა. აქვე ვთქვათ, რომ დი მატეომ ექვსი ენა იცის - მათ შორის გერმანულადაც მშვენივრად საუბრობს, რაც მას "შალკესთვის" კიდევ უფრო სასურველ კანდიდატად აქცევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა