14-მატჩიანი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კვლავ მოედანზე გამოჩნდა
14-მატჩიანი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია კვლავ მოედანზე გამოჩნდა.

21 ნოემბრის შემდეგ ხან ტრავმის, ხანაც მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილების გამო ქართველ ფორვარდს თამაში არ უწევდა და ერთი ხანობა განვითარების ლიგაში გაშვებას უპირებდნენ, თუმცა თორნიკე ისევ "ბრუკლინშია" და 20 დეკემბერს, გამთენიისას, მცირედით, მაგრამ მაინც ითამაშა.

მწვრთნელმა შენგელია და კიდევ 3 სათადარიგო მაშინ შეუშვა მოედანზე, როცა "ნიუ იორკთან" მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

შენგელიამ, მირზა ტელეტოვიჩმა, მარშონ ბრუკსმა და ტაიშონ ტეილორმა "მედისონ სკვერ გარდენში" გამართული მატჩის ბოლო 2 წუთი ითამაშეს.

აღმოსავლეთისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა ბრუკლინელებმა 86:100 დათმეს. იმ 2 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, შენგელიამ 2 ქულისა და 1 მოხსნის მითვლა მოასწრო, თან დაჯარიმდა კიდეც.

ხსენებული 4 სათადარიგოდან ტელეტოვიჩი და ბრუკსი უქულოდ დარჩნენ, ხოლო ტეილორმა ყველაზე მეტი - 4 მოინაგრა.

ერთ დროს ლიდერთა შორის მყოფი "ბრუკლინი" დაღმასვლას განიცდის. ბოლო 10 მატჩიდან ნიუ იორკის გარეუბნელებმა 8 წააგეს.

ახლა მათ 13 მოგება და 12 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში "ბოსტონთან" ერთად VII-VIII ადგილებს იყოფენ. შემდეგ შეხვედრაში, 23 დეკემბერს, "ბრუკლინი" "ფილადელფიას" უმასპინძლებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა