"ბილდისა" და "კიკერის" ინფორმაციით, შუსტერი "ვოლფსბურგთან" კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებს
გერმანულ მედიაში 20 დეკემბერს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერნდ შუსტერის "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია და 52 წლის სპეციალისტს "მგლებში" ოფიციალურად დღეს, 21 დეკემბერს წარადგენენ.

"ბილდისა" და "კიკერის" ინფორმაციით, შუსტერი "ვოლფსბურგთან" კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებს.

"ვოლფსბურგის" მენეჯერმა კლაუს ალოფსმა 20 დეკემბერს მხოლოდ შუსტერით დაინტერესება დაადასტურა და თქვა, რომ 1980 წლის ევროპის ჩემპიონი "მგლების" თავკაცის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია.

თუმცა უკვე გადაწყდა, რომ "ვოლფების" დროებითი მწვრთნელი ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი, რომელიც გუნდს ფელიქს მაგათის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა, ისევ 23-წლამდელთა გუნდში იმუშავებს. 60 წლის კიოსტნერმა 20 დეკემბერს ისევ ახალგაზრდა ვოლფსბურგელები ავარჯიშა.

ბერნდ შუსტერისთვის ეს ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში პირველი გამოჩენა იქნება. სამწვრთნელო ასპარეზზე შუსტერის ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წლით თარიღდება - მაშინ ბერნდმა მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

შუსტერი ბოლოს თურქულ "ბეშიქთაშში" მუშაობდა, საიდანაც 2011 წლის მარტში წამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა