იმერული დერბი - ჯიგრიანი და სანახაობრივი ფეხბურთი
"ლელოს" წინასამატჩო მიმოხილვაში ვწერდით, რომ მეორე წრის სასტარტო ტური იმერულ დერბის უნდა დაემშვენებინა და არც შევმცდარვართ - ქუთაისურმა შეხვედრამ მოლოდინი სრულებით გაამართლა და გუნდებმა ისეთი ჯიგრიანი და სანახაობრივი ფეხბურთი გააჩაღეს, ქართულ პირველობას რომ ესოდენ აკლია. სტადიონზე მისულმა თუ ტელეეკრანებთან მოკალათებულმა მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა.

გია გიგატაძის მიერ დამოძღვრილი "ტორპედო" აშკარა პროგრესის გზას ადგას. აქამდე, საკუთარ მოედანზე გამართულ ოთხ მატჩში რიონისპირელებს მოგება არ ჰქონდათ და "ზესტაფონის" დამარცხებით ნავსიც გატეხეს. არადა, ფეროელები ქუთაისს ლიდერისა და ფავორიტის სტატუსით ეწვივნენ. გია გეგუჩაძემ შემტევი ტაქტიკა აირჩია. ქუთაისელთა დამრიგებელმა კი ძირითად ძალებს მოედნის ცენტრში მოუყარა თავი, ხოლო წინ ეულად გაამწესა ვახტანგ კვარაცხელია, რომელსაც ოდნავ უკნიდან ახალგაზრდა ნიკა საბანაძე ეხმარებოდა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტორპედოელთა რიგებში და ჯერ კვარაცხელიასთან, მისი შეცვლის შემდეგ კი კემუხტაშვილთან ერთად, ზესტაფონელებს ბევრ პრობლემებს უქმნიდა.

სასარგებლოდ ირჯებოდა ქუთაისელთა მარცხენაფლანგელი თორნიკე თარხნიშვილიც, რომლის მწვავე გარღვევებს ზესტაფონელები ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ. 28-ე წუთზე სწორედ მისი წაქცევისთვის დანიშნულ ჯარიმას მოჰყვა გიგაურის საგოლე დარტყმა, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

ზესტაფონელები მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები მოედნის თითოეულ გოჯზე თავგამოდებით იბრძოდნენ და მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდნენ. თავდაპირველად ორივე გუნდმა "სტანდარტულებიდან" გაამწვავა ვითარება. ამას გარდა, თოდუასთან ორთაბრძოლაში გელაშვილი წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა ლაშა სილაგავამ სხვაგვარად განსაჯა...

მე-11 წუთზე ზესტაფონელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. ფეროელთაგან ყველაზე აქტიურმა გელაშვილმა სპრინტერული თვისებები გამოავლინა, სამ მცველს დაუხლტა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა, თუმცა მასპინძლები ძელმა იხსნა.

ტორპედოელები არ დაბნეულან და ზესტაფონელებს რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევებით უპასუხეს, თუმცა საგოლე მდგომარეობამდე საქმე არ მისულა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - მარცხენა ფლანგზე თარხნიშვილის მორიგ აქტიურობას ზესტაფონელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, დიღმელაშვილმა მეკარის ბაქანთან მაღალი ბურთი ჩააგდო, მცველებმა შეძლეს მისი მოგერიება, მაგრამ პირდაპირ გიგაურს "დააჯდა" ფეხზე და შორიდან დაუშვებლად დარტყმული ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეში აღმოჩნდა -1:0.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეგნებულად დათმეს უპირატესობა და თავად კონტრშეტევებზე გააკეთეს აქცენტი. ამ ტაქტიკამ გაამართლა. ფეროელები ბურთს აკონტროლედნენ და გაცილებით მეტს უტევდნენ ვიდრე მასპინძლები, თუმცა საგოლე მომენტები ორივე გუნდმა თითქმის თანაბრად შექმნა. 48-ე წუთზე კემუხტაშვილი გაექცა მეურვეებს და კარშიც დაარტყა, მაგრამ კვასხვაძე ფხიზლად დაუხვდა ბურთს. 56-ე წუთზე კი სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ - მცველების გარემოცვაში მყოფმა საბანაძემ საჯარიმოს გარედან შემობრუნებით დაარტყა, კვასხვაძე უძლური იყო, მაგრამ სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა...

გეგუჩაძემ შეცვლებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება და მოედანზე ჯერ ალადაშვილი, მოგვიანებით კი წინამძღვრიშვილი და ბაბუნაშვილი გამოიყვანა. ალადაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში. 68-ე წუთზე მის მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებულმა გელაშვილმა თავური დარტყმა მიაყოლა და ოდნავ ააცილა. ამას ელიავას სახიფათო დარტყმა მოჰყვა. კიდევ ორიოდე წუთი და იმავე ალადაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ დვალმა "მაკრატელა" დაარტყა და ბურთი მცველებმა მოიგერიეს. ალადაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმა კი მეკარე მიგინეიშვილმა მოიგერია.

უქმად ქუთათურებიც არ ყოფილან. საბანაძე და კემუხტაშვილი ხშირად აწუხებდნენ მეტოქეს. კარგად ერთვებოდნენ შეტევებში ჩიკვილაძე და დიღმელაშვილი, თუმცა მათ მცდელობას რაიმე განსაკუთრებული ხიფათი არ მოჰყოლია.

თამაშის მიწურულს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. 78-ე წუთზე დვალი თავისუფალი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ უზუსტოდ მოუვიდა. ამას ზესტაფონელთა მხრიდან უხეში თამაში მოჰყვა, რამაც ქუთაისელი ფანები გააბრაზა და ერთ-ერთმა ვაიგულშემატკივარმა მოედანზე ბოთლი ისროლა, თუმცა წესრიგის დამრღვევი სტადიონის დაცვამ მალევე "დააშოშმინა" და ინციდენტს გართულება აღარ მოჰყოლია.

87-ე წუთზე გელაშვილმა, რომელიც მეორე ტაიმში ძირითადად მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა, ფლანგზე გაილაღა და დვალს თავზე დაასვა ბურთი, თუმცა ჯაბას თავური სამიზნეს ოდნავ ასცდა და ზესტაფონელებმა ქულის გადარჩენის ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვეს.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "ქუთაიში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. სავსე ტრიბუნები და მხურვალე გულშემატკივრობა. თამაშიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. სახიფათო მომენტებითა და გააზრებული კომბინაციებით. უპირატესობას ვფლობდით, ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ წინ მთელი ჩემპიონატია და დღევანდლ შეცდომებს მომავალი მატჩებისთვის გავითვალისწინებთ".

გია გიგატაძე (ტორპედო): "მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის. "ზესტაფონი" საქართველოში საუკეთესო გუნდია და ჩვენ მისი დამარცხება მოვახერხეთ".

17.10. ქუთაისი. ცენტრალური. 5 000 მაყურებელი

ტორპედო 1

ზესტაფონი 0

1:0 გიგაური (28)

ტორპედო ზესტაფონი

4-4-1-1 4-4-2

მიგინეიშვილი რ. კვასხვაძე

ფოფხაძე ბენაშვილი

ფარულავა ხიდეშელი

ს. თოდუა გ. ონიანი

ჩიკვილაძე ელიავა

დათუნაიშვილი დაუშვილი

მ. გიგაური ძარია

დიღმელაშვილი აფციაური

თარხნიშვილი გრიგალაშვილი

საბანაძე გელაშვილი

ვ. კვარაცხელია დვალი

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. გიგატაძე გ. გეგუჩაძე

ტორპედო

41. ვ. კვარაცხელია - კემუხტაშვილი

65. თარხნიშვილი - გ. ჩხეტიანი

78. ვ. გიგაური - ლომაშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, ნ. კვასხვაძე, მაჭავარიანი, გურული

ზესტაფონი

58. ძარია - ალადაშვილი

77. ბენაშვილი - წინამძღვრიშვილი

77. დაუშვილი - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, გორგიაშვილი, ფიფია

გაფრთხილება: კვარაცხელია (31), ძარია (48), ხიდეშელი (86)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

babu77
ხა ხა ხა 5000 ცალი პეხები დაუთვალეთ ხალხს:D:D:D ვაი თქვენს პატრონს :D ლელოს ძან სეუყვარდა ზესტა :D :P
vaxo
დინამოს ტამა\სზე რამდენი დათვალე 100 ის მაგივრად 50000?
Fc Dogma
მეც 5 000 დავთვალე
beqa1685
ნუ ხართ ეს ლელო ტენდენციურები ჯერ ერთი 10 000 კაცამდე იყო მეორეც რა ატმოსფერო იყო სტადიონზე ერთი სიტყვაც არ გიწერიათ
vaxo
დინამოზე რო ყოფილიყო 10 000 30 000 დაწერდენ. გასკდით გულზე. დინამოს წამოვეწევით და დავტოვებტ 4 ლს მიღმა.
beberi-shreki
შეასწორეე 10000კაცამდე იყო .და ნუ ცდილობთ განახევრებას,რაც იყო დაცერეთ ,მტელმა საქართველომ ნახა ეს თამაში პირდაპირ ეთერში და რატო გვაბრმავეეებ???
vaxo
რატო გვაკლებთ ამ ბალელშიკებს. 5000 არა 10 000 იყო. გშUრთ თუ რატო ატყვილებთ ამ ხალხს
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს