საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თქმით, კიევის "არსენალიდან" მისი წასვლის შანსი საკმაოდ დიდია
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ამჟამად ისვენებს. მისთვის გასული წელი წარმატებული გამოდგა.
უკრაინის სხვადასხვა კლუბის სათადარიგოთა სკამზე მომაბეზრებელი ჯდომის შემდეგ ლეონიდ კუჩუკი კიევის "არსენალში" ენდო და 25 წლის ქართველი ლეგიონერი კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
უკრაინაში პოპულარული საფეხბურთო გადაცემა "პროფუტბოლის" მიერ აპრილში გავრცელებული ცნობა, რომ კიევის "დინამო" "არსენალის" მოთამაშით დაინტერესდა, წლის ბოლოს რეალობას დაემსგავსა და ამაზე მთელი ამ ქვეყნის მედია ალაპარაკდა.
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად მწვრთნელი ივან გეცკო დარწმუნებით ამბობდა, რომ კობახიძის გადაყვანა კიეველებს წაადგებოდათ (იხილეთ ვრცლად).
სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა "დნიპროში" უნდობლობისა და კრივოი როგის "კრივბასში" გაწვალებული კარიერის შემდეგ უკრაინაში აღიარება დაიმსახურა.
სანდრო კობახიძე "ლელოს" სტუმარია და საინტერესო ამბებს გვიყვება.
- უკრაინული კლუბები მოთამაშეებს ხანგრძლივი შვებულებებით არ ანებივრებენ.
- წელს ისე მოხდა, რომ შვებულება 3 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგვიგრძელდა.
- გასაგებია, რომ დასვენება ფეხბურთელებს განსაკუთრებით გენატრებათ. საინტერესოა, ამ დროს თუ ვარჯიშობ და ფორმას როგორ ინარჩუნებ?
- დასვენებაზე მთელი წლის დაღლილობა უნდა მოიშორო, მაგრამ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. სანამ დაგვითხოვენ, კლუბში ინდივიდუალურ გეგმას გვიდგენენ, რომ მინიმალური კონდიცია შევინარჩუნოთ და მოსამზადებელი ეტაპის დაწყებას წონამომატებული და თამადის ფორმაში არ შევხვდეთ.
თავიდან რამდენიმე დღე ვისვენებდი, მაგრამ ახლა მსუბუქად ვიტვირთები და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ვარჯიშია.
- ნაკრების ფეხბურთელები ამ პაუზის დროს ერთად თამაშით არ ერთობით?
- თამაშს ვერიდები, რადგან ტრავმის საფრთხე საკმაოდ დიდია. ასეთ დროს მოყვარულებს რომ ხვდები, თავის გამოჩენას ცდილობენ და შეიძლება დაშავდე.
- დიახ, თბილისი, სახლი და ოჯახური გარემო მომენატრა. ასე კარგად ვერსად ვისვენებ.
- ბევრი ამ დროს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატარებს...
- ახლობლები ზღვაზე მეტად მენატრება. მერე ვნახოთ, შეიძლება რამდენიმე დღით წავიდე.
- მეორე წრისთვის მომზადებას მალე დაიწყებ, მაგრამ რომელ კლუბში? უკრაინულმა მედიამ უკვე კიევის "დინამოში" "ჩაგრიცხა". იქნებ გაგვარკვიო ჭორ-მართალში...
- სიმართლე გითხრათ, ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.
- მიწვევა ან გაქვს, ან არა...
- უბრალოდ, "არსენალის" საქმეა გასარკვევი. გუნდში ვითარება აირია, შესაძლოა, მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი წავიდეს. ამ კაცის მადლიერიც ვარ, რადგან მენდო და თავის გამოჩენის შანსი მომცა.
გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობაც არასტაბილური გახდა და ყველაფერი მალე გაირკვევა.
მაგრამ დასამალი არ არის: მეც ასე ვიცი, რომ კიევის "დინამოზე" გავრცელებული ინფორმაცია მართალია. უბრალოდ, ჯერ ვერ მეუბნებიან, ეს მოლაპარაკება რა დონეზე მიმდინარეობს.
- ანუ კიეველებს პირადად არ დალაპარაკებიხარ?
- პირადად არა, მაგრამ ეს ამბავი სერიოზული ხალხისგან შევიტყვე და კიეველთა ინტერესმა ძალიან გამახარა.
- დიახ, საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მაქვს უკრაინისა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბებიდან.
- შენ განსაკუთრებით კარგად გეცოდინება იმ გუნდის ფასი, სადაც მწვრთნელი გენდობა. დაინტერესებულ კლუბებში, იგივე კიევის "დინამოში", ინტერესი მათგან მოდის თუ ხელმძღვანელობისგან?
- ჯერ ყველაფერი არ ვიცი და კონკრეტულ პასუხებს ამიტომაც ვერ გაძლევთ. მწვრთნელის ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და "არსენალიდან" თუ წავედი, სწორედ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გავაფორმებ კონტრაქტს.
- პირდაპირ ვთქვათ, "არსენალიდან" შენი წასვლის შანსი დიდია?
- მეც პირდაპირ გეტყვით, რომ შანსი საკმაოდ დიდია.
- პირადად შენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ გუნდში ისურვებდი თამაშს?
- ისეთში, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
- ეროვნულ ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. თვალშისაცემია, რომ ნაკრებში თამაშს ბევრი კარგად იწყებს, მაგრამ მერე თითქოს დაკომპლექსებულები ხდებიან. მაგალითად, შენ შარშან ძალიან ეფექტურად დაიწყე, წლეულს კი ინიციატივის აღებას ერიდები. თითქოს რაღაც გაბრკოლებს. გუნდში ასეთი რა გარემოა?
- ამას მე არა გარემოს, არამედ ნაკრების არადამაჯერებელ გამოსვლას მივაწერ. როდესაც გუნდი სასურველ შედეგს ვერ აღწევს, ფეხბურთელებს მღელვარება გადაეცემათ.
ახლა გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ალბათ, ამის გამო ჩანს, თითქოს დაძაბულები ვართ. არადა, გუნდში მართლა არ არის დაძაბული ატმოსფერო, პირიქით, მეგობრული ვითარებაა.
სამწუხაროა, რომ ჯერ ჩვენ შედეგი არ გვაქვს. არადა, ნაკრებს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.
- გასაგებია, რომ საქართველო ესპანეთსა და საფრანგეთს უკან ვერ ჩამოიტოვებს, მაგრამ გუნდმა საკუთარ თამაშსაც რომ ვერ მიაგნო?
- ახალი გუნდი რომ ყალიბდება, შეუთამაშებლობა ბუნებრივია. თუმცა, იყო რამდენიმე შეხვედრა, როდესაც ჩვენი შესაძლებლობები ფრაგმენტულად მაინც გამოვავლინეთ. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ბელორუსთან თბილისში მეორე ტაიმი და ფინეთთან გასვლაზე საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძე: მალე ვნახავთ თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში
სანდრო კობახიძე: უკრაინაში ჩვენგან ამას არავინ ელოდა
სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]
Nugzari
ჩემო გუჯა, სანდრო მორწმუნე კაცია და შესაბამისად იქცევა და ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე ვინმეს რამეს უთმობს. ფსიქოლოგი არ გაწყენდა ნამდვილად.
gizog
სანდრო ეხლა ხარ ნამდვილ საფეხბურთო ასაკში და შენ იცი როგორ გამოიყენებ. ქართველი ქომქგი მხოლოდ დიდ წარმატებებს გისურვებთ და წინასწარ გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს
guja_kakhadze
სანდროს მოკრძალებული საუბრიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს, პოტენციალის სრულად გამოსავლენად, სასწრაფოდ სჭირდება ფსიქოლოგი!!!!
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა