დადასტურდა, რომ ფეხბურთი საქართველოშიც ამოუცნობი და არაპროგნოზირებადია

ზუგდიდის "ბაიამ" ბოლნისში "სიონთან" დაადასტურა, რომ ფეხბურთი საქართველოშიც ამოუცნობი და არაპროგნოზირებადია. ელგუჯა ქომეთიანისა და ოთარ გაბელაის გაწვრთნილი გუნდი ბოლნისში სეკვესტრირებული შემადგენლობით გამოცხადდა. ფინანსური გაჭირვების გამო, სტუმრებს გამოცდილი ფეხბურთელები არ ახლდნენ.

სტუმართა მწვრთნელი და კონსულტანტი იძულებული იყვნენ, მათ ნაცვლად დუბლები და სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელები დაეყენებინათ - ზოგი ჭირი მარგებელიაო და, თავისდაუნებურად, ზუგდიდელებმა ბოლნისში "ბაიას" ნიჭიერი თაობის პრეზენტაცია მოაწყვეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

არადა, მატჩის დასაწყისში "ბაიას" გამარჯვება წარმოუდგენელი ჩანდა. სტუმართა მცველებს მასპინძლების აქტიური და მწვავე შეტევების შეჩერება უჭირდათ: მე-7 წუთზე გიორგი მელქაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მეკარე თორნიკე ზარქუამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და "ბაია" გოლისგან იხსნა.

ეფექტური "მაკრატელათი" ცდილობდა "სიონის" მორიგი იერიშის დაგვირგვინებას ლაშა ვაშაკიძე. თუმცა, შეტევებით გართულ მასპინძლებს რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ: 25-ე წუთზე დიაგონალური გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლევან წურწუმია დარჩა, რომელსაც მინდია ბობღიაშვილმა აჯობა, დამატებაზე კი დათა რიგვავამ კარს ოდნავ ააცილა.

გოლი 36-ე წუთზე გავიდა: მელქაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა, მიმართულება შეიცვალა და ზარქუასგან ახლო კუთხეში გავიდა - 1:0. "ჯაბულანი" რომ ყოფილიყო, ბურთის მომგონს შეუკურთხებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მელქაძემ ძალიან კარგად დაარტყა შეასრულა და ბურთის უცნაურობანი არაფერ შუაში იყო.

მეორე ტაიმში მასპინძლები მოედანზე დამშვიდებულები გავიდნენ და აშკარად იგრძნობოდა, მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. თუმცა გამოცდილი ფეხბურთელების არყოფნაში, ზუგდიდელი ახალგაზრდები მწვრთნელებს იმას უმტკიცებდნენ, რომ ძირითადში მოხვედრას იმსახურებდნენ. "სიონს" ბურთის გაგორების საშუალებას არ ძლევდნენ, მოედნის ცენტრში კარგად მუშაობდა ირაკლი მალიჩავა, მასპინძლები ფლანგებზეც (მარჯვნივ რიგვავა და მარცხნივ წურწუმია) აიკლეს და 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს: შორეული დიაგონალური გადაცემით, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში დათა რიგვავა შეიჭრა, სისწრაფეში ორი მცველი ჩამოიტოვა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1. გოლმა მეკარე ბობღიაშვილი გაამწარა და ლაინსმენს თამაშგარეს დაფიქსირებას სთხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.

ბოლნისელებმა ჩავარდნა არ შეიმჩნიეს და თამაში ისე გააგრძელეს, თითქოს არაფრი მომხდარა. არადა, ხდებოდა და ვერ ამჩნევდნენ. ზუგდიდელები კონტრშეტევებს სწრაფად და მწვავედ ახორციელებდნენ. მასპინძლები მხოლოდ მეორე გაშვებული გოლმა გამოაფხიზლა: ირაკლი მალიჩავას საჯარიმო დარტყმის მოგერიებისას, გივი დიდავამ ბურთი თავით ცუდად მოიგერია და საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:2.

შეტევებით გართულ ბოლნისელებს მორიგი კონტრშეტევა 86-ე წუთზე გამოეპარათ: როინ ონიანის მშვენიერი გადაცემით, კარის წინ მარტო დარჩენილმა რიგვავამ ისარგებლა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი დუბლით აღნიშნა და სტუმრებს სენსაციური გამარჯვება მოუტანა - 1:3.

"სიონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფშიძემ სამართლიანად ბრძანა - პირველ გოლზე პრეტენზია კი გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სტუმრებმა დამსახურებულად მოიგესო: "ბიჭებს ვაფრთხილებდით, ზუგდიდლების ფინანსური პრობლემები არ ნიშნავდა, რომ იოლად მოვიგებდით. მაგალითად "კოლხეთის" "ოლიმპთან" და "სამტრედიის" "ტორპედოსთან" გამარჯვებებიც იკმარებდა. გაფრთხილების მიუხედავად, ეტყობა, მეტოქე ვერ შეაფასეს და დავისაჯეთ".

17.10. ბოლნისი. თ. სტეფანია. 500 მაყურებელი

სიონი 1

ბაია 3

1:0 მელქაძე (36), 1:1 რიგვავა (56), 1:2 დიდავა (80-საკ. კარში), 1:3 რიგვავა (86. რ. ონიანის პასით)

სიონი ბაია

4-4-1-1 4-4-1-1

ბობღიაშვილი ზარქუა

კობაური კანდელაკი

ლ. ჭელიძე რ. ონიანი

ორბელაძე ლ. აკობია

თარგამაძე თ. აკობია

ქურასბედიანი რიგვავა

ნოზაძე შ. ლომია

დიდავა მალიჩავა

ვაშაკიძე წურწუმია

გ. მელქაძე ეხვაია

გოცირიძე კუკავა

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ყიფიანია ე. ქომეთიანი

სიონი

64. ვაშაკიძე - ნემსაძე

73. გოცირიძე - ბობოხიძე

80. ქურასბედიანი - ისიანი

სათადარიგოები: მერლანი, სანიკიძე, ჩივაძე, გ. თოდუა

ბაია

57. კუკავა - ჩანგელია

სათადარიგოები: ჯომიდავა, ბ. გვილია, მაქაცარია, კალანდაძე, კ. ახალაია. ლ. ქანთარია

გაფრთხილება: კობაური (14), ქურასბედიანი (47), რიგვავა (62)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა