გაუხმაურებელი ფაქტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საფეხბურთო კონცეფციაზე მუშაობენ

ამ ცოტა ხნის წინათ, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ "ლელოს" გააცნო, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივებით წარმოუდგენია ფეხბურთში ბიზნესის მოზიდვა.

"საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებით, ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გახდება და მეორე - სპორტში დახარჯული თანხის გადახდა წმინდა მოგებიდან არ უნდა ხდებოდეს. ახლა მათ ხარჯებშიც ვერ ვატარებთ; წახალისების სხვა ფორმის გამოყენებაც შეიძლება", - თქვა ფხაკაძემ.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ფხაკაძის ინიციატივიდან. როგორც ჩანს, ფხაკაძე პრემიერლიგის შექმნით დაინტერესებული კლუბების ხელმძღვანელებში იდეების გენერატორის როლს ასრულებს.

შევიტყვეთ, რომ საფეხბურთო პროგრამის შემუშავებისა და ხელისუფლების პოზიციის გაცნობის მიზნით, "ტორპედოს" თავკაცი ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და მის მოადგილეს, დავით ებრალიძეს შეხვდა.

ფხაკაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა.

"დიახ, 19 დეკემბერს მართლაც შევხვდი ფინანსთა მინისტრსა და მის მოადგილეს. ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ იმ საფეხბურთო საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ.

ორი აზრი არ არის, დღეს ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის აბსოლუტურად უინტერესოა და მდგომარეობას მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით თუ შევცვლით.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნოდარ ხადური და დავით ებრალიძე ფეხბურთის არა მხოლოდ მოყვარულები, არამედ ძალიან კარგი მცოდნეები არიან და გეტყვით, რომ ფინანსთა სამინისტროში დაიწყეს მუშაობა ფეხბურთის განვითარების კონცეფციაზე", - გვითხრა ფხაკაძემ.

აქვე გეტყვით, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, დავით ებრალიძეს საფეხბურთო წრეებში საკმაოდ კარგად იცნობენ. ის 2003 წელს დავით პეტრიაშვილს საარჩევნო შტაბის მუშაობაში ეხმარებოდა, 2008-2009 წლებში კი "ზესტაფონის" მენეჯერი გახლდათ.

საფეხბურთო თემატიკაზე ბევრი პიროვნების მოსაზრება გამოგვიქვეყნებია, მაგრამ მისნაირად საღი იდეები - იშვიათად.

ებრალიძის მოსაზრებები "ლელომ" ვრცლად გააშუქა. ყოფილი ენერგოომბუდსმენი კანონმდებლობას მშვენივრად იცნობდა და მასში ისეთი დეტალები აღმოაჩინა, რომლითაც საფეხბურთო კლუბებს საქმიანობა და არსებობა უნდა გაადვილებოდათ - აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო კლუბები იხდიდნენ (და დღემდე იხდიან) გაცილებით მეტ გადასახადებს, ვიდრე კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.

ებრალიძეს ხარჯების მინიმიზაციის კონკრეტული წინადადებები ჰქონდა.

პირველი მიწის გადასახადს შეეხებოდა. კანონით დღეს საქართველოში არსებული მოედნები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად განიხილება. ერთ ჰექტარზე გადასახადი 3 000 ლარია, მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადასახადი მხოლოდ 90 ლარია.

მისი წინადადება იყო, მოედნები მეორე კატეგორიაში გადაეყვანათ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი მიენიჭებინათ.

ნატურალური ბალახი ზუსტად იგივეა, რაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ზუსტად იგივენაირად ხდება მიწის კულტივაცია, სასუქების შეტანა, დამუშავება და ასე შემდეგ. ამიტომ, მათი პირველ კატეგორიაში განხილვა არასწორია. მანამდე საკითხი ასე არავის დაუსვამს.

მისი მეორე წინადადება წყლის გადასახადს ეხებოდა, რაც კლუბებსა და სტადიონებს უდიდეს ხარჯად აწვებათ. ყოფილი ენერგოომბუდსმენი წყლის ტარიფში კარგად ერკვეოდა და ამბობდა, რომ ის ორი ელემენტისგან შედგება: ერთი არის წყლის გასუფთავება-მოწოდება-დამუშავების ტარიფი და მეორე - მისი უტილიზაცია, ანუ კანალიზაცია.

მოედნების მორწყვის დროს კლუბებს წყლის ხარჯის მეორე ელემენტი, კანალიზაცია, არ სჭირდებათ. არადა, მეორე ნაწილს ტყუილად იხდიან.

მოედნების მორწყვის გადასახადიც გადასახედია - ეს არის მელიორაცია, ამიტომ, მისთვის სპეციალური ტარიფი უნდა დაწესდეს, რაც საფეხბურთო კლუბებსა და სკოლებს არათუ მნიშვნელოვან, არამედ კოლოსალურ შეღავათს მისცემს. ამ საკითხის მოსაგვარებლად ფეხბურთის ფედერაციამ სემეკ-ს უნდა მიმართოს. სემეკ-ი კი, ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დააკმაყოფილოს.

ებრალიძემ ტრანსფერების საკითხიც წამოსწია. კლუბი უცხოეთიდან მოთამაშის ჩამოყვანისას თანხის 10 პროცენტს ბიუჯეტს უხდის, რადგან ეს მომსახურების ხარჯად განიხილება. არადა, ფიფა-უეფას მიდგომით, ტრანსფერი არის არამატერიალური აქტივი, იურიდიული უფლება, იგივე ლიცენზია და არა ხარჯად, არამედ, იურიდიულ აქტივად უნდა აღირიცხოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხარჯის გადასახადს აღარ იხდი.

23-წლამდელი ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში რომ გადიან, კლუბები ვერ ასაბუთებენ, მასზე რა ხარჯი გასწიეს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, უცხოური კლუბები მიზერულ თანხებს გვიხდიან. როცა ხარჯებს დაასაბუთებენ, მერე ტარნსფერის ღირებულებაც გაიზრდება. ეს ჩვენი კლუბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შემოსავლების უდიდეს ნაწილს ახალგაზრდების უცხოეთში გაშვებით იღებენ.

ამას ემატება მოთამაშეთა მომსახურების ხარჯები, რაც სერიოზულ თანხებს უკავშირდება. საკითხი აქაც არასწორადაა დაყენებული - ფეხბურთელების კვება შეღავათადაა მიჩნეული. ამ დროს, მოთამაშეს გარკვეულ ფიზიკურ კონდიციამდე მისაყვანად კვებავ. ასე რომ, ეს არის ჩადებული აქტივი და არ უნდა იბეგრებოდეს.

არადა, დღეს მოთამაშის კვება საშემოსავლოთი იბეგრება. მერე კლუბები შავი ბუღალტერიით აღარ დაინტერესდებიან, ფეხბურთელთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აღრიცხავენ და დაინტერესებულ კლუბს წარუდგენენ.

ებრალიძემ საფეხბურთო სამყაროს უზარმაზარი გადასახადების მინიმუმამდე შემცირების იდეალური გზა აჩვენა, მაგრამ ეს იმდენად მაგარი წამოწყება იყო, ვერ გაუგეს და მხარი არ აუბეს - საფეხბურთო სამყაროში ხომ ინტელექტის ნაკლებობა და ინიციატივებისადმი გულგრილობა ყოველთვის იგრძნობოდა.

"ფეხბურთში დარჩენის სურვილიც აღარ მქონდა. სამწუხაროდ, ჩემს ინიციატივებს ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდნენ, ასე მუშაობა კი წყლის ნაყვას ჰგავდა და აზრი არ ჰქონდა", - გვითხრა მაშინ ებრალიძემ.

სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს რევოლუციის ტოლფასი ეს გადაწყვეტილებები არ ეღირსა. არადა, გუნდები და საფეხბურთო სკოლები გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდნენ, მთელი საფეხბურთო სისტემისთვის კი ეს უდიდესი ეკონომია იქნებოდა. ებრალიძე გვთავაზობდა არა კანონის შეცვლას, არამედ არსებულის გამოყენებას და კორექტირებას.

ეს მარტივი გამოსავალი იქნებოდა და მის ამოქმედებას გაცილებით მცირე დრო დასჭირდებოდა, ვიდრე ახლის მიღებას. წესით, სახელმწიფოც დათანხმდებოდა, რადგან სახელმწიფოს შეღავათების დაწესება უხერხულობას უქმნის - ფეხბურთს თუ აქვს, რა დააშავა ხელოვნებამ, ადგილობრივმა წარმოებამ, კინოინდუსტრიამ და ა.შ.

მაშინ ვწერდით, რომ არაორდინარულად მოაზროვნე ეს კაცი ფეხბურთის მიღმა არ დაიკარგებოდა და ასეც მოხდა. იმედია, დავით ებრალიძის ინიციატივებს ახლა მაინც უწერია განხორციელება, რითაც ქართული ფეხბურთი უდავოდ მოიგებს - მისი თქმით, წელიწადში, მინიმუმ, 25-27 მილიონ ლარს.

ახლა სახელმწიფო ფეხბურთში წლიურად დაახლოებით ამდენს ხარჯავს.

გაუხმაურებელი ფაქტი: ფინანსთა სამინისტროში საფეხბურთო კონცეფციაზე მუშაობენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?

ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ

გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი

ALEQSANDRE
ებრალიძის მოსაზრება ლოგიკურია, რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, იმ ბიზნესმენესბ თუ კომპანიებს, რომლებიც უმარლესი ლიგის კლუბებს საკუთრებაში აიყვანს აუცილებლად შეღავათები უნდა დაუწესდეს, როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადიდან, ასევე აუცილებლად უნდა განთავისუფლდნენ მისი გადასახადიდან ... ჯამში შესაძლებელია სახელმწიფოს 30-40 მილიონის შემოსავალი დააკლდეს წელიწადში, თუმცა თვითმართველობების და სხვა სახელმწიფო უწყებები განთავისუფლდება ზედმეტი ხარჯებისაგან
toskaneli
ა კაცი ტო,სად იყო აქამდე,იქნებ ახლა მაინც მოუსმინონ
ფეხბურთი
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ფეხბურთი ჩაითვალოს წამგებიან სპორტად რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ჭირდება. გაანებოს ფეხბურთს თავი ყველა წურბელამ და ის 5 წელიწადში უკვე თავის თავს შეინახავს და 10 წლიწადში ისეთ მოგებას დაწერს რომ ბევრ სხვა ბიზნესს გაუჭირდება. არ უშველის ეს წინადადება მარტო ფეხბურთს ეს კიდე უფრო გაზრდის კორუფციის სურვილს.
sss
კარგია
jofrey07@yahoo.com
ძლივს ერთი ჭკვიანური აზრი და იდეა მოვისმინე ფეხბურთის განვითარებაზე! ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ფეხბურთის განვითარება უპირველესად საკანონმდებლო და საგადასახადო ბაზის დახვეწით უნდა განხორციელდეს! აქამდე ასეთი მიდგომა არ მსმენია და კარგი იქნება სათანადო ორგანოები თუ განიხილავენ და ხელშ შეუწყობენ... ისე იდეის წარმოშობას ჭკუა და ცოდნა ჭირდება და რომელი ერთი უნდა მოგვეთხოვა სპორტში მოტრიალე ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებისათვის(სპორტის მინისტრი ვარძელაშვილი საშუალო განათლების მქონეა, ხოლო კირკიტაძის დონის შეფასება იმიტაც შეიძლება, როდესაც ევროკავშირს, როგორც სახელმწიფოს ევროპის პოლიტიკურ რუქაზე ეძებდა)... პ.ს. საკანაონდმდებლო ბაზის დახვეწით და ხელშეწყობით, სპორტი ამოისუნთქებს და დაინტერესებულ ბიზნესმენებს კაპიტალდაბანდების არარ შეეშინდებათ და სახელმწიფო სტრუქტურების დასაფინანსებელი არარ იქნება კლუბები...
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა